კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-10(480)

კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიის, „ტრიცატკის“ უფროსი, (თრკ-30 ñòჭíöèÿ ëåñíჭÿ ïîñ¸ëîê í-რóðóíüÿ) ოåðìèíîâ ñ óìჭ ñõîჰèë. იმის გააფთრების მიზეზი ის იყო, რომ მთელ ზონაში ოთხი ქართველი ვიყავით და ზონა ხელში გვეკავა. ერთ დღეს მთვრალი პერმინოვი თავზე დაადგა რუს პატიმრებს და ლამის ემუდარებოდა, დაჩაგრეთ ქართველები რამენაირად და არ დაგსჯითო. კაცი გადარეული იყო, ყოველთვის ქართველები როგორ უნდა გხმარობდნენ ყველანაირი მნიშვნელობითო. „ფòî çჭ íჭðîჰ ცòè ჯðóçèíû! წ íå ïîéìó, ¸ხ âჭøó ìჭòü, ïî÷åìó âñþ ჰîðîჯó îíè ჰîëæíû âჭñ åხჭòü. 25 ëåò ðჭხîòჭþ íჭ÷ჭëüíèêîì êîëîíèè è íè ðჭçó ჯðóçèíჭ ïåჰåðჭñòჭ íå âñòðå÷ჭë!“ – ყვიროდა ხმაჩახლეჩილი. ახლა ეს მაიმუნი ფისუნია დამდგარა და გახარებული მეუბნება, ავთოს პედერასტი შემხვდაო. ეს გააგონა პერმინოვს და რას გაიხარებს?!

– ფისუნია, ავთოს პედერასტისა მითხარი, რა? – ისევ ენას ვიჩლექ.

– კაცო, მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ, ავთოს აბავდა კარგა ხანს, მაგრამ ვერ შეაბა. ავთო გიჟს ჰგავდა, რას გადამეკიდა ეს ვირიშვილიო. მე დავარქვი ავთოს პედერასტი, თორემ რამე კი არ ყოფილა.

– შენ რა იცი, რომ პედერასტია? – ვერაფერი გავიგე.

– კაცო, თვითონ ამბობს ვარო და მე რა ვქნა? – გაიოცა ფისუნიამ.

***

– ფისო, სად ხარ, ტელეფონი რეკავს!

აუ, როგორ მტკივა ენა!

– ვინ იყო, ფისო, ვინ რეკავდა?

– არ ვიცი, მოხუცი კაცი იყო, გიკითხა. მეტი არაფერი უთქვამს. კარგად გეძინა?

– ჰო, მაგრამ ენა მტკივა.

– კარგია, ცოტას ილაპარაკებ.

არა, რამ გამომაქლიავა, რა მინდოდა სრულიად უცნობ ქალთან სამი დღე, რა ჩხერაობა ამიტყდა, ოცი წლის ბიჭივით არ ავვარდი? კინაღამ დავიბრიდე. ახია ჩემზე, ენა რომ მტკივა, ღმერთმა დამსაჯა არასწორი საქციელისთვის.

– ფისო, კარი გააღე!

– სააბაზანოში ვარ, შენ გააღე!

– აუ, ამ დილაუთენია ვინ არის, სახლის გზა აერია?

– ამას ვის ვხედავ! გოგალე ძია, შენი ჭირიმე, ჩემო ნატანჯო კაცო! ფისო, სუფრა!

– ...გოგალე ძია, რატომ თქვით, „ლაგერნიკები ვართ, ძმისწულოო“, თქვენ რაღა დააშავეთ, ასეთმა ტკბილმა კაცმა? – ინტერესით მიაპყრო მწვანე თვალები ფისომ.

– ეე, ძმისწულო, მე ამ ცხოვრებაში ერთი გზააბნეული მგზავრი ვარ, წუთისოფლის ერთი რიგითი მგზავრი, რომელიც ცხოვრების ტალღამ ხან სად მიმახეთქა მწარედ და ხან – სად.

– უთხარი, გოგალე ძია, თორემ ვერ მოისვენებს, – ვეუბნები მე.

– მოკლედ ვთქვა თუ გრძლად? – იკითხა გოგალე ძიამ, მაგრამ ეტყობოდა, რომ ღვინომ ლაპარაკის საღერღელი აუშალა.

– გრძლად თქვი, გოგალე ძია, გრძლად! – წინადადების დამთავრება არ აცადა ფისომ.

– ჰოდა, ჩემო ძმისწულო, 1942-1943 წლებში ჩამოყალიბებული იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „სამანი“, რომელიც ასე იშიფრებოდა – საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი. ბარიდან თუშეთში ამოვიდა ხელმძღვანელობა: ქააძე გიგო, ბობღიაშვილი ადამი, იმედიძე მიხაკო და ქიტოშვილი არჩილი. მათ ჩამოაყალიბეს ეს ორგანიზაცია. ადამი მიხეილ ზანდუკელის მოწაფე იყო. ბევრი ადამიანი გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში. მათი მიზანი საქართველოში აჯანყების მოწყობა იყო. ორგანიზაციის უფროსობას კავშირი ჰქონდათ ემიგრანტებთან, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრებთან, ჟორდანიას ხალხთან, ძირითადად, ინგლისთან, გერმანიასა და საფრანგეთთან, საიდანაც წამოვიდა ეს მოძრაობა. გათქმა არავის უცდია, ისედაც ღიად ხდებოდა ყველაფერი. 1942 წლის 23 თებერვალს დაგვიჭირეს, თოკით გადაგვაბეს ერთმანეთზე 44 კაცი: სოფელ დოკლოდან – ქორთოშიძე საბა, ომალოდან – მელაიძე ლუარსაბი, იჭირაული ადირო, იჭირაული ბათირო, თავბერიძე ფიდო, ბიღოიძე დანიელი, ბოჭორნიდან – ლილაური მოსე, ოთიურიძე ბასილი, დოჭუდან – აბულიძე არსენა, ალისგორიდან – დევდარაიძე მათე, ვესტმოდან – რაინაული გიორგი, ბაშინურიძე პანტო და...რა ჩამოთვლის ყველას, თითო პატიმარზე ორი გუშაგი დაგვიყენეს და ასე ჩამოგვიყვანეს ფეხით ომალოდან ლეჩურამდე. 240 შინსახკომელი იყო ამოსული ჩვენს დასაპატიმრებლად. 11 თვეს ძიებაზე ვიყავი თელავის ციხეზე.

– გაწამებდნენ?

