კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანს იცხოვრეს ერთად „ავატარის“ ავტორმა ჯეიმს ქამერონმა და ოსკაროსანმა ქეთრინ ბიგელოუმ და რატომ შეიცვალა ამ უკანასკნელის ფილმოგრაფია განშორების შემდეგ


2010 წლის ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარით“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი, უპირველეს ყოვლისა, ორი ფაქტით იყო აღსანიშნავი: პირველი ის, რომ მთავარ ნომინაციებში – „წლის ფილმი“ და „წლის რეჟისორი“ – ერთმანეთს ექსმეუღლეები, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის რეჟისორი ჯეიმს ქამერონი, თავისი ბლოკბასტერი „ავატარით“ და მისი ყოფილი მეუღლე, ერაყში განვითარებული სამხედრო დრამის „ქარიშხლის მბრძანებლების“ ავტორი, ქეთრინ ბიგელოუ დაუპირისპირდნენ და, მეორე: ქეთრინ ბიგელოუ გახდა პირველი ქალი რეჟისორი კინოს ისტორიაში, რომელმაც ორივე მთავარ ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა.

რეჟისორმა ქეთრინ ბიგელოუმ სახელი გაითქვა როგორც არა რომანტიკული, არამედ კაცური, ხისტი და აგრესიული ფილმების ავტორმა. ზოგიერთი სურათის გულახდილი წყვდიადი, გროტესკულობასთან მოსაზღვრე რეალიზმი, არაორდინარულობა და საკუთარი ხედვა – ამ ყველაფერმა გამოაცალკევა ბიგელოუ სხვა ქალი რეჟისორებისგან. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეთრინ ბიგელოუს ფილმები – ეს არის ხისტი, სრულიად არარომანტიკული, უკომპრომისო და, ამავე დროს, „მხატვრული“ კინო.

„ოსკაროსანი“ ქეთრინ ბიგელოუ 1951 წელს კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-კარლოსში დაიბადა. ის ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. მისი, მამა საღებავების ქარხანაში მენეჯერად მუშაობდა, ხოლო დედა ბიბლიოთეკარი იყო. ქეთრინი ბავშვობიდან ფერწერით იყო დაკავებული და მომავალში აპირებდა, მხატვარი გამხდარიყო. მან ნიუ-იორკის „უიტნის მუზეუმის“ გრანტიც კი მიიღო მხატვრობაში, მაგრამ, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კინოსკოლაში შევიდა პროგრამა „კინოს“ კურსდამთავრებული გახდა, სადაც კინოს თეორიასა და კრიტიკას ეუფლებოდა. პროფესორებს შორის კი, რომლებიც მას ასწავლიდნენ ვიტო აკონჩისა და სიუზენ ზონტაგის გამორჩევა შეიძლება. სწავლის პარალელურად ქეთრინი ცნობილ კონცეპტუალისტ ლოურენს ვაინერთან და „ენა და ხელოვნების“ კოლექტივთან მუშაობდა, სადაც გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა დარგის ხელოვანები. გარდა ამისა, ქეთრინი კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტშიც კითხულობდა ლექციებს.

