კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიშია თუ არა ძაღლის ჯანმრთელობისთვის თევზი, კვერცხი, რძე და სოია და იწვევს თუ არა ეს პროდუქტები ალერგიას


თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, აუცილებელია, მის კვებას სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ხშირად სადავო ხდება ალერგიის გამომწვევი მიზეზი და პატრონი ამა თუ იმ გამოვლინებას საკვებს აბრალებს. თუმცა, არის შემთხვევები, რომ ეს მცდარი დასკვნაა. ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს, რომელიც დაწვრილებით მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა.

ზაქრო ბაჯიაშვილი: საკვებისმიერი ალერგიები ყველაზე იშვიათად გვხვდება ალერგიულ დაავადებებს შორის, თუმცა, ძაღლის პატრონები ამას მაინც საკვებს აბრალებენ. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევებში ალერგია რწყილის ნაკბენით ან სხვა არსებული ალერგენებით (ატოპიური დერმატიტი) არის გამოწვეული. საკვებისმიერი დერმატიტის განვითარებისათვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას სჭირდება დრო, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა ხანგრძლივობისაა – ის, შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან დღე. ამიტომ, არასწორია მოსაზრება, რომ საჭმლისმიერი ალერგია ვითარდება ახალი პროდუქტის მიღებისთანავე. იმის შანსი, რომ ახალი ცილები ორგანიზმში გამოიწვევენ რაიმე რეაქციას, ძალიან მცირეა.

– ყველაზე ხშირად რა იწვევს ალერგიას?

– ყველაზე ხშირად ალერგიებს იწვევს ხორცის ცილები. არ არსებობს არაალერგენული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება, ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია ზოგს კი – თევზისაზე. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს, აუცილებელია, გამოირიცხოს საჭმლისმიერი ალერგიები, რადგან აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

– აბა, როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?

– ალერგიის მკურნალობა გულისხმობს მთელი ცხოვრება დიეტოთერაპიას. ამიტომ, მისი სიმპტომების ცოდნა არაა ზედმეტი, რადგან, როცა ცხოველი იფხანს, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ეს სიმპტომი კავშირში საკვებისმიერ რეაქციასთან.

– საკვებისმიერ ალერგიას როგორ ახსნით?

– ტერმინი „საკვებისმიერი ალერგია“ ნიშნავს საკვებზე იმუნურ რეაქციას, „საკვების შეუთვისებლობა“ კი – ორგანიზმის ნებისმიერ ანომალიურ რეაქციას მიღებულ საკვებზე, რომელსაც არ აქვს იმუნოლოგიური ხასიათი – საკვებისმიერი მოწამვლები. საკვებისმიერი ალერგენებია წყალში ხსნადი გლუკო-პროტეინები, რომელთა მოლეკულური მასა შეადგენს 10 000-დან 60 000-მდე დალტონს. ცილის ყველა წყარო, რაც ამჟამად ძაღლისა და კატის საკვების დასამზადებლად გამოიყენება (საქონლის ხორცი, ქათმისა და ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, სოია), შეიძლება, შეიცავდეს ალერგენებს. კონსერვანტები და არომატიზატორები იშვიათად იწვევენ ძაღლსა და კატაში ალერგიებს. იმის დიაგნოსტირება, თუ რაციონის რომელი კომპონენტი იწვევს ცხოველში საკვებისმიერ ალერგიას, უნდა მოხდეს შემდეგნაირად: საკვებიდან თანმიმდევრობით უნდა ამოვიღოთ მასში შემავალი კომპონენტები. საკვებისმიერი ალერგიის დიაგნოსტირება კი შემდეგნაირად ხდება: ცხოველს უნიშნავენ ისეთ საკვებს, სადაც შედის ცილის და ნახშირწყლების თითო წყარო, ან, აძლევენ სრულფასოვან მზა რაციონს, რომელიც მას ადრე არ მიუღია. არსებული მზა საკვების ცილის წყაროს ანალიზი ემყარება იმას, რომ ის არასდროს არ უნდა იყოს წარსულში ცხოველის ორგანიზმში მოხვედრილი.

აღნიშნული კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად არსებობს შემდეგი ალტერნატივა: ძაღლისა და კატის საჭმელში შემავალ ცილას უტარებენ ჰიდროლიზს, რის დროსაც ცილები იშლება პატარა პეპტიდებად, რომელთაც არ აქვთ ალერგენული ხასიათი, ანუ არ იწვევენ ალერგიებს.

აღნიშნული რაციონით ცხოველს კვებავენ მინიმუმ 8 დღის განმავლობაში, ანუ დაავადების ნიშნების გაქრობამდე. შეიძლება, ეს უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს – დაახლოებით 12 დღემდე. შემდეგ მას აძლევენ ძველ რაციონს და აკვირდებიან, განუვითარდება თუ არა მას საკვებისმიერი ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. განვითარების შემთხვევაში აგრძელებენ დიეტოთერაპიას. ძაღლის დიეტოთერაპია შეიძლება რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, ანუ, საკვებისმიერი ალერგიის კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე.


скачать dle 11.3