– წამება საკმარისად იყო. მე, მაგალითად, ცემის გარდა, ხელის თითები ჩამაყოლებინა გამომძიებელმა სეიფის კარში. თვითონ სკამზე დაჯდა, პაპიროსს მოუკიდა და ფეხით აწვებოდა სეიფის კარს. ორი-სამი თვის შემდეგ, ყველა თითზე ფრჩხილები გამძვრა თავისით. მე დიდხანს მაწამებდნენ, იმიტომ, რომ არაფერს ვყვებოდი. ვინც რამეს მოყვებოდა, იმას ნაკლებად აწამებდნენ. მე უკვე პატიმარი ვიყავი, როცა გავიგე, რომ იმედიძე, ბობღიაშვილი და თავბერიძე შეტაკების დროს დაიღუპნენ. ალბათ, ასეც იყო, რადგან მათი თავები ომალოში აუტანიათ და ახლა რომ ინტერნატის შენობაა, იქიდან დაუგორებიათ. თავები ღუბაქელიძეს მოუჭრია... აბა, ცოცხლებს ხომ არ მოაჭრიდა? თუმცა, აბა, მე რა ვიცი... ღუბაქელიძეს „მეხაშე“ შეარქვა ხალხმა ამ საქციელის გამო.

ჩვენ კავშირი გვქონდა ინგლისთან. 12 თუ 16 პუნქტს ვაწერდით ხელს. ბოლო პუნქტი ასეთი იყო: მე ესა და ეს პიროვნება ხელს ვაწერ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რათა ხელი შევუწყო ინგლისის გამარჯვებას მსოფლიოში. გერმანიასთანაც გვქონდა კავშირი... ოღონდ რუსეთის მტერი ყოფილიყო და ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლებდით. „სამანის“ წინამორბედი ახალგაზრდული ორგანიზაციები იყვნენ „სამო“ და „სანდო”. გაგვასამართლეს და 44 პატიმრიდან 22 გაათავისუფლეს, დანარჩენებს ათ-ათი წელი მოგვისაჯეს ქონების კონფისკაციით, მუდმივი გადასახლებითა და ხმის უფლების ჩამორთმევით. თავმჯდომარე იყო გიორგი სულუხია, მეორე პირი – ბერძენიშვილი, მდივანი ასათიანი. ოცდაორ საბჭოთა ციხეში ვარ ნამყოფი, ზოგან – პერესილკაში, ზოგან – კარანტინში, ზოგან – ლაგერში. რა ვიცი, რომელი ერთი ვთქვა... ბაქო, ასტრახანი, ჩრდილოეთ ურალი, უსურლაგი, სოლიკამსკის ლაგერები... სოლიკამსკში რომ მიგვიყვანეს, იქ ვნახე სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ზედვე ეცვათ ჩამოძონძილი და პაგონებდაგლეჯილი ფორმები.

– ვინ იყვნენ ეს სამხედრო ტყვეები, საიდან გაჩნდნენ გოგალე ძია?

– ვინ და, ვინც ტყვედ იყო ჩავარდნილი. საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს იმათი ტყვეობიდან, ჩამოიყვანეს, აქ გაასამართლეს და როგორც სამშობლოს მოღალატეებს, ათ-ათი წელი მიუსაჯეს. ცოცხლები – კიდევ ჰო, მაგრამ ათასობით გვამი ვნახე, გაყინულები ერთმანეთზე სართულებად იყვნენ დაწყობილები.

ორი ბარჟით მივყავდით არანაკლებ სამას-სამასი კაცი, 60 კაცამდე სამხედრო, ძაღლები და სანაპირო დაცვა, რომელიც წინ და უკან დადიოდა. ბარჟას თავისი გამწევი ძალა არ აქვს, ამიტომ ძალიან დიდხანს ვიყავით გზაში და ველოდებოდით ჩვენთვის საჭირო მიმართულებით მიმავალ გემებს. გაჩნდა მუცლის ტიფი, არადა, მარტო ერთხელ ამოვყავდით ტრიუმიდან. როგორია, კვირაში ერთ დღეს რომ ჩაისუნთქავ ჰაერს? დიზენტერიის დროს ყველას კუჭი გვქონდა აშლილი, თან სიბნელეში ვისხედით და ვერაფერს ვხედავდით. კვირა დღეს, ლუკს რომ ახდიდნენ და სინათლე ჩამოაღწევდა, აორთქლებული განავლის წვეთები ყვითლად ეკიდა ჭერზე. ყველა იქ ვშვრებოდით. ერთად ვიყავით, ჯანმრთელებიც და ავადმყოფებიც. ვინც მოკვდებოდა, განურჩევლად ყველას წყალში ყრიდნენ. ექვსასიდან ორმოცი კაციღა დავრჩით. მანამდე კიდევ ერთ შარს გადავეყარეთ: ხის მასალა მიჰქონდათ ერთი მიმართულებით. უცბად ერთი მორი დაგვეჯახა და ჩვენი ბარჟა ცოტათი გადაიხსნა. დაიწყო წყალმა შემოსვლა, თუმცა ლუკი მაინც არ გახსნეს. ორი დღე ვაბრახუნებდით, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. ზოგი მაშინაც დაიხრჩო. ტიფი ისევ მძვინვარებდა, წამალი კი არ იყო. წიწვოვანი ხეა, ოèõòჭ, მგონი სოჭი, მარტო იმის ნახარში გვქონდა დასალევად.

– საჭმელიც არ გქონდათ?

