კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიღო მარიამ ჯოლოგუამ „ოსკარი“ და რა შანსები არ დაკარგა მან


ყველაზე პოპულარული ტელესერიალის „შუა ქალაქის“ ყველაზე არაორდინარული პერსონაჟი – ანანო, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიური და კომუნიკაბელურია, როგორიც ეკრანზე მოჩანს. თუმცა, მარიამ ჯოლოგუას, თავის პერსონაჟზე მეტად, მფარველობს იღბალი და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზეც მეტად გაუმართლა – აქვს ოჯახი, რომლისგანაც მემკვიდრეობით შეუფასებელი „სიმდიდრე ერგო“ – 10 წლის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელიც 12 „ოსკარს“ უდრის და აკეთებს საქმეს, რის გამოც წლების წინ, ცხოვრების თავიდან დაწყება მოუხდა.


მარიამ ჯოლოგუა: ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემი აზრით, იღბალს, ბედისწერას და სხვა მსგავს ცნებებს, ღმერთის ნება ჰქვია, ყველა ამ ცნებას ღმერთი აერთიანებს. მე ვიცი, რომ ყველა ოცნებას ღმერთი მისრულებს. რომელიც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა და ის, რაც ჩვენ ხშირად შემთხვევითობა გვგონია, სულაც არაა შემთხვევითი. მიწიდან რომ შეხედო შემთხევითობად ჩანს, თუმცა ზემოდან ყველაფერი სხვაგვარადაა (იცინის). უბედნიერესი ადამიანი ვარ ოჯახის მხრივ. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებთანაც მაქვს გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა, ისინი ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან. გარდა იმისა, რომ ასეთი ხასიათი აქვთ, ორივე კითხულობს ლექციებს, აქედან გამომდინარე, მთელი ცხოვრება აქვთ კავშირი ახალგაზრდებთან, რის გამოც არ ბერდებიან (იცინის). მათ არ უჭირთ არც ჩემი და არც ჩემი ძმის გაგება, მით უმეტეს, რომ ორივეს თავისებური და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი გვაქვს.

– როგორც ჩანს, მათგან ძალიან კარგი „მემკვიდრეობა“ მიიღე.

– მე ჩამოვყალიბდი ძალიან თავისუფალ პიროვნებად. არ მახსოვს, მშობლებს ჩემი გადაწყვეტილებისთვის პატივი არ ეცათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მათგან მემკვიდრეობით მივიღე კარგი განათლება, ადამიანური ღირებულებები. მგონი, ამაზე უკეთესი არანაირი სახლი და ქონება არ არის. თუ ამ მხრივ პრეტენზია გაქვს, ის რაც გინდა რომ გქონდეს, შენ თავად უნდა შექმნა.

– კონკურსებში, გამოცდებზე თუ გიმართლებდა და საერთოდ, იღბლიანი აღმოჩნდა შენი პროფესიული არჩევანი?

– ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მსახიობის პროფესია ავირჩიე. პროფესიაში არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის „ხალტურის“ უფლება, მაგრამ ადრე ცოტა სხვაგვარად იყო ჩემი საქმე. ძალიან იღბლიანი ვიყავი, როცა საქმე ეხებოდა გამოცდებს – სკოლა წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ მეც არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. (იცინის) ტექნიკურ საგნებს არ ვსწავლობდი, მაგრამ როგორღაც ვიძვრენდი თავს. ისტორიის გამოცდაზე მხოლოდ ერთი ბილეთი ვიცოდი. ოცდაათი ბილეთიდან ის ერთი ბილეთი შემხვდა, რომელზეც ყველა ჩემი კლასელი ოცნებობდა. მახსოვს, ბილეთი რომ ავიღე, ვერ ვიჯერებდი და რამდენჯერმე დავხედე, ის იყო თუ არა. ასე თვალსა და ხელს შუა დავამსხვრიე სხვების ოცნებები (იცინის). როცა უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი, ქართული ენის გამოცდაზეც ის საკითხები შემხვდა, რომელზედაც ვოცნებობდი. მაშინაც გამიმართლა (იცინის), ჩემმა ჯგუფელებმა იცოდნენ, რომ გამოცდებში ასე იღბლიანი ვიყავი და ამაზე ბევრს ხუმრობდნენ ხოლმე.

– ასეთი გამართლებები ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან გათამამებდა.

