კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემებს ქმნის ბენზინის ავზში განთავსებული ძრავა


დაქოქვის პრობლემა მძღოლებს და განსაკუთრებით ქალბატონ მძღოლებს რომ ყველაზე მეტად აწუხებთ, ეს რედაქციაში შემოსული უამრავი კითხვიდანაც ჩანს. სტარტერისა და აკუმულატორის პრობლემა ჩვენს რუბრიკაში ასე თუ ისე განვიხილეთ. დღეს მევლუდ მელაძე დაქოქვის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე ისაუბრებს და მათი გადაჭრის გზებსაც გვასწავლის.

მევლუდ მელაძე: იმ შემთხვევაში თუ დილით გასაღების გადაწევისას ავტომობილის ძრავა თითქოს ამუშავდა, მაგრამ – ძალიან ნელა და დაქოქვა ვერ მოახერხა, შეიძლება, აკუმულატორი დასუსტდა – ისე ნელა ატრიალებს ძრავას, რომ მას დაქოქვა უჭირს. მაგრამ, მეორე მიზეზი შეიძლება, სტარტერიც იყოს. მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავის სწრაფად დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ძრავას რაიმე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტარტერი ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ამ დროს მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. პირველი – როცა სპეციალურ ხელსაწყოებს, რომელიც ძრავაში ნაპერწკლის წარმოქმნას იწვევს, დენი არ მიეწოდება; მეორე – შესაძლოა, ძრავას არ მიეწოდებოდეს ბენზინი, ანუ საწვავის სისტემას ჰქონდეს პრობლემა. პირველ შემთხვევაში თუ ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ „ბაბინას“, „ტრამლიორს“ ან კომპიუტერს დენი არ მიეწოდება. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ერთ-ერთ „სანთლამდე“ ანუ ეგრეთ წოდებულ „სვეჩამდე“ მიმავალი სადენი უნდა ჩავხსნათ. შემდეგ შეგვიძლია, მოვხსნათ „სვეჩი“ და გავსინჯოთ მისი მუშაობა ან სხვა „სვეჩი“ ვიშოვოთ და ძრავის კორპუსზე გვერდულად დავადოთ. საჭიროა, იქ მივიღოთ „მინუსი“, რათა ნაპეწკლის გადახტომა მოხდეს. ანუ, თუ ჩვენ ძრავის შეუღებავ კორპუსზე სანთელი დავადეთ „მინუსის“, დენი მიერთებულია, გასაღებს ვატრიალებთ და ნაპერწკალი არ არის, ეს ნიშნავს, რომ სადღაც კონტაქტია დაკარგული და ხდება ის, რაც მეორე მიზეზში ავხსენით – „ტრამლიორს“ არ მიეწოდება დენი ან მასში რაღაცაა დაზიანებული, რაც იწვევს ელექტრობის უქონლობას. პრობლემა გვაქვს ელექტრობაში.

– შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ნაპერწკალი გაჩნდეს, მაგრამ ავტომობილი მაინც არ დაიქოქოს?

– ამ დროს ერთმნიშვნელოვნად საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვაგვარად გამოიხატოს. გააჩნია, რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადავამოწმოთ, განსაკუთრებით ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში, ანუ უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ არა კარბურატორიან ავტომობილებს, სადაც თავდაპირველად მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილების ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავას აქვს სპეციალური მცველი. სწორედ ის უზრუნველყოფს წინ, საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ, თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ საწვავის მიმწოდებელი ძრავია დამწვარი, ან ბენზინის ფილტრი – გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ვერკვევით ავტომობილში, ძრავთან მიმავალ ბენზინის მილს ვხსნით და ვატრიალებთ გასაღებს, ისე რომ წითლები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას უზრუნველყოფს ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ არ წამოვიდა ბენზინი, სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩავხსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი“, ანუ სისტემიდან უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის“ ხელოსანს. ის იოლად გამოასწორებს პრობლემას. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, მაშინ პრობლემის მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს „ბენზონასოსი“, ვხსნით კარბურატორისკენ მიმავალ მილს, ვნახავთ ბენზინი შედის თუ არა. თუ შედის, მაშინ ვამოწმებთ უკან გამომავალ მილს. ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მივუკაკუნებთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შევძლებთ პრობლების აღმოფხვრას.


скачать dle 11.3