– 150 გრამი ორცხობილა, სამ კაცზე ნახევარი კილოგრამი მწვანე ლობიოს მწნილი და იშვიათად 20-სანტიმეტრიანი თევზი. ამ სამი კაციდან თევზი იმას რჩებოდა, ვისაც წართმევის თავი ჰქონდა. როგორც იქნა, მიგვიყვანეს ადგილზე და შეგვყარეს აბანოში, რომელსაც თევზის ქონით ათბობდნენ. ამ მშიერმა ხალხმა ქონის ნამწვავები რომ დავინახეთ, მივესიეთ „კაჩიგარკას“... ძლივს გამოგვყარეს იქიდან. ცალკე ყველაფრის ტილი გვყავდა შესეული. შარვალშიც დუსტს ვიყრიდით, კისერშიც და მერე გვაძლევდნენ ორცხობილას და „კიპიტოკს“. ერთი კოჭლი ექიმიც გამოჩნდა, რომელმაც გვერდზე მდგომს უთხრა, ამათ ექიმი რას უშველის, მღვდელი უნდათო. ერთი დღის შემდეგ სხვა ბარჟაზე გადაგვიყვანეს. ღამის სიჩუმეში მატარებლის ხმა გვესმოდა და ამით ვხვდებოდით, რომ ხმელეთის გასწვრივ ვიყავით. 42 კაცი რომ დავრჩით, იმის მერე აღარავინ მომკვდარა, თითქოს შევეჩვიეთ ავადმყოფობას, მაგრამ მე ფილტვების ანთება დამემართა და სიცხისგან გონება დავკარგე. გრძნობაზე როცა მოვედი, 2-3 კვირა იყო გასული. მე სვერდლოვსკში ვიყავი და ეტაპს გამაყოლეს პენზაში. სტოლიპინის ვაგონებით წაგვიყვანეს. ექვსი ვაგონი იყო. ჩვენ რეციდივისტებთან ერთად ბოლო ვაგონში ვიყავით. გავიხედე, ვაგონს ჭრიან. ერთი ბეწო შავ პურს გვაძლევდნენ, მაგრამ ისეთი ჟილკა ჰქონდათ, იმას კი არ ჭამდნენ, ინახავდნენ და შემოწმების დროს ამ პურით ლესავდნენ ამონაჭრელ ადგილებს. ერთ ღამეს, როგორც იქნა, გამოჭრეს კიდეც ბოლომდე, იმხელაზე, რომ კაცი გაეტეოდა. ვისაც გაქცევა გინდათ, წამოდითო. ღონეშერჩენილები ძვრებოდნენ. ამ დროს მატარებელი ნიშანს იძლეოდა, რომ რაღაც ბაქანს უახლოვდებოდა და სვლა შეანელა. მივედით სადღაც და გაჩერდა. ორი კვირა იქ გაგვაჩერეს, გაქცეულებს ეძებდნენ. სამნი დაიჭირეს და უკანვე შემოყარეს. თურმე, სადღაც, პენზის განაპირა მხარეში ვართ. პურის საცხობის სხვენში დამალულან, ჩანგლები უპოვიათ, ზედ მავთულები გამოუბამთ და ასე წვალებით აჰქონდათ პურები. როგორი საჩალიჩოა?! ერთ დილას უნახავთ, რომ საცხობში ჩანგლით დახვრეტილი პურები ყრია. დაიწყეს გამორკვევა და ასე მიაგნეს მათ სამალავს. ჩავედით სოლიკამსკში. ჩამოვიდა კომისია. ახალი ნაავადმყოფარი ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე. თითქოს ქართული ლაპარაკი მომესმა, მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა. კომისია ჩემამდე მოვიდა და სადაურობა მკითხეს. მთელი ცხოვრება იმ კაცს ვეძებ, იმან გადამარჩინა. თბილისელი იყო, კანდელაკი სერგო, მაგრამ პავლეს ძე თუ პეტრეს ძე, ვერ დავიმახსოვრე. ისიც პოლიტიკურზე იჯდა, ათი წელი ჰქონდა მისჯილი, უკვე მოხდილიც ჰქონდა, მაგრამ „დირექტივნიკად“ იყო დატოვებული. სანამ საბჭოთა კავშირში მშვიდობა არ იქნებოდა, მანამდე პატიმრად რჩებოდა ოლქის ფარგლებში. გადამიყვანეს მოლოტოვის ოლქში, ახლა კემეროვია. იქ რომ მიმიყვანეს, უკვე გრძნობა მქონდა დაკარგული. ხუთი დღის მერე მოვედი გონებაზე და ჩემი „პაიკა“ ხელუხლებელი დამხვდა. ზამთარია. ის ნაწილი დაიხურა და იქიდან წამიყვანეს. გაყინულ მდინარეზე გადავდიოდით. ერთ მონაკვეთში ყინული ყოფილა გამსკდარი და წყალი იყო ამოსული ორი თითის დადებაზე. მხოლოდ რვა სამხედრო მოგვყვებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ძაღლები ჰყავდათ ძალიან ბევრი. ვინც იმ წყალში გაიარა, ჩექმები ფეხებზე მიეყინათ და მერე ზედვე აჭრიდნენ. ჩავაღწიეთ რაიონულ ცენტრში. ლირობშიც ლაგერები იყო და იქ დაგვტოვეს. ორი კვირის შემდეგ კიდევ სადღაც გადაგვიყვანეს. ჯერ 80 კილომეტრი აქამდე ვიარეთ, ახლა 60 კილომეტრი კიდევ სადღაც, თან ყინვა, ქარბუქი და შიმშილი... ცოტა ხანი გავიდა და სერგო კანდელაკიც იქ მოვიდა. ორი ქართველი ვიყავით, მე და მოდრეკილაძე, მერე კანდელაკიც დაგვემატა, მაგრამ ის ექიმი იყო, ბევრად თავისუფალი. ლაგერი ტყეში იყო – ნირობლაგი. მეთვალყურეც კი არ გვყავდა. ორი ათასი კაცი კი ვიყავით, მაგრამ იქიდან გაქცევას ვინ სულელი იფიქრებდა – ან გაიყინებოდი, ან ნადირი შეგჭამდა. ეს იყო მკაცრი რეჟიმის ზონა. რეციდივისტების ზონა დახურული იყო და ამიტომ ცალკე იყვნენ და ერთ ადგილზე. ჩვენ მოძრავი კოლონია ვიყავით. სამჯერ კიდევ შემხვდა კანდელაკი სხვადასხვა ადგილზე. კაცს მოხდილი ჰქონდა და კიდევ არ ათავისუფლებდნენ. ისიც საქმეს აკეთებდა – არჩევდა პატიმრებს და ექთნობას ასწავლიდა. ეს ცალკე სალაპარაკოა. ომის შემდეგ, ფული რომ შეიცვალა, მაშინ გავიგე, რომ ლაგერებში ბლომად ფული ყოფილა, ტომრებით ეყარა. ამ დროს უსურლაგში ვიყავი. 1948 წელს ჭორი გავრცელდა, პოლიტიკური ლაგერები იშლებაო. ამ დროისთვის „ბენდეროველები“ და „ვლასოველები“ დაბრუნებულები იყვნენ, პატიმრებად ირიცხებოდნენ, მაგრამ დამსჯელ რაზმად იყენებდნენ. ფული რომ გამოიცვალა, იმ წელს გადამიყვანეს კარლაგში და დაგვნომრეს. მკერდზე, მარცხენა მუხლზე და ბეჭების მთელ სიგანეზე თეთრად მეწერა ნომერი 1X886. მაშინ ახალი აღმოჩენილი იყო ურანის საბადო და იქ გაგვიშვეს. პირველიდან მეექვსე შახტის ჩათვლით, ყველგან ნაძრომიალები ვარ, ოღონდ ზედა ფენებში. აქ დავამთავრე ათი წელი. მერე გადასახლება მიწევდა. კაზანკაში გადამასახლეს. სტალინი რომ გარდაიცვალა, გადასახლება მომიხსნეს და პასპორტიც მომცეს, ოღონდ შიგ აღნიშვნა იყო გაკეთებული, რომ ყველგან ცხოვრების უფლება არ მქონდა, მაინც აღრიცხვაზე ვიყავი და მეთვალყურე მყავდა მოჩენილი. ათასნაირი კოდი მედო. რომ გავბრიყვებულიყავი და მიმალვა მეცადა, 24 საათის განმავლობაში მიპოვიდნენ სადაც უნდა ვყოფილიყავი და უკანვე შემაბრუნებდნენ. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, რომ მივმალულიყავი, მაგრამ რაღა შემაცდენდა...