– შეიძლება, ასეც იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე თვითონაც ბევრს ვშრომობდი. ოღონდ ვშრომობდი იქ, სადაც მჭირდებოდა... თუ რამისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, ეს, უპირველეს ყოვლისა, იყო შანსი, რომელიც მომცა ღმერთმა. მერე მეც ბევრი ვიბრძოლე და ვიწვალე იმისთვის, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ისე, მარტივად თითქმის არაფერი მიმიღია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პროფესიაში საკუთარ თავთან კომპრომისზე არ წავსულვარ, არასდროს არაფერი დამზარებია. 22 წლის ვიყავი, როდესაც ცხოვრება თავიდან დავიწყე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. უკვე შვილიც მყავდა. ამხელა ქალი ვიჯექი 16 წლის ბავშვებთან ერთად. შემეძლო ნებისმიერ დროს დამენებებინა ამ ტანჯვისთვის თავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. თავიდან ძალიან მეშინოდა, პანიკაში ვიყავი. მსახიობის პროფესია ისეთი პროფესიაა, სადაც ასაკი ბევრ რამეს განსაზღვრავს. მე ხუთი წლით ვიყავი ჩამორჩენილი ჩემს თაობას და სულ მქონდა იმის განცდა, რომ, მაშინ როცა ჩემი ტოლები წინ მიდიოდნენ, მე ამას ვეღარ შევძლებდი. იმ დროს ერთი პროფესია უკვე მქონდა, „ამარტაშიც“ ვმუშაობდი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერზე უარი ვთქვი... მე ხასიათით ვარ ექსპერიმენტატორი, რისკზეც მივდივარ, როცა საჭიროა. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ცოტა ხნით ავუარე გვერდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ სხვა არაფერი მინდოდა და უკან დავბრუნდი (იცინის). როცა ნულიდან იწყებ ცხოვრებას, ეს არცთუ იოლია. იმის მიუხედავად, რომ დედაც და მამაც თბილისელები არიან, ამ სფეროში ნაცნობი არ გვყოლია. ასე რომ, ყველაფერს ჩემით, მფარველების გარეშე მივაღწიე. ამაში კი ყველაზე მეტად „შუა ქალაქი“ დამეხმარა.

– როგორც ჩანს, ამ პროექტით საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდი?

– ეს მართლაც ასე იყო. მსახიობის ცხოვრებაში ასეთი მოულოდნელობები ხშირია, მსახიობისთვის პროფესიული იღბალი ბევრ რამეს განსაზღვრავს. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს მეგობარ ეკა ამაშუკელს რომ არ დაერეკა და არ ეთქვა: ბიჭები სერიალის გადაღებას იწყებენ და მოდი სინჯებზეო, აქ არ მოვხვდებოდი. პირველი ქასთინგი ძალიან არ გახმაურებულა. რომ არა ეკა, მე ამის შესახებ, ალბათ, ვერ გავიგებდი. იმ პერიოდში ერთი წლის დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი, თუმანიშვილის თეატრში ვთამაშობდი და – ვაკის სარდაფშიც, მაგრამ მაინც დამწყები მსახიობი ვიყავი, „შუა ქალაქმა“ დაკარგული ხუთი წელი დამიბრუნა. ეს ზუსტად ის აღმოჩნდა, რაზედაც ოცნება შეიძლებოდა. როცა თინეიჯერი ვიყავი, ყველაზე პოპულარული სერიალი „ელენი და ბავშვები“ იყო. ისე მომწონდა ეს სერიალი, მუდმივად ვუყურებდი. გავიდა დრო და მეც ასეთი პოპულარული სერიალის გმირი გავხდი...

– ასეთი მიზანდასახული ხარ?

– ყოველთვის მაქვს მიზანი და ზუსტად ვიცი, რა მინდა. მაქვს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. როცა იცი, რა გინდა და რატომ – ეს გამართლების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულაა.

– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებს?

– არა, არასდროს მითამაშია აზარტული თამაშები. ხანდახან ლატარიებში ვიღებ მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ „მარიოტში“ იყო გათამაშება და ყველა პრიზი მე მოვიგე. ამის გამო ძალიან შემრცხვა ხალხის. გზიდან მამაჩემს დავურეკე: სახლთან დამხვდი, ამდენ რამეს ვერ ამოვიტან-მეთქი (იცინის).

– თილისმები თუ გაქვს კარგად დაცდილი?

– თილისმები მყავს. ესენი არიან კარგად და ცუდად დაცდილი მეზობლები. ამაზე მე და დედაჩემს ტრაქტატი გვაქვს დაწერილი (იცინის). ვიცით, რომელ საქმეზე მიმავალს, რომელი მეზობელი სჯობია, რომ შეგვხვდეს, მაგრამ, ახლა ეს რომ ვთქვა, აღარ გაჭრის. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც როგორც კი შეგხვდებიან, უკან უნდა მოტრიალდე. მეზობლობა ჩვენთანაც აქტუალური თემაა (იცინის). მე ყველასთვის კარგი ხელი და ფეხი მაქვს. ვინმეს ფულს რომ ვასესხებ, აუცილებლად კარგად წაუვა საქმე. ახლობელს რამეს რომ ვაჩუქებ, მას აუცილებლად კარგ რამეში გამოიყენებს. ამას წინათ მეგობარს ფართო მაისური ვაჩუქე და გამოადგა – ძალიან მალე დაფეხმძიმდა.

