კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება დედის გადამეტებული ზრუნვა შვილის უიღბლობის მიზეზი და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს


ადამიანებს ბევრი უაზრო რამ ჰგვრით შიშს. მაგალითად, რიცხვი 13, ქათამი, სარკე და ასე შემდეგ. ეს შიშები, შესაძლოა, სულიერი ტრავმებით იყოს გამოწვეული, თუმცა, არცთუ ისე იშვიათად, ამ შიშის გამომწვევი თავად მშობელიც ხდება. აგორაფობია, ანუ ღია სივრცის შიში, შეიძლება ბავშვში სწორედ დედის გადამეტებულმა ზრუნვამ და მფარველობამ განავითაროს, ან, პირიქით – დედის ზრუნვის დეფიციტმა. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ გარკვეულ რიცხვს, დღეს, მარცხენა ფეხზე ადგომას, სტუმრის მარცხენა ფეხით შემოსვლას, ზოგიერთ ტანსაცმელსა თუ დეტალს, მის ცხოვრებაში უიღბლობა მოაქვს, ზოგიც ამას ცრურწმენას მიაწერს. ფაქტი კი ერთია: ეს ცრურწმენები საუკუნეებს ითვლის, ბევრს ჩვევაშიც გადაეზარდა. არის თუ არა ყოველივე ეს ადამიანების უიღბლობის მიზეზი, უნდა დავიცვათ თუ არა დაუწერელი ეგრეთ წოდებული ცრუ რწმენები და წინაპრებისგან გადმოცემული ჩვევები, ამაზე პარაფსიქოლოგი, ქალბატონი დალი გვესაუბრება და ბევრ საინტერესო და დასაფიქრებელ რჩევებს მოგვცემს.



დალი: ბევრი ადამიანისთვის გარკვეული რიცხვი თუ დღე, ტანსაცმელი თუ დეტალი, უიღბლობასთან ასოცირდება. ამიტომ, ნებისმიერ მნიშვნელოვან სიტუაციაში, ამას ითვალისწინებენ. რომ ჰკითხოთ ამის მიზეზი, ალბათ, ვერ გიპასუხებენ, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ჩვეულებასა თუ წესს არ დაარღვევენ. მაგალითად, ჩემს მეგობარს, რიცხვ 13-ის შიში აქვს – ჰგონია, ამ დღეს წამოწყებული საქმე თუ შეხვედრა უიღბლობასა და წარუმატებლობას მოუტანს. არადა, ჩემი დაკვირვებით, ეს რიცხვი მისთვის წარუმატებელი სულაც არ არის, რადგან, სწორედ 13 რიცხვში დაიწერა ჯვარი და 13-შია მისი ქალიშვილი დაბადებული. ამ შიშის რეალური საფუძველი, როგორც გითხარით, არ აქვს, მაგრამ, ისე ჩაუნერგეს დედამ და ბებიამ ამ რიცხვის შიში, რომ გაუცნობიერებლად არიდებს თავს იმ დღეს რაიმეს გაკეთებას. ხშირად ვეხუმრები ხოლმე, რისიც გეშინოდა, სწორედ იმან დატოვა შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კვალი-მეთქი. ამ შემთხვევაში მე მის ჯვრისწერასა და დედობას ვგულისხმობ. ასე რომ, ხშირად ამა თუ იმ საგნის, ფრინველის, ფერისა თუ ნივთის შიში შვილს მშობლისგან დაჰყვება, მიზეზი კი მისადმი გადამეტებული ზრუნვა, ან, პირიქით – მშობლის ზრუნვის დეფიციტი შეიძლება გახდეს. ყველას ვეუბნები, რომ ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია თავადვე შევიტანოთ ცვლილებები, სხვების დახმარების გარეშე. უფრო სწორად, თუ თავად არ მოვინდომეთ, სხვა ამაში ვერ დაგვეხმარება.

– რას გულისხმობთ ცვლილებაში და როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ საკუთარი ძალისხმევით?

– თუ დაკვირვებიხართ, ბევრს ეშინია ცხოვრებაში ცვლილებების და ამას თავს არიდებს. ამბობს, ბედი ზემოთ იწერება და მე რისი შემცვლელი ვარ, ჯობია, მას მივენდოო. ეს არასწორი მიდგომაა. არადა, დამიჯერეთ, უბრალო, მარტივი ცვლილებით, მაგალითად, ავეჯის გადაადგილებით ან გარკვეული ფერის დომინირებით სახლში, შეგიძლიათ, ყველაფერი თავისთავად მოაგვაროთ – შიშებიც მოიშოროთ და უიღბლობაც. დამეთანხმებით, ეს არც ფულის ხარჯვას მოითხოვს, არც დიდ ძალისხმევას და არც დიდ დროს.

– ამისთვის გარკვეული ცოდნაა საჭირო. არ დამეთანხმებით?