18 წლისა ვიყავი რომ დამაპატიმრეს, 20 წლისა გამასამართლეს და გამიყვანეს საქართველოდან. მთელი ცხოვრება ისე გავატარე, რომ სულ საქართველო მესიზმრებოდა და 42 წლის მერე, უკვე 62 წლისას მეღირსა საქართველოს ნახვა.

გადასახლებამ კუსტანაის ოლქში, ერთ პატარა დასახლებაში მომიწია, სადაც ათამდე კომლი ცხოვრობდა. ხელი მქონდა მოწერილი, რომ, თუ ამ პატარა ტერიტორიის საზღვრებს დავარღვევდი, ისევ ათ წელს მომისჯიდნენ. ორ კვირაში ერთხელ მამოწმებდნენ. ქორწინების უფლება მომცეს, მაგრამ რომელი გოგო დამელაპარაკებოდა შიშით...

რატომ დამაპატიმრეს ის კი ვიცი, მაგრამ რა დანაშაული მქონდა, დღემდე ვერ მივმხვდარვარ. სამშობლოს მოღალატე რატომ ვარ, იმიტომ, რომ ჩემი საქართველო ლაღი და დამოუკიდებელი მინდოდა და არა, კომუნისტური? მე ჩემი საქართველოსთვის ვირჯებოდი, თორემ პირად კეთილდღეობას არავინ მპირდებოდა.

ბოლოს, ასტრახანში ექვსი კაციღა ვიყავით შეთქმულებიდან. მათგან ყველა გარდაიცვალა, მეღა დავრჩი. სიკვდილი ისე დავაფრთხე, მგონი, ახლოს აღარც კი გამეკაროს... ყველა-ყველა, მაგრამ ის ხუთი კაცი ერთ წელს მომიკვდა: მათე დევდარაიძე, მათე იჩუაიძე, გიორგი კიბორძალიძე, არსენა აბულიძე და საბა ქორთოშიძე. ესაა საქმე?!

– გოგალე ძია, რამდენი წლის ხართ?

– 1924-ში ვარ დაბადებული და რა ვიცი, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც 18 წლისა ვარ... დასაპატიმრებლად რომ ამოვიდნენ, ხუთნი გავიქეცით, მაგრამ ჩემ ნაცვლად ჩემი ორსული და რომ დააპატიმრეს, ჩავბარდი. ასევე მოიქცნენ დანარჩენებიც, ისინიც ჩაბარდნენ. ორი ოჯახი გადარჩა სამი სოფლიდან, დანარჩენები გადაასახლეს, ძირითადად, აზიის უდაბნოებში. ჩრდილოეთში აუტანელი ყინვა იყო, მაგრამ ორი უკიდურესობიდან ისევ ეს ჯობდა. ჩრდილოეთში ბუნება მაინც არის, ჰაერი, წყალი, ფოთოლს ხედავ, კენკროვან ხილს შეჭამ... ზურგში შამფური არ გაუყრიათ, მაგრამ, საერთო ჯამში, დიდი და ხანგრძლივი ტანჯვა გადავიტანე.

– ჩხუბი არ მოგდიოდათ ერთმანეთში?

– მოგვდიოდა რომელია, ძალიან ხშირად. ყარაგანდის პოლიტიკურ ლაგერებში ეროვნულ ნიადაგზე ხდებოდა სისხლისმღვრელი შეტაკებები. ეს უბრალოდ ჩხუბი არ იყო. თუ არ მეშლება, 1949 წელი იყო. სახელმწიფო იძულებული გახდა, ცალკე ჩამოეყალიბებინა ეგრეთ წოდებული „შავების“ ქვეგანყოფილება. „შავები“ ვიყავით: ქართველები, სომხები, თათრები და აზიელები. ერთადერთი ასეთი ლაგერი იყო დოლინკა. ორკვირიანი ბრძოლა გვქონდა „თეთრებთან”. ისინი ჩვენ „ნაცმენებს“ გვეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთნაირ პირობებში ვიყავით, მაინც რუსებს ვებრძოდით, ქვეცნობიერად რუსეთს. ერთი აფხაზი ბიჭი იყო, ის გავიყვანეთ „შავებმა“ „ნარიადჩიკად“, რომელიც ლამის პირველი პირი იყო ლაგერში, მაგრამ მოგვიკლეს ცოტა ხანში და თავისი გაიყვანეს.

– გოგალე ძია, ვინმეს აღარ შეხვედრიხართ?

– არა, ძმისწულო, სად და როგორ მოვძებნო, რა ვიცი, სადღა მაქვს ახალგაზრდული ჯანი, თორემ ყველას ვაბარებ რამდენიმე გვარ-სახელს, ვინც კი თბილისისკენ მოდის. შეიძლება, თვითონ ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ შთამომავლობა დარჩათ.

– მეც მითხარით?

– გეტყვი ძმისწულო, გეტყვი, დასამალი რა არის! ახლა კი წავედი, ისედაც შემაგვიანდა, სოფელში მელოდებიან.

ეჰ, გოგალე, გოგალე! კაი კაცი ხარ, ლაგერნიკი, მაგრამ ვიცი, ნაწყენი ხარ ქურდებზე. რას იზამ, ძმაო, ციხეს თავისი კანონები აქვს...

* * *

ფისოს გარდა, არ მინახავს ადამიანი, არც ქალი და არც კაცი, რომ ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავდეს პოლიციის შენობასა და მაღაზიას შორის. ზუსტად ისევე არხეინად შევა და გამოვა, როგორც პურის საყიდლად მაღაზიაში. მე საკუთარი თავიდან გამომდინარე არ ვამბობ ამას. ყველა ადამიანს ერთგვარი უსიამოვნო გრძნობა უჩნდება და თავისდაუნებურად იძაბება მსგავს სტრუქტურებში შესვლისას, ფისუნია კი – პირიქით, სიხარულით მიჭენაობს და, გადმოცემით ვიცი, ისეთი ხალისით ებაასება ყველას, რომ თვით ისინი უყურებენ გაოცებულები. რომელი ჭკუათმყოფელი დადგება მხიარულ გუნებაზე პოლიციაში?! ფისოს და მილიცია-პოლიციის ურთიერთშეთანხმება ერთი დიდი სახალისო ამბავია. ერთი რამე ვერ გამიგია, ფისო რას ელაპარაკება მათ, როგორ გადაჰყავს თავის ჭკუაზე...

