კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მიცვალებულს „მიწეული“ მსახიობები, წყევლის დიდოსტატი ცოლები, ავტორიტეტი ქურდების გამო ნაცემი ახალგაზრდები, კულტურულად გალანძღული პროფესორი, ოქროსკბილებიანი „ნაშა“ და კომბოსტოში გადახდილი 3 000 მანეთი


ბევრისგან მსმენია – თბილისი ჩემი სახლია, აქ ყველა ქუჩა, აივანი თუ ეზო თავის ისტორიას ინახავს და ამ ისტორიის ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვარო. ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავ ძველ თბილისელთან უწევდა ურთიერთობა, მათგან ისმენდა საინტერესო ისტორიებს. ნაღდ თბილისურ ეზოში მომხდარ ამბებს დღესაც იხსენებს მომღერალი ზურა დოიჯაშვილი და საუბარში სიამაყით ამბობს, თბილისი იმით იყო მდიდარი, რომ აქ ეროვნებით არასდროს გამოარჩევდნენ ადამიანებს, საღი იუმორის გამო არავის სჯიდნენ და თავისი კაცური სიტყვა ყველას თამამად ეთქმოდაო. როგორც ზურა ამბობს, ადამიანს მაშინ „პახოდკაზე“ ემჩნეოდა, ვინ რომელი უბნელი იყო.


მოპარული საზამთრო და ავტორიტეტი ქურდების გამო „ჯორზე შემჯდარი“ ზურა დოიჯაშვილი

ძველ უბანში, კერძოდ, ვერცხლის ქუჩაზე გავიზარდე. ახლაც მახსოვს ის ურთიერთობები, რომელიც ნაღდ თბილისურ, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოებს“ ახასიათებდა. ტრადიციას არავინ არღვევდა, ჩვეული იუმორითა და კოლორიტულობით გამოირჩეოდა უფროსი თაობა. მაშინაც დარბოდა ქუჩაში მილიცია, იცავდა წესრიგს. ახალგაზრდები კი, ხომ იცით, რასაც უშლიან, იმას აკეთებენ და, იყო ერთი გაწევ-გამოწევა. ერთხელ, ბიჭები ცოტა ნასვამები ვიყავით. ერთ თათარს საზამთრო მოვპარეთ ქუჩაში. დაგვინახა მილიციელმა და გამოგვეკიდა. არადა, ფორმა არ ეცვა. რომ დაგვეწია გინებ-გინებით, მივუბრუნდით და მაგრად ვცემეთ. დაგვიჭირეს, სახეზე „პროწივოგაზები“ ჩამოგვაცვეს, ფეხებში გვირტყამდნენ და თან გვეუბნებოდნენ, ქურდებს შეაგინეთო. რატომ შევაგინებდით? ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობაც გვქონდა – თუ არაფერს დაგიშავებს კაცი, რატომ უნდა აგინო?! „შევჯექით ჯორზე“ და არ შევაგინეთ. მაშინ თბილისში მართლაც იყვნენ ავტორიტეტული ქურდები, მათ სიტყვას და ქცევას პატივს სცემდნენ. გვირტყეს და გვირტყეს, მაგრამ, არ შევაგინეთ. გავიდა დრო, ის ნაცემი მილიციელი მერე სუფრასთან გავიცანი. ერთად დავლიეთ, დავმეგობრდით და ის ცემაც ასე ხახვივით შეგვრჩა ბიჭებს. გავიდა წლები და გავიგე, საწყალი, აფხაზეთის ომში დაღუპულა. დამწყდა გული, მაგრამ ჩემს საქციელს უკან ვეღარ წავიღებდი.

მიცვალებულს „მიწეული“ რუსთაველის თეატრის მსახიობები

ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდა სომეხი აშოტა. „მალიარი“ იყო. პატიოსნად ცხოვრობდა და ყველა დიდ პატივს სცემდა. მისი ცოლი რუსთაველის თეატრში დიდხანს მუშაობდა „გარდერობშჩიცად“. გარდაიცვალა ეს კაცი. უბანში ვდგავართ ბიჭები. გავიხედეთ – მთელი ცნობილი, ბუმბერაზი მსახიობები მოდიან პანაშვიდზე მისასამძიმრებლად. დავაჭყიტეთ თვალები. ეროსი მანჯგალაძე მოგვიახლოვდა და გვკითხა, ბიჭებო, აქ მიცვალებული სად არისო. დავიბენით და გაუცნობიერებლად მივაძახეთ: „ვა, აშოტასთან მიდიხართ“?! გადაირივნენ მთელი მსახიობები – თუ კარგია, აშოტასთან თქვენ წადით, ჩვენ მის ცოლთან მივდივართ მისასამძიმრებლადო.

