კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვნებააშლილი პატიმარი ქალების ანცობა და ციხის ზედამხედველის სახლში აღმოჩენილი „გასტროლიორი“ რეციდივისტი

გაუპატიურებულები :

მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსს „კატის სახლს“ უწოდებენ და ერთი პერიოდი იქ მომიწია მუშაობა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქალებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულ მამაკაც პატიმრებთან. საქმე ისაა, რომ ქალი მაცდურია, ხოლო პატიმარი ქალი – ორმაგად მაცდური, რადგან უამრავი თავისუფალი დრო აქვს და ათას ოინს იგონებს გასართობად და სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. წარმოიდგინეთ, როგორი გასაძლებია, როდესაც საკანში შედიხარ და ოც-ოცდაათ სრულიად შიშველ ქალს ხედავ, რომლებიც ლოგინში გეპატიჟებიან. ასეთი შემთხვევისთვის მკაცრი ინსტრუქტაჟი გვქონდა გავლილი და ინსტრუქციით, რა თქმა უნდა, სქესობრივი ურთიერთობა სასტიკად გვეკრძალებოდა. გარდა ამისა, ორი ზედამხედველიდან ერთი, საკნის გარეთ უნდა დარჩენილიყო, მეორეს კი საჭიროებისამებრ შეეძლო საკანში შესვლა. ერთხელ, „კატების სახლის“ ¹22 საკანში, სადაც 20 ქალი იჯდა, ჩვენი ორი ახალი, ახალგაზრდა თანამშრომელი გავგზავნე, რომლებსაც ორი პატიმარი ქალი უნდა წამოეყვანათ დაკითხვაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი საათის მერე ჩემთან გამომძიებელი მოვიდა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა პატიმრების მოყვანა. გულმა ცუდი მიგრძნო, ქალთა კორპუსში გავიქეცი, ¹22 საკანში შევიჭყიტე და რას ვხედავ: ჩვენი თანამშრომლები ნარებზე არიან დაბმულები, სასქესო ორგანოებზე კანაფები აქვთ შემოჭერილი და ოცი შიშველი პატიმარი ქალი მათ სათითაოდ აუპატიურებს... მე დამხმარე ბიჭები გამოვიძახე, საკანი იერიშით „ავიღეთ“ და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გაუპატიურებული თანამშრომლები გამოვიყვანეთ. ისინი ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, რომ სარეაბილიტაციოდ ერთი თვე დასჭირდათ და კარგა ხანს ქალის ხსენებაც აღარ უნდოდათ...

გასტროლიორი

ლენინგრადში იურიდიულზე ვსწავლობდი დაუსწრებლად, პარალელურად კი იქვე ქალაქის ციხეში ვმუშაობდი ზედამხედველად. 21 წლის ვიყავი, უცოლო და ერთ ქვრივ ქალთან ვათენებდი ხოლმე ღამეს, რომელთანაც სიყვარულიც მქონდა... ქვრივ ქალს ძალიან ვუყვარდი, მივლიდა, მპატრონობდა და ეჭვიანობდა კიდეც. ამიტომ ხშირად მირეკავდა ხოლმე სამსახურში, მაგრამ არ იცოდა, რომ ციხეში ვმუშაობდი, რადგან ამის გამხელა მრცხვენოდა და ვეუბნებოდი, მხაზველად ვმუშაობ-მეთქი. სამსახურშიც ყველა გაფრთხილებული მყავდა და კლარა რომ დარეკავდა, ასე დამიძახებდნენ ხოლმე მის გასაგონად: „მოდი, დომიკო, ტელეფონთან, მაგ პროექტს მერე დახაზავ, კლარა პეტროვნა გეძახისო...“ ერთი სიტყვით, კლარა პეტროვნა ყურადღებას არ მაკლებდა.

ერთ მშვენიერ დღეს ციხიდან რეციდივისტი პავლე მამონტოვი, მეტსახელად „მამონტი“ გაიქცა. ეს ყველაფერი ჩემს ცვლაში მოხდა. მართალია, სხვისი უბანი იყო, მაგრამ მაინც შეშინებული ვიყავი. ამ დროს დამიძახეს, კლარა პეტროვნა გირეკავსო და, ყურმილი რომ ავიღე, მან მითხრა:

– დომიჩკა, სტუმარი გვყავს, ჩემი შორეული ნათესავი პავლუშა. პროფესიით მსახიობია, გასტროლებზე ჩამოვიდა ჩვენთან. ახლა სტუმრად გვეწვია და მალე მოდიო.

– პროექტს დავასრულებ და მოვალ, – ვუთხარი კლარას და ყურმილი დავკიდე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს 10 საათი სრულდებოდა, სახლში რომ მივედი. ოთახში შევედი და სუფრასთან მჯდომი კაცი დავინახე, რომელიც ბორშჩს შეექცეოდა.

– აი, ძვირფასო, ჩემი პავლუშა, – მითხრა კლარამ და სტუმრისკენ გაიშვირა ხელი, რომელსაც კოვზი ხელიდან გაუვარდა, – ლენინგრადში გასტროლებზე ჩამოვიდა სარატოვიდან და სამი-ოთხი დღე აქ დარჩება.

– ეს ისეთივე მსახიობია, როგორიც მე – მხაზველი, – ვუთხარი კლარას და პისტოლეტი „სტუმარს“ მივუშვირე, რომელიც ციხიდან დილით გაქცეული „მამონტი“ აღმოჩნდა.

გაქცეული ციხეში დავაბრუნე, მაგრამ მე აღარ დავბრუნებულვარ კლარასთან და საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავედი.



მოამზადა

ნიკა ლაშაურმა

скачать dle 11.3