ერთ დღეს მანქანით მივდივართ მე, ფისო და ერთი ქალი. დიღმის ხიდთან დიდი რეიდი იყო, მაგრამ არ გამაჩერეს. თითქმის შუა ხიდზე ვართ და ვხედავ, თეთრ ხაზზე ინსპექტორი მოდის. მაგარი განგრეულია. ისეთ რვიანებს ხაზავდა, მანქანა გავაჩერე რომ თვითონ არ დამჯახებოდა. ფისუნია და ეს ქალი ნაყლაპში იყვნენ, მე – აბსოლუტურად ფხიზელი. ფისუნიამ სიცილი დაიწყო, ნახეთ, რა მაგრად არისო. მოვიდა ეს გალეშილი ინსპექტორი და საბუთები მომთხოვა. ისე მაგრადაა, რომ თავს ვერ იკავებს და მანქანის კარს ეკიდება. „გადმოდი მანქანიდან“! – დაიყვირა და თან დაასლოკინა. „რაშია საქმე, უფროსო“? – რაც შემეძლო, ზრდილობიანად ვკითხე. „გადმოდი, შენი“! – იყვირა ტიპმა. ხელი ინსტიქტურად გამექცა დანისკენ. ფისომ ხელზე მტაცა ხელი და მომიჭირა. წამოდი ახლავე სამმართველოშიო... და მოაყოლა გინება. თვალი ძლივს შევასწარი ფისოს. რომ გადაფრინდა და ეცა... ტიპი გაქრა. თავიღა გადავყავი მანქანიდან. ინსპექტორის ქუდს ქარი მიაგორებდა შუა ხიდზე. თვითონ ძირს ეგდო, ზედ ფისო დასცხრომოდა, თავს არტყმევინებდა ასფალტზე და იქით აგინებდა. რეიდიდან ნაწილი ინსპექტორებისა თავის უფროსიანად ჩვენკენ გამოენთნენ. მე მანქანიდან შეგნებულად არ გადმოვდივარ, შარი არ მინდა, ეს ქალი შიშისგან აღარაა, ფისო კიდევ უბერავს. ტიპი აშკარად გათიშულია, მაგრამ ფისოს ეტყობა გადაეკეტა გონება და აღარ ჩერდება. რეიდის უფროსს ბირკაზე შევავლე თვალი, მეგრული გვარი ჰქონდა და ეგრევე ჩავუმეგრულე. ტიპი მეუბნება, გადმოდი მანქანიდან, ეს გოგო ააგლიჯე, ჩვენ ხომ არ მოვკიდებთ ხელსო. ფისოს ისე ჰყავდა ჩაბღუჯული ინსპექტორი, რომ ხელს ვერ ვაშვებინებდი. ბოლოს, როგორც იქნა, გავაშვებინე და ფისოს ხელში შერჩა ტიპის სამხრე თავისი ვარსკვლავებიანად. მაიორი იყო. ახლა სამხრეს აღარ იძლევა. რეიდის უფროსი მე მეხვეწება, მე – ფისოს. როგორც იქნა, გადავაფიქრებინეთ სამხრეს მტკვარში გადაგდება. მეორე დღისთვის დაიბარა რეიდის უფროსი ფისომ და წავიდა კიდეც შესახვედრად, მაგრამ ის არ მივიდა. რა გინდა იმ კაცისგან-მეთქი, ვკითხე. ეგ მე ვიციო. ასეთი თავკერძაა ფისო, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ფისო მიყვარს...

... მე და ჩემს ძმაკაცს ოთხას დოლარს გვთხოვდნენ „ძაღლები“ და ფისომ ერთი დარეკვით, ფეხი არ მიუდგამს მილიციის განყოფილებაში, ისე გამოაშვებინა ჩვენი თავი. „ძაღლებმა“ კონიაკი იკისრეს და თან გვეხვეწებოდნენ, თქვით, ვინ გყავთ ასეთი ახლობელი რომ მშივრები დაგვტოვეთო...

ჩემი რეციდივისტობა ძალიან მებლანდებოდა ფეხებში, მაგრამ რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. ფისომ იმდენი იძრომიალა, რომ ყველაფერი გაარკვია და ის იყო, მოსამართლეც და მთელი უწყებაც თავზე დაიმხო, რომ ძალიან გავაბრაზე. უკვე შერიგებულს როგორ არ ვეხვეწე, მოეხსნა ჩემთვის რეციდივისტობა – ყურიც აღარ შეიბერტყა, ხომ ხარ მაგარი ტიპი, შენს თავს შენ თვითონ მიხედე, რა, ჩემ გამო ხარ რეციდივისტიო?

ფისოს გაბრაზება არ შეიძლება, გულში ჩადება იცის...

– ფისო, მოდი ჩემთან!

– რა გინდა, არ მცალია.

– ფისუნია!

– მე ვიცი შენი ფისუნია... გინდა, იმ კაცივით სროკზე გაგიშვა?

– აბა?! საწყალი კაცი ყველას გვეცოდებოდა. პატიოსანი, მშრომელი ოჯახის მამა და რა უქნა ცოლმა, რა უნდოდა იმას ჩვენ გვერდით?

– ცოლი ხომ აკითხავდა?

– აკითხავდა, მაგრამ რაღა დროს იყო. კარგი, მოვიდა მთვრალი ქმარი სახლში, მოსიყვარულება მოუნდა. ცოლი ხარ, ვიღაც ხომ არა, მიდი, რა, მიუშვი, კაცია და ჭიას იხარებს. იმ კაცის ადგილზე, რომ გავიდოდი, გავხეთქავდი ცემით და გავეყრებოდი. ქმარი რომ ცოლის გაუპატიურებისთვის ციხეში იჯდება, უნდა შეგეცოდოს, სხვა – რა...

– არა, ისე, ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია. მერე რა რომ ქმარია, იმ მომენტში მთვრალი კაცია, მამრი, რომელიც მეჭიდავება, მერევა და მაუპატიურებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყარს სასმლის სუნით, უაზროდ ილოშნება და რა უნდა, ბოლომდე არცა აქვს გააზრებული. ექსპერტი და დაჭერა ნამეტანია, თორემ, მეორე მხრიდან შეხედე, აბა?! ქალის პოზიციიდან სხვანაირად ჩანს.

– აუ, რა გააბანძე ყველა კაცი?!

– გავაბანძე კი არა, ზედვე თუ არ დაიძინა და ხვრინვა არ ამოუშვა შუა გზაში, მადლობა უნდა თქვა.

– დედის გინებას და წიხლქვეშ გაგდებას არ ჯობია?

– მე პათოლოგიური ხალხი არ მყავს მხედველობაში. მასე ქალებიც ვიცი, მაგრად რომ უბერავენ. ზოგმა ქალმა სიმთვრალეში რაღაცის მოპარვა რომ იცის, არ გაგიგია? ფხიზელი ნორმალურია, დათვრება და რამეს აგწაპნის.

