კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომავლის გაზეთები სამგანზომილებიანი ფორმატით


ეს სულაც არ არის შორეული მომავლის იდეა. ყოველკვირეულმა ბელგიურმა გაზეთმა La Derniere Heure-მ 9 მარტის ნომერში ყველა სურათი სამგანზომილებიანი ფორმატით გამოაქვეყნა.

სურათების დასათვალიერებლად საჭიროა სპეციალური სათვალე, რომელიც გაზეთს უფასოდ მოჰყვება. ახალი გაზეთი უმაღლესი ხარისხის, წინანდელზე გაცილებით ღია ფერის ქაღალდზე დაიბეჭდა, რაც საუკეთესო ხარისხის ეფექტს იძლევა სამგანზომილებიანი გაზეთის დათვალიერებისას. თითო სურათის დამუშავებას ერთის ნაცვლად ოცი წუთი დასჭირდა და, მიუხედავად მისი მაღალი თვითღირებულებისა, ის იმავე ფასში გაიყიდა, როგორც მანამდე იყიდებოდა, ტირაჟი 85 ათასიდან 115 ათასამდე გაიზარდა.

შრიფტი არაფრით განსხვავდება კლასიკური გამოცემებისგან. ექსპერტებს უჭირთ თქმა, გამართლებულია თუ არა საინფორმაციო გაზეთების მსგავსი ფორმატით გამოცემა, თუმცა, ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის ჟურნალებისთვის ეს ფორმატი ნამდვილად მისაღები და საჭიროც კი იქნება.

შედარებისთვის, მომავლის გაზეთები გახდება ისეთები, როგორიც იყო ჯადოქრების გაზეთები წიგნებში ჰარი პოტერზე – ცვალებადი ტექსტითა და გაცოცხლებული ფოტოებით.


скачать dle 11.3