კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ტირის ქალის გულისთვის ნოდიკო ტატიშვილი და როგორი ქალები აღიზიანებს მას

გარდა იმისა, რომ ნოდიკო ტატიშვილი ძალიან კარგად მღერის, იმავდროულად სასიამოვნო და კარგი ადამიანია. მან რამდენიმე თვის წინ, მამა დემეტრეს თხოვნით, სამების ტაძარში, პატრიარქის გუნდში დაიწყო გალობა, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამჟამად ნოდიკო, სიმღერებს წერს და მუშაობას გაორმაგებულად  აპირებს.

– ნოდიკო, სამების საკათედრო ტაძარში გალობ. მომიყევი, როგორ დაიწყე გალობა?

– როდესაც მითხრეს, სამების ტაძარში, უწმიდესის გუნდში უნდა მეგალობა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, იმდენად ცოდვილი ვარ, იქ ჩემი ასვლა და გალობა არ იქნება სწორი-მეთქი. მაგრამ, მამა დემეტრემ მითხრა, არ მაინტერესებს რას ფიქრობ, ახვალ და იგალობებო. მისი სიტყვა ჩემთვის კანონია და მადლობა ღმერთს, რომ მე შაბათ-კვირას და ხშირ შემთხვევაში შუა კვირაშიც მიწევს წირვა-ლოცვებზე დასწრება და ჩვენი უწმიდესის ცქერა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდ სიხარულს მანიჭებს. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო მეტად ვუკვირდები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას. სამებაში გალობა, სიარული ძალიან ეხმარება ჩემს სულიერ სამყაროს.

– დიდი ხანია, რაც მამა დემეტრეს იცნობ?

– რამდენიმე თვეა, ყოველთვის მინდოდა მისი გაცნობა. ერთ დღესაც სამებაში ვიყავი და გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონმა მითხრა, ეს არის მამა დემეტრეო, მივედი, ჩავეხუტე. აღმოჩნდა, რომ მამა დემეტრეს თურმე ძალიან უყვარს ჩემი ერთ-ერთი სიმღერა „წერილი აფხაზეთში“, რომელიც ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა დამიწერა და თურმე სულ აინტერესებდა ჩემი გაცნობა. ღია ეთერში უნახავს ჩემი კლიპის პრეზენტაცია და მას შემდეგ ძალიან მოსწონს. ეს ფაქტი, ჩემთვის ბედნიერების პიკი იყო, ძალიან გამიხარდა. ვუთხარი, რომ მის ხმაზე ბავშვობიდან ვგიჟდები, საოცრად კარგი ადამიანია. მას ჩემთვის მკაცრად რომ არ ეთქვა: ადი და იგალობეო, დღემდე გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

– მის უწმიდესობასაც ხომ არ იცნობ?

– კი, როგორ არა. იანვარში მამა დემეტრემ მიმიყვანა უწმიდესთან და დამლოცა. მარტის დასაწყისში, როდესაც მძიმე მარხვა დაიწყო, ამ დროს იგალობება უწმიდესის დაწერილი გალობა „სწრაფლგანხვენ“. ამ სოლოს ხან მე ვგალობ, ხან პაატა ცეცხლაძე. ისე მოხდა, რომ მაშინ პაატა უცხოეთში იმყოფებოდა, მე უნდა მეგალობა სოლო. ვიგალობე და უწმიდესი მაშინვე მიხვდა, რომ პაატას ნაცვლად ვიღაც სხვა, ახალი გალობდა. საკურთხევლიდან დარეკეს: ნოდიკო ჩამოვიდეს პატრიარქთანო. ჩავედი უწმიდესთან, მომეფერა, დამლოცა, მითხრა, ძალიან კარგი ხმა გაქვსო. საკურთხევლიდან, რომ გამოვედი, დიდხანს ვერ მივხვდი რა მოხდა. ეს ჩემთვის ყველა ჯილდოზე მნიშვნელოვანია. უწმიდესთან შეხვედრა ჩემთვის დაუვიწყარია, მივხვდი, ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ ჩემნაირ ცოდვილ ადამიანს გაუმართლა და პატრიარქს შეახვედრა.

– ამ ცხოვრებაში, ალბათ ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა, როგორ რეაგირებ მათზე?

– ძალიან ჯიუტი ვარ. დედაჩემს, რომ ჰკითხო, გეტყვის, ნოდიკო ამქვეყნად ყველაზე ჯიუტი ადამიანიაო. არ მიყვარს, როდესაც ვიღაც მაკონტროლებს, ზეწოლას ვგრძნობ, ან ვიღაც ცდილობს, რაღაც მაიძულოს. ასეთი რაღაცეები არ მიყვარს. რაც შეეხება წინააღმდეგობებს, ყოველთვის მქონდა და დღემდე მაქვს. ძალიანაც არ მომწონს ბარიერების არსებობა, მაგრამ ამით ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა და ყოველთვის მითქვამს, რომ დღემდე ყველაფერს ჩემით მივაღწიე. მადლობელი დავრჩები იმ ადამიანების, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და დღემდე აქვთ ჩემი იმედი.

– როგორი რეაქცია გაქვს, როდესაც ვიღაც შენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ცდილობს, გაკონტროლებს?