– არ გამიგია?! ერთი ბებერი ქურდი იყო, ჩაჩუა, ათასჯერ ნასროკალი. ახალი გამოსულია, ქალის ალერსი ენატრება. ააგდო ნაშა, წაიყვანა ბაითში და კარგად მოილხინეს. ჩაჩუა ნატანჯი, სამოცდაათს მიტანებული, გამოფიტული კაცია, ქალი – სულ სვაბოდაზე მყოფი, გათქვირული, კაი ჯანზე და დაათრო, რა! იღვიძებს ტიპი და სადაა – აღარც ქალია და აღარც რაღაც-რაღაცები. ვხედავ, დილაა. ჩაჩუა დგას მარტოკა ხესთან და იცინის. ვკითხე რა იყო, მარტოს რა გაცინებს-მეთქი. მომიყვა და თან კაიფობდა საკუთარ თავზე, მთელი ცხოვრება სხვას ვპარავ და ეს რა ხოხმა „პრიკლუჩენია“ გადამხდაო.

– არ გაბრაზდა?

– არა, რა გაბრაზდა! იმაზე კაიფობდა, გაჟიმვა მაინც მომესწროო, თორემ, რაც ცუდად იდო, ის აიღო ქალმა და წავიდა. აბა, რა ექნა, მძინარ ჩაჩუას თავთან ხომ არ ჩამოუჯდებოდა ყარაულად?! იმას იმდენი ექნებოდა ნანახი, რომ ჩაჩუას გაღვიძებას კი არა, ალენ დელონის გაღვიძებას დაიკიდებდა.

– მაგარია. სადმე რომ გადაეყაროს?

– გადაეყაროს, რა! ფაქტი სადაა, რით დაუმტკიცებს, რომ იმ ქალმა წაიღო. ნუ გეშინია, სადაც მაგას კისრულობს, იქვე პასუხიც გამზადებული აქვს. ფაქტი არ გაქვს – ხელს ვერ დაადებ. მე რა ვიცი, შენ დაგეძინა, მე წავედი, აქ ვინ შემოვიდა და გავიდა ჩემი საქმე არაა.

– მაგარი ფილოსოფიაა...

– ქურდული ვაფშე ფილოსოფიაა, მაგრამ გოიმებს ეს არ ესმით. გინდა, ერთი ხოხმა ამბავი მოგიყვე?

– მინდა, – თვალები აუციმციმდა ფისოს.

რა ცნობისმოყვარეა ეს შობელძაღლი, ყველაფერი აინტერესებს. ამას წინათ მეკითხება, მართალია, რომ მეტადონს საშინელი ლომკა აქვს, ჰეროინს – ძლიერი, „შავს“ და „კოკნარს“ – ადვილად მოსახსნელიო? გოგო, რა შენი საქმეა, ნარკუშობას ხომ არ აპირებ-მეთქი. მაინტერესებს, ხომ უნდა ვიცოდეო, ისე ნაზად მიპასუხა, თითქოს „შუს“ გაკეთებას აპირებდა და კვერცხის რაოდენობას აზუსტებდა. „შუ“ რამ გამახსენა, ე!

– ფისო, ერთი, „შუ“ მაჭამა ახლა! – ვინატრე ხმამაღლა.

„შუს“ გულისთვის სად წავაბოდიალო, ცოდოა.

– ორ „შუს“ არ შეჭამ?

– შევჭამ.

რა აცინებს, რა ვთქვი სასაცილო? ეს ტყუილად არ დაიწყებს სიცილს, რაღაცა ისე ვერა ვთქვი, მაგრამ – რა? ორი შუ მინდა. აქ რა არის სასაცილო? – არაფერი. „შუ“ და „შუ“ – ესეც ორი „შუა“, მაგრამ სასაცილო არაა. რა აცინებს, ვერ ვხვდები. „შუ“ ორი. ვაა... შუშუ? უხ, შენი...

– ხოხმა ამბავს აღარ მიყვები? – ისეთი უმწიკვლო თვალები მომაპყრო ფისომ, თითქოს ცხოვრებაში ბუზი არავისთვის აუფრენია.

– არაფერი. თუ მომისმენ მოგიყვები... მოკლედ, პირველად რომ დამიჭირეს, 17 წლის ვიყავი. მიმიყვანეს თბილისის ციხეზე, „მალალეტკების“ კორპუსში. ვხედავ, კამერაში ყავისფერი მუყაოს ქაღალდებია, წებო დევს მაგიდაზე და თავჩაქინდრული ბავშვები რაღაცას აწებებენ. თურმე, პარკებს აკეთებენ. გავგიჟდი. ვეკითხები: „ყველა კამერა მუშაობს“? გამოირკვა, რომ არა. მეტი ამათაც არ იციან. გავიხედე და აბანოში ჩემი უბნელი მეჩითება. რადგან ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ვიცი, რომ არ უნდა ვიმუშაო, ჩემი პირველი შეკითხვა იყო:

– მუშაობ?

– არა, ტო! – შეიცხადა იმანაც.

– რომელ კამერაში ხარ?

– მერვეში.

უკან რომ დამაბრუნეს, ჩემი ერთადერთი მიზანი გახდა, რომ როგორმე გადავსულიყავი ისეთ კამერაში, სადაც არ მუშაობდნენ. ავტეხე ბრახუნი. მოკლედ, როგორც ბავშვმა, გამოვაცხადე, რომ ფიზიკურად არ შემიძლია მუშაობა, რომ ჩემი უბნელი ბავშვი დავინახე და ერთად გვინდა ყოფნა, რომ ჩვენ უნდა დავსახოთ სამომავლო გეგმები და ათასგვარი კეთილი საქმეები. ჩვენ საჩვენოდ ვჩალიჩობთ, მაგრამ „ძაღლებიც“ ხომ ფიქრობენ? გავიხედე და ეს ჩემი უბნელი შემომიმსერეს კამერაში. ვახ, შენი! პირიქით გააკეთეს. გათენდა დილა. ჩამოატარეს ბალანდიორებმა საჭმელი, მაგრამ ჩვენ შიმშილობა გამოვაცხადეთ. დაემთხვა, რომ მეორე დღეს ჩემთან „პერედაჩი“ მოიტანეს და უკანვე დაუბრუნეს. ატყდა ალიაქოთი. ორი დღე ვიშიმშილეთ და ჩვენი გავიტანეთ. გადაგვიყვანეს სხვა კამერაში, ცალკე, რადგან ჩვენ, კარგ ბავშვებს, რომელთაც მუშაობა მოსწონდათ, თურმე, ვაფუჭებდით. მთელ კორპუსში მარტო ჩვენ ორნი არ ვმუშაობდით. „სვეშჩამი“ რომ დაიძახეს, ბრიტვები ჩავიდეთ პირში და ისე გავყევით, რა ვიცოდით, სად მივყავდით. ავჭალაში „მალალეტკების“ მაგარი თახსირი ზონა იყო. ყოფილ „მალალეტკებს“ 18 წლის ზემოთ თავისთან იტოვებდნენ და ცემას ვინ ჩივის, რას არ უშვრებოდნენ პატარებს. სანამ მოსკოვი არ ჩაერია საქმეში, ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა. იქ წამსვლელი ვინ იყო?! მე ორ თვეში მისრულდებოდა 18 წელი და ჩემს წინ და უკან ტასაობას რაღა აზრი ჰქონდა?

