კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი სვიფტი“, რომელსაც ძრავის ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და მისი შეცვლა?

პასუხი: თქვენ კითხვას არასწორად სვამთ. ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს და ყველა მათგანი კონკრეტული დანიშნულებისაა. ზოგიერთის გაწყვეტა ან დაზიანება ნაკლებად საზიანოა, ზოგიერთის კი – ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. მაგალითად, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორს და ამავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და მისი გაწყვეტა დროულად შევამჩნიეთ (ამას მიგვანიშნებდა ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთებოდა), მაშინ საპრობლემო არც არაფერია. ღვედის შეცვლით ყველაფერი მოგვარდება. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი“ რემენი ანუ ძრავის კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება იმ დეტალების ჩამოთვლას, რომლებსაც ამ ღვედის გაწყვეტა დააზიანებდა. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის „ჰონდის“ მოდელების თითქმის 95 პროცენტში ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა თითქმის არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას ჩვენ ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ და ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ მანამ, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნებოდა, თუ ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე, ამ საქმის პროფესიონალებს მსგავს დეტალებზე ინფორმაციას გამოჰკითხავთ. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა, ანუ იაფი შესანახია ის თუ არა, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან მომდინარეობს.


скачать dle 11.3