კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყურებდნენ ბავშვობაში თანატოლები ზიზღით ჰოლივუდის ვარსკვლავ როუზ მაკგოუენს და რის გამო დაშორდა ის სკანდალურ მერილინ მენსონს

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია, როგორ შემომხედავენ ადამიანები და რას იფიქრებენ ჩემზე. ეს სულაც არ არის ჩემი საქმე, ყველას ხომ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი და მე თუ დავიწყებ იმაზე ფიქრს თუ ვინ რა სიბინძურეს ლაპარაკობს ჩემ შესახებ, ნამდვილად გავგიჟდები“, – ეს სიტყვები ამერიკელმა კინოვარსკვლავმა როუზ მაკგოუენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა და, რთულია არ დაეთანხმო, რადგან ძნელად მოიძებნება ბულვარული პრესისთვის მასზე საჭირო პერსონაჟი, რომელსაც შეუძლია, იყოს ქარიზმატული მერილინ მენსონის მეგობარი გოგო და, ამავდროულად, თამაშობდეს ამერიკული ტელევიზიის რეიტინგულ სერიალში.

როუზ არიანა მაკგოუენი ფლორენციაში დაიბადა, სადაც მისი ჰიპი მშობლები თავის ჰიპურ კომუნაში, სახელად „ღმერთის შვილები“, ევროპაში მოგზაურობის დროს აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, იმავე კომუნის წარმომადგენლები იყვნენ ხოაკინ ფენიქსის მშობლებიც. ჰიპების კომუნა არ აღიარებდა ამერიკულ კულტურას და ბავშვობაში როუზი არც ინგლისურად ლაპარაკობდა და არც ის იცოდა, რომ არსებობდა კინო და ტელევიზია. საინტერესოა, რომ ბავშვობის იმ პერიოდს როუზი „წარსულ იდილიად“ მოიხსენიებს და ხანდახან ნატრობს, რომ, ის დრო დაბრუნდეს. იტალიაში დაბადებული როუზი, ფრანგი დედისა და ირლანდიელი მამის ექვსშვილიან ოჯახში, რიგით მეორე შვილი იყო. როდესაც გოგონა 10 წლის გახდა, მისი მშობლები დაშორდნენ და მომავალი ვარსკვლავი ვაშინგტონში, ბებიასთან გაუშვეს საცხოვრებლად. „როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი, მე გამოვიყურებოდი როგორც კეთილი და დამჯერი ბავშვი, რომელიც, შესაძლებელი იყო, საწუწნ კანფეტში არეოდა ვინმეს და შეეჭამა, მაგრამ, ამერიკაში გადასვლისთანავე, აბსოლუტურად ყველა ზიზღით მიყურებდა, ხოლო ჩემი თანატოლები სხვადასხვა ნივთებს მესროდნენ“, – ასე იხსენებს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში როუზი პირველ წლებს ამერიკაში, სადაც მან ძირითადად შავად შეღებლი თმითა და შავ ტანსაცმელში გამოწყობილმა დაიწყო სიარული, რათა გამორჩეული ყოფილიყო სხვებისგან. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მას აწეწილი ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან: მამას ის მახინჯად მიაჩნდა და ფოტოებსაც კი არ უღებდა, ხოლო დედას საერთოდ არ ადარდებდა, რას აკეთებდნენ მისი შვილები, მისთვის მთავარი იყო ჰეროინის ახალი დოზის მიღება ან მორიგი საყვარლის გაჩენა. ვაშინგტონში ჩასულმა როუზმა პირველ ყოვლისა თავი გაითავისუფლა მშობლების მეურვეობისგან და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ, არცთუ ტკბილი ურთიერთობის მიუხედავად, როუზ მაკგოუენს დღესაც აქვს მშობლებთან კავშირი.