– როგორია შენი ცხოვრება პოპულარული სერიალის მიღმა, შუა ქალაქში?

– ვცხოვრობ შვილით, მეგობრებით. მათთან ერთად ვაკეთებ იმას, რაც შეიძლება, თბილისში აკეთო. თუმცა ბოლო წლებში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ზოგჯერ მინდა, რომ მაღაზიაში ჩავიდე ისე, როგორც სახლში ვარ, მაგრამ ამას ვეღარ ვახერხებ. ვიღაც აუცილებლად გიცნობს და მერე დაიწყება ჭორაობა, არც ისეთი ყოფილა, როგორც ეკრანზე ჩანსო (იცინის). ძალიან დიდი და შავი სათვალე ვიყიდე, მაგრამ ვერც ამ კონსპირაციამ მიშველა. თუმცა, ამ მდგომარეობას ბევრი დადებითი მომენტიც აქვს – უფრო თავდაჯერებული გავხდი, ოღონდ ჯანსაღად თავდაჯერებული. ვგრძნობ დიდ სიყვარულს, რაც მათამამებს და მაძლევს საშუალებას მეც მეტი სიყვარული გამოვხატო ადამიანების მიმართ.

– პირად ცხოვრებაშიც იღბლიანი ხარ?

– უკვე მივხვდი, რომ, რაც უფრო ძლიერი ხარ ქალი, მით უფრო გიჭირს პირადი ცხოვრების აწყობა. როცა რაღაცას წარმოადგენ, კრიტერიუმებიც იცვლება. კაცი ხომ ქალზე ძლიერი უნდა იყოს? როცა ქალი სუსტია, მისთვის ადვილია ძლიერი კაცის მოძებნა. ძლიერ ქალს კი თავისზე ძლიერი კაცის მოძებნა უჭირს. მამაკაცებთან დაკავშირებით საკმაოდ მწირი გამოცდილება მაქვს. ქმარი მხოლოდ ერთი მყავდა (იცინის)... მე არავისთან მქონია ურთიერთობა გრძნობის გარეშე. ჩემთვის გრძნობა ყველაზე მთავარია. სადაც არსებობს გრძნობა, როგორც არ უნდა დამთავრდეს ურთიერთობა, ის უკვე რაღაცას გმატებს და გიტოვებს. იმის გამო, რომ დღეს მე გათხოვილი არ ვარ, ვერ ვიტყვი, რომ იღბალი არ მაქვს. რამდენჯერმე მქონდა ისეთი დიდი გრძნობა, რომლისთვისაც ცხოვრების რაღაც პერიოდების შეწირვა ღირდა. ამ გრძნობებმა ჩემს ცხოვრებას ბევრი ფერი შემატა.

– ამ გრძნობებმა ტკივილი არ დაგიტოვა?

– ტკივილი დამრჩა, მაგრამ ვიცი, რომ, როცა რაღაც გინდა, უნდა გეტკინოს კიდეც და კიდეც გეწყინება, ამას მიჩვეული ვარ. ემოციები ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია. ჩემთან ყველაზე რთულად სიმშვიდე მოდის. სიმშვიდის განცდას ყველაზე მეტად ჩემი შვილი მიქმნის. ის 10 წლისაა, მაგრამ ჩემი პირველი მეგობარია, ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველა თემაზე, რაზეც შეიძლება სხვებთან არ ვისაუბრო. ჩემთვის მისი არსებობა ყველაზე დიდი სიმშვიდეა. რასაც არ უნდა მიაღწიოს ქალმა, 12 ოსკარიც რომ აიღოს, მისი ყველაზე დიდი დანიშნულება შვილია. როდესაც დედა ხდები, შეგიძლია, იყო მშვიდად, რომ შენი მთავარი ფუნქცია შეასრულე. ჩემთვის ჩემი შვილი ყველაზე მთავარი „ოსკარია“...

– მის გარდა კიდევ ვის ეკუთვნის შენი გული?

– მარიამ ჯოლოგუას... ამ ეტაპზე ქორწილის და თეთრი კაბის ნერვები და განწყობა არ მაქვს, ერთხელ უკვე მეცვა (იცინის). ისე, დიდი სიყვარული უქორწილოდაც შეიძლება, რატომაც არა. გრძნობა ხომ ერთადერთია, რასაც ვერ დაგეგმავ და ვერ გათვლი. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ბევრი ზღაპარი სრულდება. მჯერა, რომ ასეთი ოცნებები კიდევ ბევრჯერ ამისრულდება.

– ახლა შენი ოცნებები რას უკავშირდება?

– შვილს, მამაკაცს, რომელიც მომავალში გამოჩნდება და ჩემს საქმეს... ჯერ კოსმოსში არ მინდა გაფრენა. როცა მეორე პუნქტი მოგვარდება, მერე ყველაფერი იქნება. (იცინის).


скачать dle 11.3