კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზღვარგადასული სიყვარული უფალს განგვაშორებს


უფალმა სახარებაში გვამცნო, რომ მოვიდა მოფენად ცეცხლისა ქვეყანასა გულისა ჩვენისასა და მისთვის ფრიად სასურველია, რომ ცეცხლი იგი აწვე აღეგზნას (ლკ. 12,49). ღმრთისადმი სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ისევე, როგორც თვით მას არ აქვს მიჯნა და ზღვარი. მაგრამ, მოყვასისადმი სიყვარული შემოსაზღვრული უნდა იყოს, რომელსაც, თუკი გადახვალ, ძალუძს, ღმრთისადმი სიყვარულს განგაშოროს, დიდი ვნება მოგაყენოს და წარგწყმიდოს კიდეც. ჭეშმარიტად, გმართებს მოყვასის სიყვარული, მაგრამ, იმგვარად, რომ ამ სიყვარულმა შენს სულს ვნება არ მიაყენოს. ყოველი საქმე უზაკველად და წმიდად აღასრულე. იზრუნე, რომ სათნო ეყო ღმერთს. ესრეთ დაიცავ თავს მოყვასის მიმართ სიყვარულში მცდარი ნაბიჯის გადადგმისაგან.

ამგვარ საქმეთა შორის უმთავრესია მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვა, მაგრამ აქ ხშირად იჭრება უგონო თავგამოდება, რომელსაც ზიანის გარდა არაფერი მოაქვს როგორც მოყვასისთვის, ასევე შენთვისაც. აჩვენე მაგალითი ჭეშმარიტი რწმენისა და ღმრთივსათნო ცხოვრებისა და მიემსგავსები კეთილსუნნელებით აღვსებულ ქრისტეს მოციქულებს, რომლებიც მრავალთ მოიზიდავდნენ უფლის გზაზე. მაგრამ, ამავე დროს, თავს ნუ მოაბეზრებ საუბრით ყველას განურჩევლად, ამით მხოლოდ დაარღვევ მშვიდობას სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. იქონიე მხურვალე გულმოდგინება და ძლიერი სურვილი. ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება ისევე სრულყოფილად, როგორც შენ ფლობ მას, შესმად სასმელისა მის, რომელიც ღმერთმა აღგვითქვა და ამჟამად გვიწვდის ყოველ ჩვენგანს უსასყიდლოდ (ეს. 55,1). გმართებს, მუდამ ესრეთ უზომოდ გწადდეს მოყვასის გადარჩენა. აუცილებელია, ის მომდინარეობდეს ღმრთისადმი სიყვარულიდან და არა უგონო თავგამოდებიდან. უფალი თვითონ ჩაგინერგავს ძმათა მიმართ ასეთ სიყვარულს სულში, როდესაც ის ყოველივე ამაოს განეშორება და თავის დროზე მოგაკითხავს ნაყოფის შესაკრებად. შენით ნურაფერს დათესავ, არამედ დაუთმე უფალს ნიადაგი გულისა შენისა – განწმედილი ყოველგვარი ეკლისა და კუროსთავისაგან და ის თვითონ დათესს ისეთ თესლს, ვითარცა და ვითარიცა ნებავს. სწორედ ეს თესლი მოიტანს თავის დროზე ნაყოფს.

მუდამ გახსოვდეს, რომ უფალს ნებავს, იხილოს შენი სული ყველაფრისგან თავისუფალი, რათა შერთოს თვისას. დააცადე მას იმოქმედოს შენში და ნუ აბრკოლებ შენი ნების ჩარევით. ნურაფერს განიზრახავ, გარდა ერთისა – მუდამ სათნო ეყო ღმერთს მისი ნებისადმი მორჩილებით. უკვე განვალს სახლისა უფალი და ეძიებს მას ვენახში მოქმედთ სახარებისეული იგავის მიხედვით. განაგდე ყოველგვარი საზრუნავი და ყოველი ზრახვა, განიშორე ყოველგვარი მიდრეკილება რაიმე წარმავალის მიმართ და ღმერთშეიმოსე, ის გიბოძებს იმას, რასაც შენით ვერც მოიფიქრებ. დაივიწყე, რამდენადაც შეძლებ, სავსებით საკუთარი თავი, რათა მხოლოდ სიყვარული ღმრთისა ცოცხლობდეს შენს სულში.

ამასთან, სიფრთხილე და ზომიერება გმართებს სხვათა მიმართ ზრუნვის გამოჩენისას, ღმერთმა დაგიფაროს სიმშვიდით. გაფრთხილდი, სხვათა კეთილდღეობაზე უგონო ზრუნვით სულის უმთავრეს სიკეთეს – გულის სიმშვიდეს არ ავნო. ამ მადლით გამდიდრდები მხოლოდ მაშინ, როდესაც სული უფალს მორჩილებს და სხვას ყოველივეს განეშორება. ამას სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნუ იქმ და ნუ იფიქრებ, რომ საზღაურის ღირსი ხარ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგან არაფერი ნებავს, გარდა თავმდაბლობისა და, აგრეთვე, რომ მიართვა მას გული შენი განწმენდილი ყოველგვარი მანკიერებისაგან, გულის სიღრმეში ერთადერთი რამ გწამდეს, ყოველთვის ყოველივეში აღსრულდეს შენზედ ღმრთის ნება.

„უხილავი ბრძოლა“


скачать dle 11.3