არა, სამუშაოდ „დაპატიჟება“ არ გამომივიდა კინაღამ?

– „ვზროსლებში“ ხომ შენ იქნებოდი ყველაზე პატარა და როგორ შეგხვდნენ პატარას?

– პატარას არა... ქურდული იდეა უარყოფს უფროს-უმცროსობას. ზრდილობას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ რახან შენ პატარა ხარ, გუშინ მოხვედი, მე კი 10 წელია აქ ვზივარ, აუცილებლად შენზე კარგი ტიპი ვერ ვიქნები. ციხე ჯარი კი არაა, „სალაგობა“ და „სტარიკობა“ მოდიოდეს, გააჩნია შენს წარსულს. მე, ვინაიდან პატარა ვიყავი, წარსულიც პატარა მექნებოდა. საბრალდებო დასკვნას მთელი კამერა ეცნობოდა. იქ კი ეწერა, რომ მე, პატარა ბიჭმა, თანმხლები გოგონების ღირსება დავიცავი და დანით დავჭერი ჩემზე ათი წლით უფროსი ორი მუტრუკი. გარდა ამისა, უკვე იცოდნენ, რომ მთელ „მალალეტკების“ კორპუსში ორი ბავშვი არ მუშაობდა და იქიდან ერთი მე ვიყავი. ამას დაემთხვა ისიც, რომ იქ გაიჩითა ტიპი, რომელიც ავჭალაში ბავშვებს სცემდა და, რომ ვიცანი, შევუბერე. წავიდა გვერდზე გაყვანები, თხოვნები და ახსნები, რომ ქურდებმა იციან, „მიღებულია“ და აღარ არის საჭირო რამის თქმა.

შენ უნდა იკაიფო, რა გამიჩალიჩა მამაჩემმა. კაცი პარტკომია, ქურდულის რა ესმის, ერთი ფიქრი აქვს – შვილი არ დაეჩაგროს, მაგრამ ის დაჩაგვრაც სხვანაირად ესმის.

ქურდული იდეა გამორიცხავს პატიმრების მომსახურებას, მაგრამ, ვინც ციხეშია, ყველა ამ იდეის მატარებელი ხომ არაა? ხალხს ჰგონია, რახან ვიღაც ციხეში იჯდა, ვა, მაგარი ტიპია! რა მაგარი, რის მაგარი! ზოგი ბალანდიორია, ზოგი საცვლების მრეცხავი, ზოგი პურის დამჭრელი და ასე შემდეგ. რამდენიც გინდა, იმდენია ეგეთი, რომ თვითონ მიისწრაფვის იქითკენ, მთელი პატიმრობის განმავლობაში ცოტა თბილად რომ მოჯდეს სადმე. ასეთი ხალხი ზოგჯერ ათ „ძაღლზე“ უარესია.

მოკლედ, მამაჩემი დაჩალიჩდა თურმე და მაგარი ადგილი გამიჩალიჩა – ბალანდიორი უნდა ვიყო. მე რა ვიცი, მისჯილი მაქვს უკვე და ეტაპს ველოდები სიდაში. ამ დროს მეძახიან ბარგიანად. წამიყვანეს და დამსვეს სადღაც. ტიპები ბაზრობენ. ვუსმენ და რაღაც არ მომწონს მათი ბაზარი. „ძაღლს“ ვეკითხები:

– მე ვინ ვარ?

– მანდ შენ ზიხარ და მე მეკითხები ვინ ხარ? – ამრეზით მიყურებს ახვარი.

– კაცო, რომ გეკითხები, მიპასუხე!

– ვინ ხართ და კრიტის აბსლუგა.

ვინც არ იცის ციხე რა არის, ის ვერ მიხვდება იმდროინდელ ჩემს სულიერ მდგომარეობას.

ადმინისტრაციულ შენობაში ვართ. „ძაღლმა“ იცის, რომ ჩვენ, ყველანი, მოხალისე ბალანდიორები ვართ, პრობლემას არ შევუქმნით და არხეინად ასრულებს თავის საქმეს. გააღო კარი და... ჰოპ! მოვხიე. ავირბინე კიბე და დავდექი ჩემი კორპუსის წინ – შიგ ვერ შევდივარ, ჩაკეტილია. ტიპმა დაბლა დაითვალა და ერთი ბალანდიორი აკლია. დანარჩენებმა მიუთითეს, აი, იქით გაიქცაო. ამოვიდა მაღლა და მაგინებს, წამოდიო. სად წამსვლელი ვარ? მარტო ვერ მომერეოდა და დასახმარებლად დარეკა კორპუსში. გაიღო კარი, მაგრამ, სანამ მეორე გამოვიდოდა, გადავჯეგე და შევვარდი. დამიწყეს ამათ ჭიდაობა, რომ როგორმე გამათრიონ უკან. თბილისის ციხე – თბილისის ციხეა. ერთი დავიღრიალე, არ მინდა „აბსლუგა“-მეთქი და მთელი ციხე აყვირდა, გაუშვით თქვენი დედაო... ატყდა რახუნი. დაიბნენ გოიმები, არ იციან რა ქნან და დარეკეს ეïíñè-სთან. ძველი დრო იყო, თორემ ახლა არ მიმახვრეტდნენ ადგილზე „შუმოკის“ ატეხვისთვის?

– ეïíñè რა ჯანდაბაა?..

– ეåæóðûé ïîìîùíèê íჭ÷ჭëüíèêჭ ñëåჰñòâåííîჯî èçîëÿòîðჭ, – ქართულად შენ მოტვინე, რა! მოკლედ, ტიპი მეკითხება, რას ხიპიშობო. მეც ვუთხარი. გვარი მკითხა და დაიწყო განცხადების ძებნა. რას იპოვიდა, რაც არ დამიწერია?! ასე „გადავრჩი“, ჩემო ფისუნია ბალანდიორობას, თორემ, ახლა შენ წამოგაგორებდი და მე აბსლუგაში ვიქნებოდი.

– რა, მე რომ ავად გავხდე, არ მომხედავ?

