კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვირთხის დაბრუნება


სწორედ ასე დაასათაურეს ბრიტანულმა გაზეთებმა ინგლისში ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველის, ეშლი კოულის დაბრუნება. კოულმა მუხლზე უმძიმესი ოპერაცია მიუნხენში გადაიტანა და სამი თვის განმავლობაში ყავარჯნებით მოუწევს სიარული, მაგრამ, მისი მთავარი პრობლემა ამჟამად ტრავმა კი არა, ცოლთან – ცნობილ მომღერალ, შერილ ტვიდისთან გაფუჭებული ურთიერთობებია. ეშლიმ ცოლს რამდენჯერმე უღალატა და ქალმაც განაცხადა, დაშორება მინდაო.

– როცა კოული შინ მოვიდა, შერილი სახლში იყო. მას სკანდალი არ მოუწყვია, მთელი სერიოზულობით მოუსმინა ეშლის, მერე კი გადაიხარხარა და უთხრა, რომ მისი არც ერთი სიტყვის არ სჯერა და განქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებს, – ეს სიტყვები მედიას შერილის მეგობარმა უთხრა.

წყვილს სასაუბრო კიდევ ბევრი ექნება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი ქონება ას მილიონ ფუნტს აჭარბებს და გაყოფა ხომ უნდა.


скачать dle 11.3