კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1989 წლის 1 მაისს, დილის საათებში. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და სასურველია თუ არა მისი უცხო ქვეყანაში გამგზავრება?

პასუხი: უცხოეთი მისთვის ნეიტრალურია, ანუ არც ცუდი და არც კარგი. ასე რომ, შეუძლია, რაღაც პერიოდი იქ იცხოვროს, შეიძინოს ცოდნა, გამოცდილება, დააგროვოს გარკვეული კაპიტალი და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი და ოკულტიზმის სფერო.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 25 იანვარს, დილით, ხუთშაბათ დღეს. რომელი პროფესია იქნება მისთვის მისაღები სამომავლოდ?

პასუხი: გეტყვით, რომ მისთვის უცხოეთი კარმული მისიაა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია: მანქანათმშენებლობა, სპორტი, საინჟინრო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, სადალაქო ბიზნესი, სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1962 წლის 18 ივლისს. მინდა უცხო ქვეყანაში წასვლა და მუშაობა. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, ჩრდილო იტალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, კუნძული სიცილია, კუნძული კორსიკა, ავსტრია, ბრაზილია, ინდოეთი, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი და კუნძული მალტა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 6 ივნისს. დილით. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს წინდახედული, ფრთხილი, ორგანიზებული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი. უნდა შეძლოს ნებისმიერ სიტუაციაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სადაც შევა, შეიტანოს ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია, დეპრესია. უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ასევე, უნდა შეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობით და სერიოზულობით.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 31 ოქტომბერს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთიდან კარგია ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიიდან ვენეციის მხარე, უზბეკეთი, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები, გერმანია, მალაიზია, სირია, ნორვეგია, კუბა, მექსიკა და უნგრეთი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე და სპორტის სფერო.


скачать dle 11.3