კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოროსკოპი


ვერძი

გაგიჭირდებათ შემდგომი ცხოვრებისეული გზისა და პრიორიტეტის განსაზღვრა. მიგიზიდავთ ყოველივე ახალი და ავანგარდული. შეიცვლება თქვენი შეხედულებებიც. ოჯახური მდგომარეობა გარკვეული მოვალეობისგან გაგათავისუფლებთ.

კურო

მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეებს და ვალდებულებებს. მოიპოვეთ სოციალური სტაბილურობა. ეცადეთ, მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და სწორად გამოიყენოთ ის. ასე ადვილად აიცილებთ შეცდომებს. თუ იაქტიურებთ, შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობამ მეტად სერიოზული სახე მიიღოს.

ტყუპები

მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იაქტიურეთ და ეცადეთ ხელმძღვანელ პირებს მიაწოდოთ თქვენი აზრები. ბევრი რამ ადვილად გამოგივათ, თუ თქვენს ნიჭს და მონდომებას არ დაიშურებთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კირჩხიბი

კარიერაში ზრდას შესაძლოა, ხელი შეუშალონ ფარულმა მტრებმა. თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ ახლო ადამიანების წრეში. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ავანტიურისტულ გეგმებს ერიდეთ. სასიყვარულო ურთიერთობა კი მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს, რის გამოც საქმისთვის ცოტა დრო დაგრჩებათ.

ლომი

მოსალოდნელია ბედ-იღბლის უეცარი შემობრუნება. გაგიჩნდებათ უჩვეულო გამოცდილების მიღების სურვილი, განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობებში, რაც ცუდად აისახება არსებულ სასიყვარულო და საოჯახო კავშირზე. საქმიან პარტნიორებთან ერიდეთ ურთიერთობის გაფუჭებას, დაიცავით სამართლიანობა. მოერიდეთ ზედმეტ გადაადგილებას.

ქალწული

ახალი იდეები საქმიანი სფეროს გააქტიურებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება. სხვების აზრი და მათი მხრიდან თქვენი მიღწევების აღიარება ძალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემდგომ ცხოვრებაზე. სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი.

სასწორი

პროფესიულ საკითხებში კომპეტენტურობა ხელმძღვანელი პირების მიერ დაფასებული იქნება. ეს დღეები შესაძლოა, თქვენი კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ეცადეთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნების შესახებ ნურავის უამბობთ.

ღრიანკალი

გაიზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და თავს ენერგიით აღსავსედ იგრძნობთ. ადვილად შეძლებთ, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

ორგანიზატორული უნარის მეშვეობით, წარმატებით გადაწყვეტთ მატერიალურ საკითხებს. უეცარი მოვლენები შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ახლობლების მიმართ. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტად მომთმენი და მიმტევებელი გახდებით.

თხის რქა

ახალი საქმიანობა დადებითად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. შესაძლოა, დახმარება გთხოვონ ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა ან ახლობლებმა. ახალი კავშირების დამყარებისას შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროთ სერიოზულ სასიყვარულო გრძნობას.

მერწყული

საქმეებში წარმატებას მოგიტანთ საშუამავლო ოპერაციები და მოქმედებები. კოლეგებს შორის ავტორიტეტის ზრდა თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში ადვილად გაარკვევთ ყველა სიტუაციას. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს.

თევზები

ეცადეთ, ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდეთ. შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს თქვენი ოჯახური და სამსახურებრივი სიტუაცია. ხალხთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. იდეალური სიყვარულის მოლოდინში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც საოცრად დაგაინტერესებთ.


скачать dle 11.3