კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

ლონდონი ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქალაქი აღარ არის


დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ფინანსური ბაზრის კონტროლის გამკაცრების გამო მისმა დედაქალაქმა ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის სახელი დაკარგა. ლონდონმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაინაწილა პირველობა ნიუ-იორკთან. მოსკოვი, რომელსაც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრობაზე აქვს პრეტენზია, ლიდერებს სერიოზულად ჩამორჩა, შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით უკან დაიხია და 68-ე ადგილზე გავიდა, სანკტ-პეტერბურგი კი 70-ეა. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ექსპერტები არ იზიარებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი მეგაპოლისი ათიოდე წლის შემდეგ ლონდონსა და ნიუ-იორკს გაუწევს კონკურენციას. „გლობალ ფაინენშლ ცენტრ ინდექსის“ გამოკვლევის თანახმად, შედარებით უკან დაიხია მსოფლიოს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი ქალაქების პირველი ათეულის კიდევ ორმა წარმომადგენელმა – შვეიცარიულმა ციურიხმა და ჩინურმა შენცჟენმა. სამაგიეროდ ჰონკონგისა და სინგაპურის რეიტინგმა აიწია და აღიარებულ ლიდერებს წამოეწია. ეს ქალაქები მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. წინ წაიწია პეკინმაც – წინა რეიტინგში ჩინეთის დედაქალაქი მეოცე იყო, ახლანდელში კი ის უკვე მეთხუთმეტეა. ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ყველაზე უარესი ქალაქი ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია, რომელიც რეიტინგში 75-ე ადგილზე გავიდა.


скачать dle 11.3