კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჭიროა მეორადი ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის


ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ორგანული ნაერთები – ყველა ეს ჩამოთვლილი ნივთიერება ენერგიის მიმწოდებლის როლს ასრულებს და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

საკვების მეორადი ნივთიერებების ჯგუფში შედის მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, კერძოდ, ვაროტინოიდები, ფოტოესტროგენები, ფლავონოიდები, პოლიფენოლები, საპონინები და ასე შემდეგ. ყველა ამ ნივთიერების საერთო დამახასიათებელი ნიშანია ანტიმჟანგავი თვისება, რითაც მათ ცოცხალი უჯრედების მნიშვნელოვანი ელემენტების ეგრეთ წოდებული „დამშეული“ თავისუფალი რადიკალების დაბრკოლება შეუძლიათ.

ადამიანის ორგანიზმი მეორად ნივთიერებებს საკვებთან ერთად იღებს. ანტიმჟანგავი აქტივობის წყალობით ისინი აძლიერებენ იმუნიტეტს, აფერხებენ ნაადრევ სიბერეს, ამცირებენ აფროსცეროზიას, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ და სხვა საშიშ დაავადებათა რისკს.

ადამიანის ორგანიზმში საჭიროა საკვებთან ერთად მოხვდეს ის ნივთიერებები, რომლებიც მასში მიმდინარე პროცესების ჰარმონიულობას და წონასწორობას უზრუნველყოფს. მეორადი ნივთიერებები ადამიანს სიმხნევეს, გამძლეობას, შრომისუნარიანობას ჰმატებს. ასევე, ეხმარება სტრესის დაძლევასა და გადალახვაში.

მეორადი ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია ბოსტნეული, ხილსა და მარცვლეულში კი ის შედარებით ნაკლებად მოიპოვება.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მეორადი ნივთიერებები არის ღვინოში, ასევე, ჭარხალში, პომიდორში, სტაფილოში, მჟავე კომბოსტოსა და მწვანე ჩაიში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პროფილაქტიკურ საშუალებად ამიტომაც გვირჩევენ ექიმები მწვანე ჩაის სმას.

ანტიმჟანგავ თვისებებს ავლენს, აგრეთვე, სანელებლები – კოჭა, კამა, ქინძი და წითელი წიწაკა.


скачать dle 11.3