– რასაკვირველია, მაგრამ, მე ასეთი უამრავი მეთოდი ვიცი და, მინდა, დავეხმარო მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. სანამ ამაზე მოგახსენებთ, გეტყვით, რომ არ მიყვარს ისეთი რჩევის მიცემა სხვისთვის, რაც საკუთარ თავზე არ მაქვს დაცდილი. ამიტომ, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი რჩევები თქვენზე დადებითად აისახება, თანაც – უმოკლეს დროში. დავიწყოთ იმით, რომ საცხოვრებელი, სადაც სიმყუდროვე, სიმშვიდე და კომფორტი უნდა იგრძნოთ, აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ უსარგებლო და ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან, რადგან გადატვირთული ბინა აფერხებს ბედნიერებისა და სიმშვიდის მოზიდვას სახლში. ისე გადააადგილეთ და გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ ოთახში სივრცე იგრძნობოდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომელი ფერი დომინირებს ოთახებში – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგია, თუ ნათელ და ღია ფერებს შეარჩევთ და ასეთივე ფერის ფარდებს დაკიდებთ მისაღებში. საწოლ ოთახში კი სასურველია ბაცი სალათისფერი და იისფერი ტონები, ასევე, ორიგინალური აქსესუარების დაკიდება – ეს განსაკუთრებით დადებითად აისახება მარტოხელა ადამიანების ბედზე და მათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს. კარგია, თუ მარტოხელა ადამიანები შესასვლელში დეკორატიულ მარაოს დაკიდებენ – ეს მათდამი სიმპათიას გაზრდის და საპირისპირო სქესს მოიზიდავს. ასევე, სიყვარულს მოიზიდავს თქვენს ბინაში ცეცხლის ენერგია. ამიტომ, კარგი იქნება თუ დროდადრო სახლში დაანთებთ წითელი ფერის სანთლებს.

– ამბობენ, უბრალო ონკანის გამდინარე წყალსაც დიდი მაგიური თვისებები აქვს და მასაც შეუძლია ადამიანის ბედში სასიკეთო ცვლილებების შეტანაო. ამაზე რას გვეტყვით?

– მართალია, ონკანის წყალსაც აქვს უდიდესი მაგიური თვისებები, ოღონდ, გარკვეულ დღეებსა და საათებში. მაგალითად, ადამიანის ბედის სასიკეთოდ შეცვლა შესაძლებელია რომელიმე ხუთშაბათს, საღამოს 11 საათზე და ამისთვის ყველაზე კარგი თვეებია მარტი, მაისი, ივლისი და სექტემბერი. თუ ხუთშაბათი დღე არის 15 რიცხვი, მაშინ წყლის მაგიური თვისებები ორმაგდება. რიტუალი კი ასეთია: დაწოლის წინ უნდა დადგეთ ონკანთან, მოუშვათ ონკანი, გამდინარე წყალს უნდა შეუშვიროთ ხელები და ჩუმად თქვათ: „წაიღე ჩემი უიღბლობა, ავადმყოფობა და წარუმატებლობა! დამიცავი ბოროტისგან და ამარიდე დარდი და გასაჭირი! მომეცი მშვიდი ძილი და ბედნიერი დღე”! ამ დროს უნდა უყურებდეთ გამდინარე წყალს. შემდეგ, ხელით წყლის წვეთები თავზე დაისხით, ონკანი არ დაკეტოთ, მიდით ფანჯარასთან, გამოაღეთ და გაიხედეთ გარეთ, უფრო სწორად, დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში უცქირეთ ცას და თან გულში იმეორეთ შემდეგი სიტყვები: „მომეცი ძალა, დღეს გავუძლო გასაჭირს, მოვითმინო უიღბლობა და წარუმატებლობა, რათა ხვალ შემართებით შევხვდე დიდ წარმატებასა და ბედნიერ მომავალს!“ – ისევ დაბრუნდით ღია ონკანთან და ისევ შეუშვირეთ ხელები, ცოტა ხანს ასე იყავით, შემდეგ შესთხოვეთ გამდინარე წყალს მშვიდი ძილი, წარმატებული მომავალი, დაკეტეთ ონკანი და დაწექით დასაძინებლად. ეს მეთოდი ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ბედზე და მის წარმატებასაც უწყობს ხელს. დედაჩემს ყოველთვის სჯეროდა წყლის ძლიერი მაგიური თვისებების და მაისის, ივლისის და სექტემბრის ყოველ პირველ ხუთშაბათს ამ რიტუალს ატარებდა. სხვათა შორის, ბედნიერი ქალი იყო და არც წარუმატებლობას უჩიოდა ცხოვრებაში. გეტყვით იმასაც, რომ, თუ ადამიანს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, კოშმარული სიზმრები არ ესიზმრება. თუ მის ფიქრებში უარყოფითი ჭარბობს, მაგალითად, ბოღმა, შური, და ასე შემდეგ, მაშინ მისი ნეგატიური ფიქრები მთელ მის ორგანიზმს ედება და აზიანებს, რითაც მისი ასტრალური სხეულიც ზიანდება და, შესაძლოა, უეცარი ავადმყოფობის მიზეზიც გახდეს. კარგ სიზმარს ნახულობს ადამიანი ძილში თუ ცუდს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ასტრალურ ფენაში ანუ სივრცეშია მისი ასტრალური სხეული იმ მომენტში. დაბალი ფენები უარყოფითი ენერგეტიკით არის დამუხტული და ასეთივე გამოვლინებები ახასიათებს, მაღალი ასტრალური ფენები კი დადებითი ენერგიის მქონეა, ადამიანს ასეთივე დადებითი ენერგიით მუხტავს და ძილშიც სასიამოვნო სიზმრებს გვიგზავნის. ამიტომ ვამბობ, თუ ადამიანი ცუდი ზრახვებით იძინებს, ის აუცილებლად დაბალ ასტრალურ ფენაში მოხვდება და, შესაბამისად, ღამით ცუდ და კოშმარულ სიზმრებსაც ხედავს. თუ კეთილი ზრახვებით დაწვებით დასაძინებლად, მერწმუნეთ, ძილიც მშვიდი და სასიამოვნო გექნებათ და დილითაც ბედნიერი და კარგი განწყობით ადგებით. უხილავი სამყარო ადამიანებს ბევრ სიურპრიზს სთავაზობს. ამიტომ, ყოველი ჩვენგანი უნდა ეცადოს, სწორად იაზროვნოს და საკუთარი უიღბლობა თუ წარუმატებლობა სხვას კი არ გადააბრალოს, არამედ მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს და თავადვე გამოასწოროს შეცდომები.


скачать dle 11.3