ჰოლივუდში კარიერის აწყობამდე როუზ მაკგოუენი დროებითი სამუშაოებით ირჩენდა თავს: მან ოფიციანტად, სტილისტად, მომვლელად და მაღაზიის გამყიდვლადაც კი მოასწრო მუშაობა. იყო დრო, როდესაც უსამსახურო და უსახლკარო როუზს, რომლის ჰობი დღეს კროსვორდების ამოხსნა, ქსოვა და მარლენ დიტრიხის ნაქონი ნივთების კოლექციონირებაა, ღამის გათევა პარკებში დადგმულ სკამებზე უწევდა. 1992 წელს როუზმა პირველი როლი ითამაშა კომედიაში „გაყინული კალიფორნიელი“, ხოლო სამი წლის შემდეგ, გრეგ არაკის ფილმმა „დუმის თაობამ“ მას პირველი წარმატება მოუტანა. ამას მოჰყვა გახმაურებული თრილერი „კივილი“ და როლი სერიალში „მოჯადოებული“, რომელმაც როუზ მაკგოუენი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. სერიალში, რომლის ჩვენება ტელევიზიით 2006 წელს დასრულდა, ნათამაშები როლის შემდეგ როუზ მაკგოუენი უსაქმოდ არავის უნახავს. ბოლო პერიოდში მისი სამსახიობო ნიჭით ლეგენდარული კვენტინ ტარანტინო და რობერტ როდრიგესი დაინტერესდნენ. 2007 წელს როუზმა მათ ერთობლივ ნამუშევარში, ბლოქბასტერ „გრაინდჰაუსში“ ითამაშა, რომელიც შედგებოდა ორი ნოველისგან, „შიშის პლანეტისა“ და „სიკვდილის მტკიცებულებისგან“ და ამ ორივე ფილმში როუზმა მთავარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსებმა კი განსაკუთრებით გამოყვეს მისი როლი „შიშის პლანეტაში“, სადაც მთელი ფილმის განმავლობაში როუზი ცალი ფეხის ნაცვლად ავტომატური იარაღისგან გაკეთებული პროთეზით ანადგურებდა ზომბი-კაციჭამიებს.

1997 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე როუზმა გაიცნო ექტრავაგანტური და თავისი ცხოვრების სტილით ბევრისთვის მიუღებელი მუსიკოსი მერილინ მენსონი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მათი რომანი ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველასთვის მოულოდნელად, ნიშნობამდე ორი კვირით ადრე, ისინი დაშორდნენ. მოგვიანებით თავისი წამოსვლა მერილინისგან როუზმა რამდენიმე სიტყვით ახსნა: „მე, უბრალოდ, მომბეზრდა ცხოვრების სტილი, სადაც უზომოდ იყო როკენროლი და ნარკოტიკები“. სხვათა შორის, მენსონთან ცხოვრების პერიოდში როუზმა სიმღერაში სცადა ბედი და თავისი ყოფილი ბოიფრენდის კონცერტების დროს, ხშირად ბექ-ვოკალშიც იღებდა მონაწილეობას. როუზ მაკგოუენის ნათესავები ირლანდიის რესპუბლიკური არმიის, შემოკლებით კი ტერორისტული ორგანიზაცია „ირას“ მებრძოლები იყვნენ და თვითონ როუზსაც არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ ბელფასტში დაბადების შემთხვევაში, ისიც „ირას“ მებრძოლი გახდებოდა. რამდენიმე სიმღერა „შიშის პლანეტის“ საუნდთრეკშიც კი არის შესული. ამჟამად როუზ მაკგოუენი ტარანტინოს მეგობარს, რობერტ როდრიგესს ხვდება. წყვილმა ერთმანეთი კანის კინოფესტივალზე გაიცნო და მას შემდეგ ისინი ერთად არიან. აღსანიშნავია, რომ ცხელი შოკოლადის მოყვარული როუზის გამო რობერტმა მეუღლე და ოთხი შვილი მიატოვა. სიყვარულის გარდა მათ კინოც აკავშირებთ. „შიშის პლანეტის“ გადაღების შემდეგ როუზი რობერტის მუზად იქცა. 2009 წლის ბოლოსთვის ისინი დაქორწინებას გეგმავენ, ხოლო 2010 წელს ეკრანებზე უნდა გამოვიდეს როდრიგესის ახალი ფილმი „წითური სონია“ – 1985 წელს გადაღებული იმ ფილმის რიმეიქი, რომელშიც ბრიჯიტ ნილსენი და არნოლდ შვარცენეგერი თამაშობდნენ, ხოლო ახალ ვერსიაში, არ იქნება ძნელი გამოსაცნობი, რომ სონიას როლს როუზ მაკგოუენი შეასრულებს.

კინოსა და მუსიკის გარდა როუზ მაკგოუენი ჰოლივუდში თავისი ტატუირებების რაოდენობითაც არის ცნობილი. ამბობენ, რომ მათი რაოდენობა ათს შეადგენს და ძირითადად ინტიმურ ადგილებზეა გაკეთებული. ყველაზე ხშირად კი მის მხარზე ამოსვირინგებული ქალის ტატუ გხვდება თვალში. ეს ქალი ბაბუამისის თვითმფრინავზე იყო დახატული და როუზი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ ზუსტად იმავე ქალი მას თავის სხეულზეც დაეხატა. სხვათა შორის, თავისი ტატუს წყალობით, რამდენიმე წლის წინ, როუზმა გააფორმა კონტრაქტი ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია „ბებესთან“, რომელმაც თავისი ბრენდის სახედ როუზ მაკგოუენი ისურვა. ამას გარდა, როუზის ნახვა შესაძელებლია ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიც არის „GQ“, „მაქსიმი“ და „როლინგ სთოუნზი“.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3