განუყრელი ძმაკაცები და წყევლის დიდოსტატი ცოლები

თბილისში გოდერძისა და გოგის ყველა იცნობდა – უბნის კოლორიტები იყვნენ და ორივეს უყვარდა დალევა. ერთად რომ მიდიოდნენ დასალევად, ცოლები ბრაზობდნენ, გადმოდგებოდნენ აივანზე და წყევლიდნენ ქმრებს. ერთ დღესაც, ორივე ერთად დაპატიჟეს. იფიქრეს, ცოლების წყევლის თავი არ გვაქვს, ცალ-ცალკე გავიდეთ, ვიქეიფოთ და სახლშიც ცალ-ცალკე დავბრუნდეთო. მოკლედ, ასეც მოიქცნენ. გავიხედეთ, მიუახლოვდნენ სახლს და გაიყვნენ: გოდერძიმ გაისწორა ტანსაცმელი, ვითომ მაგარი მთვრალი არ არის, ისეთი სახე მიიღო, ერთი სწორი ხაზი აიღო ორიენტაციისთვის და განაგრძო გზა. მივაძახეთ: „ვა, გოდერძ, კიდევ მთვრალი ხარ?“ არც კი გამოგვხედა, ვითომ ფხიზელია, მხრებგაშლილი მიდის და, არ გასცდა სახლს?! შემობრუნდა და გაბრაზებით მოგვაძახა – ეს რა მიქენით, ძლივს ორიენტაცია ამიღია და სახლის გზას ამაცდინეთო. როგორც იქნა, შევიდა სახლში. გავიხედეთ, არ გასულა ხუთი წუთი და, ახლა მისი განუყრელი მეგობარი გოგი მოდის კოსტიუმი გადაკიდებული აქვს და ბარბაცით მიუყვება ქუჩას. უცებ შედგა, კოსტიუმი ჩაიცვა, წელში გასწორდა და განაგრძო გზა. ბიჭებმა მივაძახეთ: „ვა, ვითომ ერთად არ იყავით?“ გადაირია. მოგვაძახა – გაჩუმდით, ბიჭო, ისეთი მთვრალი ვარ, ცოლის წყევლის თავი არა მაქვსო. შევიდა თუ არა, ატყდა წყევლა-კრულვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია თითქოს, მაგრამ, თბილისურ ეზოებში ძველად ამ წყევლა-კრულვასაც თავისი ხიბლი ჰქონდა.

„მესემიჩკის“ ცოლისგან კულტურულად გალანძღული „გაწკეპილი“ პროფესორი

ერთ ეზოში ცხოვრობდნენ პროფესორი და „მესემიჩკე“. მათი შვილიშვილები მეგობრობდნენ. ერთ დღესაც, ეზოში თამაშობენ და ჩხუბი მოუვიდათ. გაუქნია მუშტი „მესემიჩკის“ შვილიშვილმა და ეს პროფესორის შვილიშვილი მიწაზე გააგორა. ისიც ადგა და ბაბუას დაუძახა. ჩამოვიდა ეზოში მხრებზე კოსტიუმმოსხმული, ჰალსტუხგაკეთებული, გაწკეპილი პროფესორი და კულტურულად დაუწყო ლანძღვა იმ ბავშვს: „ოჰ, შე ბოროტო, ცუდო, გაუზრდელო!“ ამ ბავშვის ბებია კი სომეხი იყო. გადმოდგა ხმაურზე ფანჯარაში, რომ გაერკვია, რა ხდებოდა, გაშალა ხელები და იმ პროფესორს თავისი „კულტურულობით“ მიაძახა, ვითომ გალანძღა – უი, შენი დიდარი დედა ვატირეო.

დამწუხრებული ვართანა და პანაშვიდზე სიცილით გაგუდული ძმაკაცი

ვართან ჯაჯა სომეხი კაცი იყო, ცოლი კი ქართველი ჰყავდა. გარდაეცვალა ცოლი. ვართანს კარგი მეგობრები ჰყავდა, ყველა გვერდში დაუდგა, მაგრამ გურამი გამორჩეულად უყვარდა. გურამმა რომ გაიგო მისი ცოლის გარდაცვალება, რასაკვირველია, მივიდა მისასამძიმრებლად. ვართანი კარში შეეგება ტირილით და მიაძახა: „ვა, გურამ, შენც გაიგე? მოხვედი? აი, ეგა ხართ ქართველები!“ – და ხელი ცოლისკენ გაიშვირა. გურამი დაიბნა, მერე ისეთი სიცილი აუტყდა, უკან გაბრუნდა და ვერ შევიდა. კარგა ხანს ყვებოდა, ეს რა მითხრა, კინაღამ შევრცხვი კაცი! თურმე, იმან იგულისხმა, ქართველები მალე კვდებითო, მე კიდევ მეგონა, ჭკუიდან ხომ არ შეიშალა-მეთქი.