სადებიუტო ფილმი ბიგელოუმ 1978 წელს გადაიღო. ეს იყო 20-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი სურათი „აწყობა“, სადაც ძალადობის დეკონსტრუქცია იყო დაფიქსირებული. მისი დებიუტი კი სრულმეტრაჟიან კინოში 1982 წელს შედგა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „სიყვარულის გარეშე“, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოღვაწე ყაჩაღთა ბანდის ისტორიას ეხებოდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში ქეთრინი, რომლის სიმაღლე 188 სანტიმეტრია, „გეპის“ მოდელად მუშაობდა. ასევე 80-იანი წლების დასაწყისში ითამაშა მან თავისი ერთადერთი როლი კინოში – ეს იყო ლიზი ბორდენის ფემინისტური დრამა „ცეცხლში დაბადებული“, სადაც ბიგელოუმ ჟურნალის რედაქტორის როლი მოირგო. თავისი მორიგი ფილმი რეჟისორმა 1987 წელს გადაიღო – ეს იყო თრილერი საშინელებათა ჟანრის ელემენტებით, სახელწოდებით – „სიბნელეში“, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ იყო. თავდაპირველად ბიგელოუ, სცენარის მიხედვით, ვესტერნის გადაღებას გეგმავდა, მაგრამ იმ პერიოდში ეს ჟანრი ნაკლებად პოპულარული იყო და რეჟისორს სცენარის გადაკეთება მოუხდა მუდამ აქტუალური საშინელებათა ჟანრისთვის. ბიგელოუს მომდევნო ფილმი, 1989 წელს გამოსული „უხამსი ფოლადი“, ასევე მძაფრსიუჟეტიანი იყო, მაგრამ კინოგაქირავებაში ჩავარდა და, რეჟისორის თქმით, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობა იყო კარიერაში. სხვათა შორის, იმავე 1989 წელს, ქეთრინ ბიგელოუ ცოლად „ტერმინატორისა“ და „უცხოების“ რეჟისორს – ჯეიმს ქამერონს გაჰყვა. მათი ქორწინება სულ რაღაც ორ წელიწადს გაგრძელდა და განქორწინებით დასრულდა. ამბობენ, რომ ქამერონი გარკვეულ გავლენას ახდენდა ცოლზე და განშორების შემდეგ ქეთრინის ფილმოგრაფია გაცილებით სასტიკი და ხისტი გახდა. 1991 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ბიგელოუს ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმი, სერფინგისტი მძარცველების შესახებ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი – „ტალღის ქიმზე“, სადაც მთავარ როლებს პატრიკ სვეიზი და კიანუ რივზი ასრულებდნენ. ფილმში სიტყვა „Fuck“ 105-ჯერ იყო გამოყენებული, ხოლო მოკლული ადამიანების რიცხვი 12-ს შეადგენდა. ამიტომ, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ფილმის რეჟისორი ქალია. დინამიკური სცენებით გაჯერებულ ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ ფილმის შემდეგ რივზი, რომელმაც სპეციალურად როლისთვის სერფინგზე დგომა შეისწავლა, სექს-სიმბოლოდ აღიარეს, ხოლო სვეიზიმ განაცხადა, რომ ეს ფილმი საუკეთესოა მის კინოკარიერაში. ცნობისთვის, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ჯეიმს ქამერონი იყო. ბიგელოუს მომდევნო ფილმი, რომლის სცენარი და პროდიუსერობა ექსქმარს – ჯეიმს ქამერონს ეკუთვნოდა, ისევ წარუმატებელი გამოდგა. 42 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე „უცნაურმა დღეებმა“ კინოგაქირავებაში ექვსჯერ ნაკლები აიღო. ასევე წარუმატებელი გამოდგა 2000 წელს გამოსული ფსიქოლოგიური თრილერი „წყლის წონა“, რომელიც ამერიკელმა და ევროპელმა მაყურებელმა ცივად მიიღო.

რეალურ მოვლენებზე აგებული დრამის „K-19-ის“ გადაღებებისთვის ქეთრინი სერიოზულად ემზადებოდა. რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავის ავარიისა და სამხედრო მეზღვაურების მამაცობის ისტორიაზე აგებულმა სიუჟეტმა მაყურებელზე დიდი გავლენა მოახდინა. ფილმი 2002 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იმ წლის ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ ფილმად იქცა, მთავარი როლი კი ჰოლივუდის ვარსკვლავმა – ჰარისონ ფორდმა ითამაშა. სხვათა შორის, რუსეთში ფილმის გადამღებ ჯგუფს პრობლემები შეექმნა, რადგან რუსებს არ მოეწონათ, თუ როგორ იყო ნაჩვენები მთავრობის რეაქცია ავარიულად გაჩერებული წყალქვეშა ნავის მიმართ. პროტესტს ისიც ამძაფრებდა, რომ ყველასათვის კარგად ცნობილი „კურსკის“ ტრაგედია ახალი მომხდარი იყო.

ოსკაროსანი ფილმის – „ქარიშხლის მბრძანებლების“ გადაღება იორდანიაში, ერაყის საზღვართან ახლოს მიმდინარეობდა და მასში არც ერთი ქალი მსახიობი არ იყო დასაქმებული, მთავარ როლებსაც კი ნაკლებად ცნობილი მსახიობები – ჯერემი რენერი და ენტონი მაკი ასრულებდნენ. 11 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა გაქირავებაში 16 მილიონი აიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკული კინოს აკადემიამ სწორედ ეს ფილმი აღიარა საუკეთესოდ და 300 მილიონის ბიუჯეტიანი და გაქირავებაში 2 მილიარდ დოლარზე მეტის მომტანი „ავატარი“ „თამაშგარედ“ დატოვა. აღსანიშნავია, რომ ქეთრინ ბიგელოუ ერთადერთი ქალი იყო გადასაღებ მოედანზე და იგი გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად უკონდიციონერო ვაგონში ცხოვრობდა, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა იორდანიაში პლუს 50 გრადუსსაც აღწევდა. სავარაუდოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და, პლუს ამას, პატრიოტული ფილმის შექმნისთვის, აკადემიის ჟიურიმ, ქეთრინ ბიგელოუ „ოსკარით“ დააჯილდოვა რეჟისურაში.


скачать dle 11.3