– ჩემს სულს მოგცემ... მოკლედ, დამაბრუნეს კამერაში, როგორც გმირი. ეგ რა არის, კინაღამ მეორეჯერაც გამაგიჟა მამაჩემმა. არის ასეთი „ბეზკანვიოკა“, ზონის გარეთ თავისუფლად მიდი-მოდის პატიმარი. ხო იასნია, რომ ტყუილად არავინ ატასავებს? ჰოდა, სიდაში რომ გამამწესეს, იქაც გაძვრა-გამოძვრა მამაჩემი და, თურმე, საქმეს აწყობს უფროსთან. კიდევ კარგი, ის მაინც აღმოჩნდა ჭკვიანი და ჩემ უკითხავად არ გადაწყვიტა.

– კაცო, შენ რაღაცა გეშლება.

– კარგი, რა, ფისო, შენ ის გეშლება, რომ სიდაში ორჯერ ვიჯექი. მეორეჯერ, ქურდობაზე რომ დამიჭირეს, ისევ სიდაში გამიშვეს. 2-დან 5-მდე ითვალისწინებდა მუხლი, ამათ 3 წელი მომისაჯეს. სხვათა შორის, გაითვალისწინეს, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი ვიყავი, ის არ ჩამითვალეს და პირველი ნასამართლობა გამოვიდა. მაგარი გამონაკლისი ვიყავი. „მარტოვსკი უკაზები“ ერქვა, მიმაგრება, რა, ცოტა ფული იყო საჭირო. მოკლედ, მიმაგრება მომწყინდა და მოვხიე. სახლში ხომ არ მივიდოდი?! ლენინგრადში წავედი და დამიჭირეს ბინის ქურდობაზე. ეს ორი სიდა გერევა ფისო ერთმანეთში.

– ახლა მივხვდი. იმ ჩაჩუას ის ქალი არსად აღარ შეხვედრია?

– ე, მეორე ქალის არ გითხარი? ჩაჩუა 70 წელს გადაცილებული იყო უკვე, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ვაჟკაც კაცს ყოველთვის სიამოვნებს, აუცილებელი ხომ არაა, ზედ დააკვდეს... ის გოგო ეუბნება, ცხელი თონის პური მინდაო. წავიდა ბებერი, მოუტანა ლავაში და რას ხედავს – გაქურდულია. ისევ იცინოდა. შეიძლება, სექსუალური გიგანტი არ იყოს კაცი, მაგრამ, როცა მარტოხელა, ბებერი რეციდივისტი ხარ, მონატრებული გაქვს ქალის ფუსფუსი და სიკვდილზე ფიქრობ, თვალის გასახარებლად მაინც გინდა მისი ცქერა. ჩაჩუაც ასე ფიქრობდა. იმ შტერმა ქალებმა რა იცოდნენ მისი სულის ფრთხიალი, თორემ, ცოტა ხანში მოკვდა კიდეც და უბანმა დამარხა. ბინა მთავრობას დარჩა. არადა, რომელიმე ქალს ერთხელ მაინც რომ მოესმევინებინა ხელი, რაღაც ბარახლოს აწაპვნის ნაცვლად, ბინა დარჩებოდა. ეგეც ქალი სვაბოდაზე!

– ოჰ! რუსეთში ხომ პირდაპირ კამერაში მოგართმევდნენ ნამდვილ ქალს...

– ე, ქალი კი არა, ახალი ჩასული ვარ „ტრიცატკაზე“ და ორი ბებერის საუბრიდან ვხვდები, რომ ორივე ერთ ნაშას დასდევს. ერთი უყვება მეორეს, წუხელ, ბირჟაზე, მთელი ღამე ტუჩებში ვკოცნიდიო, თან ისე ეუბნება, რომ ეს მეორე ბრაზდება და იქადნება, პირველად მაინც ჩემი იქნებაო. ისეთს ბაზრობენ, რომ მივხვდი, ის გოგო ქალიშვილი ყოფილა. ვა, გამიხარდა, აქ სადღაც ქალის საშუალებაც ყოფილა, რა გაასწორა-მეთქი. რა გაოცებული მიყურებ, ფისო, იქ გოგოს რა უნდოდა! 20 წლის ფითქინა თეთრი ბიჭი იყო, ოღონდ – „ქალიშვილი“, ჯერ მარტო კოცნაობდა. „პავიდლო“ და „პრიანიკი“ უყვარს და... აბა, როგორ, კაცი ციხეშია, ლუკმას იკლებს თეთრო ბიჭო შენს გამო, რა, ტყუილად გაირჯება? კაცი 50 წლისაა, 30 წელია ზის; შენ 20 წლის თეთრი ბიჭი ხარ და „პრიანიკი“ გიყვარს, „ზასაობაც“ გყვარებია, წინ და უკან დადიხარ, შენ თვითონ ამბობ უსიტყვოდ, რაც გინდა... ის სამმართველო განთქმული იყო, როგორც ყველაზე ჩათლახი სამმართველო და ის ზონა კიდევ როგორც ყველაზე ჩათლახი – ვეტლაგი, ტრიცატკა.

– ისე, ზოგი კაცი რა ხურუშიანია... რატომ, ნეტავ?

– რა რატომ... თავი თუ არ მოთოკე, რაში გადაამეტებ, რა მნიშვნელობა აქვს. ერთი კრიმინალური კურიოზი გამახსენდა: სასამართლო გინეკოლოგიურ ექსპერტიზას მიაკითხა ქალმა, მაღალი ძაბვის გადამცემი ტრანსფორმატორის ჯიხურში უცნობმა კაცმა ფეხზე მდგომი გამაუპატიურაო. გაუპატიურება დამტკიცდა, მაგრამ ადგილი არარეალურად მიიჩნიეს. ეს ქალი მეორედაც მივიდა იგივე საჩივრით და მამაკაციც დაასახელა. კაცი უარზეა, გიჟი კი არა ვარ, დენის ბავშვობიდან მეშინიაო. მოკლედ, ქალი თავისაზე იდგა, კაცი უარობდა. მეტი გზა არ იყო, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო. ჯიხურში შეაძვრინეს ჯერ ქალი, მერე კაცი და ქალს უთხრეს, იმავე პოზაში დამდგარიყო, რომელიც თვითონ აღწერა. ვა, აღმოჩნდა რომ შესაძლებელი იყო. კაცი მიხვდა, რომ გაება. უცებ ჩაკეტა შიგნიდან იმხელა რკინის კარი, დაიყვირა, მაინც არ ამცდება სროკზე წასვლაო და კიდევ ერთხელ მიაჟიმა აწივლებული ქალი „ექსპერიმენტატორების“ თვალწინ.

– კაი, რა?.. პრინციპში მართალი იყო ის კაცი, მაინც უმტკიცდებოდა დანაშაული და ბარემ დამშვიდობებისას ერთიც ააწიკვინა, – აკისკისდა ფისო.

ხომ ვამბობ – ქალი ალოგიკური არსებაა. რა აკისკისებს?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3