კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტირანის მსხვერპლი


მამაკაცი შეიძლება იყოს კეთილი, მკაცრი, სუსტი ნებისყოფის, მიზანდასახული, ზარმაცი, ძუნწი, შეუპოვარი... რა აიძულებს ქალს, შეეგუოს ქმრის დესპოტურ ხასიათს? ან რა არის დესპოტი, როგორი მამაკაცი შეიძლება, შევამკოთ ამ „ეპითეტით“?

დავიწყოთ იმით, რომ დესპოტი არ ნიშნავს ურჩხულს, პირსისხლიან დრაკონს, რომელიც მზად არის ცოცხლად შეგსანსლოთ. ის შეიძლება, ძალიან მხიარულიც იყოს, თუკი კარგ განწყობაზე გაიღვიძებს. არც იუმორის გრძნობას არის მოკლებული, მაგრამ მოითხოვს, რომ ყველა მის ნებას დაემორჩილოს. ტოტალურად აკონტროლოს ყველა და ყველაფერი.

ტირანი ქმრები დიდ სიამოვნებას იღებენ ცოლების დამფრთხალი, შეშინებული სახისგან. ისინი სწორედ ამას ელიან, როცა ცოლს ეკითხებიან: სად იყავი? პარტნიორის მორალური დამცირება ტირანის ხელობაა. ის არასოდეს შეაქებს ცოლს კარგად მომზადებული კერძისთვის ან ოსტატურად გაუთოებული პერანგისთვის. ტირანი ქმრების ცოლები, როგორც წესი, არ მუშაობენ. მეუღლეები მათ ამის ნებას არ აძლევენ. თუმცა, არ ჩხუბობენ, არ ყვირიან და მაგიდაზე მუშტებს არ აბრახუნებენ. ქალი შეიძლება, სინდისმაც კი შეაწუხოს. ტირანი მიზანმიმართულად „ამუშავებს“ მას.

არსებობს ტირანი მამაკაცის კიდევ ერთი კატეგორია. თუ მას ინტელექტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაშინ ცოლს მუშტებითაც ხშირად გაუმასპინძლდება. ტირანს აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს ადეკვატური ძალა. სხვა შემთხვევაში, ის გააგრძელებს თავის ტირანიას – მიუხედავად მსხვერპლის ცრემლებისა. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მას სინდისი შეაწუხებს. ტირანებს არასოდეს აწუხებთ სინდისი. რატომ იტანენ ქალები ტირანებს? – იმიტომ არა, რომ უყვართ, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. მთავარი მიზეზია ის, რომ რცხვენიათ საკუთარი მდგომარეობის და ეშინიათ ტირანის. შიშის საფუძველი ნამდვილად არსებობს – ტირანი თავზეხელაღებულია და შეუბრალებელი. თუმცა, მაშინვე უკან იხევს, როგორც კი სერიოზული ძალა დაუპირისპირდება.

ნურასოდეს იქნებით ტირანის მსხვერპლი. თქვენ ამისთვის არ დაბადებულხართ. გაცილებთ მეტს – სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებთ.


скачать dle 11.3