თავსაფრიანი, ოქროსკბილებჩასმული „ნაშა“ და კომბოსტოში გადახდილი

3 000 მანეთი

ერთმა ჩემმა მეგობარმა თავისი „ნაშა“ საჭესთან დასვა. წყნეთის გზაზე ისეთები ჩაიდინა იმ გოგომ, რომ მის გამო კომბოსტოთი დატვირთული დიდი მანქანა, რომელშიც თათარი ცოლ-ქმარი ისხდა, ამოტრიალდა. სასწრაფოდ დაგვირეკეს. ჩვენც გადავურეკეთ ერთ ჩვენს ძმაკაცს, დანიელს, რომელსაც მანქანა ჰყავდა და იქ მიყვანა ვთხოვეთ. მოკლედ, წავედით, თან, გზაში ვუხსნიდით დანიელს: ასეთი და ასეთი ამბავი მოხდა, ჩვენი მეგობარი „ნაშასთან“ ერთად იყო და დაშავებულა ის ქალი, უნდა წამოვიყვანოთ საავადმყოფოშიო. ისეთი გადარეულები ვიყავით ამ ამბის გამო, რომ მოყოლის დროს დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდით. მოკლედ, მივედით, ჩავსვით ის თათრის ქალი დანიელის მანქანაში და მოგვყავს. შევამჩნიეთ, რომ დანიელი იმ ქალს სარკიდან ხშირ-ხშირად აკვირდება, ხმას კი არ იღებს. მივიყვანეთ ის თათარი ექიმთან. უცებ, დანიელი მომიბრუნდა და მეკითხება: ბიჭო, რა გაუჭირდა ამ ჩვენს ძმაკაცს საიმისო, ამ თათარ, ოქროსკბილებიან, დედისტოლა თავსაფრიან ქალთან რომ არ იაროსო. იმას ჰგონებია, ეს იყო მისი „ნაშა“. ამაზე ბევრი ვიხალისეთ. მერე კარგა ხანს აშაყირებდა როგორ იყო შენი ოქროსკბილებიანი ნაშა რომ დააზარალეო?! მისი ზარალის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამი ათასი მანეთი რომ დაგვიჯდა იმ კომბოსტოს ზარალის ანაზღაურება, ეს კი დღესაც მწარედ მახსოვს.

მოტყუებული ლოვიკა და „გოჭიკა“ და ლატარიაში მოგებული სოლიდური თანხა

„თავისუფლების“ მეტროს წინ ჩვენს ძმაკაცს ბინა ჰქონდა. ხშირად ვიკრიბებოდით მასთან. მეტროსთან დღე და ღამე იდგა მანქანა, რომელშიც ლატარიის ბილეთებს ყიდდნენ. ერთ დღესაც, ამ ჩვენს ძმაკაცთან ვქეიფობთ. გაგვახსენდა ცნობილი თბილისელი კოლორიტები ლოვიკა და „გოჭიკა“. ვიფიქრეთ, მოდი, ისეთი „გავუჩალიჩოთ“, მთელი ცხოვრება ახსოვდეთო. ამ ლოვიკასა და გოჭიკას ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. დილის 6 საათზე დავურეკეთ ლოვიკას და ვუთხარით, ლატარიაში თქვენი ტელეფონის ნომერი გათამაშდა, სოლიდური პრიზი მოიგეთ და მობრძანდით მეტროსთან, იქ დგას მანქანა და წაიღეთ პრიზი, თან პასპორტი წამოიღეთო – და გავთიშეთ ყურმილი, ახლა გოჭიკას დავურეკეთ და იგივე ტექსტი სერიოზული ხმით გავუმეორეთ. დავკიდეთ ყურმილი და მივასკდით ფანჯრებს. გადავიხედეთ, ცოტა ხანში გამოჩნდა ლოვიკა – გაუვლის მანქანას, გამოუვლის, ფიქრობს, მივიდეს თუ არა. არ გავიდა რამდენიმე წუთი, გოჭიკა მორბის და თან გზადაგზა იცვამს. რომ დაინახეს ერთმანეთი, გაოცდნენ. მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. ვიფიქრეთ, ამ დილაადრიან გავაღვიძეთ, სახლიდან გამოვიყვანეთ, მოვატყუეთ და დანაშაული იმით მაინც გამოვისყიდოთ, ამოვიპატიჟიო და გავუმასპინძლდებითო. ჩავუსტვინეთ, რომ ამოეხედათ, ისინი კი სტვენაზე ისე დაფრთხნენ, უკან მოუხედავად გაიქცნენ. კარგა ხანს გაბუტულები იყვნენ, მაგრამ ნაღდი თბილისელები, გულში წყენას ხომ არ ჩაიდებდნენ?!


скачать dle 11.3