კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვიძლს, რადიკულიტს, ნაღვლის ბუშტსა და ნიკრისის ქარს თალგამით უმკურნალეთ


თალგამი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. კერძოდ, ის შეიცავს ბევრ ისეთ ორგანულ მჟავას, მინერალურ მარილს, ვიტამინებს, ფერმენტებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. ასევე, თალგამს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, ამიტომ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ის შეუცვლელი ბოსტნეულია.

თალგამში დიდი რაოდენობითაა კალციუმის, კალიუმის, გოგირდისა და მაგნიუმის მარილები და ვიტამინები. ამიტომ შაქრიანი დიაბეტის დროს მისი მირთმევა აუცილებელია.

თალგამის ახალგამოწურულ წვენს შარდმდენი, ნაღველმდენი და ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი კომპრესი შველის ნიკრისის ქარს და რადიკულიტს; მისი სმა ასევე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს მადას.

ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს თალგამი ნამდვილი წამალია. თანაბარი რაოდენობით თალგამის წვენი და თაფლი ბრონქიტისა და ხველის დროს შეუცვლელია. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ, თითო სუფრის კოვზი. მას ამოსახველებელი ეფექტი გააჩნია.

თუ ნაღველკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, დილით, ჭამის შემდეგ, დალიეთ ასი გრამი ახალგამოწურული თალგამის წვენი. შეგიძლიათ, მას დაუმატოთ ორმოცდაათი გრამი ახალგამოწურული ჭარხლის წვენიც.

რევმატიზმის დროს კი ასი გრამი თალგამის წვენი, ორი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი არაყი და ერთი მწიკვი მარილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაიზილეთ მტკივნეული ადგილები ამ ნარევით. ასე პრობლემას მალე დაძლევთ.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების დროს, თაფლისა და თალგამის ნარევი მიიღეთ. კერძოდ, ერთი ჩაის ჭიქა თალგამის წვენი და ორი სუფრის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ. დადგით გრილ ადგილას და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ ან ჭამის დროს, თითო-თითო სუფრის კოვზი.


скачать dle 11.3