– ეს ის საკითხებია, რაზეც ვმწარდები. ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ არავის ცხოვრებას არ ვეხები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სხვა ადამიანები, მეც გარკვეულწილად ცნობისმოყვარე ვარ არასდროს ვახდენ ვინმეზე ზეწოლას და არავის ცხოვრებაში არ ვერევი. როდესაც ვმწარდები, საკუთარი თავი მძულს. ძაღლები, რომ იღრინებიან, ასე ვიღრინები სახლშიც და გარეთაც. დედაჩემმა იცის, რომ ამ დროს არ უნდა დამელაპარაკოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ყველაფერი მალე გადამივლის ხოლმე და ვივიწყებ.

– როგორი გართბა გიყვარს?

– არასდროს მყვარებია კლუბური ცხოვრება და კლუბური გართობა. 2005 წელს იურმალაში ვიყავი, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო კონკურსი „ქარვის ვარსკვლავი“. ორი ტური ვიმღერეთ და მერე ჩასული სტუმრები გადაგვიყვანეს რიგაში. კლუბში დაგვპატიჟეს. გაოცებული დავრჩი, მე ასეთი კლუბი არ მინახავს, გავოგნდი. ძალიან მაგარი სიტუაცია იყო. მე კი ზუსტად 15 წუთი მეყო იმისთვის, რომ ყველაფერი დამეთვალიერებინა, მერე გარეთ გამოვედი და ჯგუფს მთელი ორი საათი ველოდე, როდის მორჩებოდნენ ცეკვას. კონკურსის წამყვან გოგონას მოვკიდე ხელი, ვისეირნე რიგის ქუჩებში. ახლა აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, ერთი საათით გავჩერდე კლუბში, ადრე მაგდენიც არ შემეძლო. ძალიან მიყვარს ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ასეთ საღამოებზე დიდი სიამოვნებით ვჩერდები.

– როგორც ვიცი, გოგონებში ძალიან პოპულარული ხარ. თავად როგორი გოგონები მოგწონს?

– კი და ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. ყველანაირად გამოხატავენ ჩემს მიმართ სიმპათიებს, დარეკვით, მესიჯებით, ქუჩაში. გულწრფელად ვამბობ, რომ ამ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანია. გამორიცხულია, რომ ვინმეს არ ვუპასუხო. რაც შეეხება გოგონებს, ყველაფერში სისიდავე მიყვარს, ვულგარული ქალები არ მხიბლავს. ჩემთვის ქალი, რაც უფრო მოუწვდომელია, უფრო საინტერესოა და მინდა, რომ იმ ქალამდე მივაღწიო. საინტერესოა ზოგადად ის პროცესი, როდესაც მე ვინტერესდები ქალით. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის ქალი მაინტერესებს, რომელიც ჩემთვის შედარებით მიუწვდომელია.

– როგორ იბრძვი საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად?

– უხეში მეთოდებით ქალისთვის არასდროს მიბრძოლია. საკმაოდ რომანტიკული და ზოგჯერ სენტიმენტალურიც კი ვარ, ეს ნერვებს მიშლის. ადრე, დაახლოებით, 6-7 წელი ვიყავი შეყვარებული და მახსოვს, რას ვაკეთებდი საყვარელი გოგონას გულის დასაპყრობად. საოცრებებს ჩავდიოდი, ვცდილობდი, მის მიმართ ჩემი თითოეული ნაბიჯი ორიგინალური ყოფილიყო, გამეოცებინა. ხშირ შემთხვევაში ამას ვახერხებდი. ანუ მივხვდი, რომ სიყვარულისთვის შემიძლია, ბევრი კარგი რამ გავაკეთო, ორიგინალური და გასაოცარი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მე მსიამოვნებდა. იმის მოთხოვნილება მქონდა, რომ მისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა, გახარებოდა, მოსწონებოდა.

– როგორია შეყვარებული ნოდიკო?

– ძალიან სენტიმენტალური ვარ და დიდი დოზით სენტიმენტალიზმი კი არ არის კარგი. ადრე ლექსებსაც ვწერდი, ოღონდ მარტო მე ვკითხულობდი, და დღემდეც მხოლოდ მე ვკითხულობ. რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე და იმდენი ვიცინე, მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. საერთოდ, მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ შეყვარებულს, უფრო რბილი ხასიათი მაქვს, თბილი ვხდები, ბევრს ვიღიმი. სიყვარულს ყოველთვის გამოვხატავ, მაგრამ თუ ამის საშუალება მაქვს, ორმაგადაც კი გამოვხატავ. სიყვარულს ყოველთვის სჭირდება აღიარება. ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ უკმარისობის გრძნობა არ უნდა ჰქონდეს და მერე ეს სიყვარული უფრო და უფრო გაღრმავდება, მიაღწევს პიკს, მიხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.

– მისულხარ მაგ პიკამდე?

– კი, მქონია ისეთი მომენტი, როდესაც არაადამიანური რაღაცეები დამემართა, მეგონა, გავგიჟდი. მიფიქრია, რომ მე მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ბევრჯერ მიტირია კიდეც, ცრემლები წამომსვლია. როცა იზრდები, მერე უკვე დიდი ხანი სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ. გაცნობის პერიოდია ძალიან საინტერესო. ამ დროს სურვილი მიჩნდება, შევძვრე მის კანში და გავიგო ყველაფერი, რასაც ის ფიქრობს.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3