კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გვირჩევენ დიზაინერები თეთრეულის ქუჩაში ჩაცმას


2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე ძალიან აქტიურად წერენ მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალები: „ვოგი“, „ელი“, „ოფისიელი“ და სხვა. ამ მიმოხილვის მიხედვით, წლევანდელ გაზაფხულზე ქალბატონები განსაკუთრებით ქალურები უნდა იყვნენ, აქცენტი თხელ, ჰაეროვან, ნატურალურ ქსოვილებზე უნდა გაკეთდეს. არ უნდა მოვერიდოთ აბსოლუტურად შეუსაბამო, ერთი შეხედვით ისეთი უცნაური ფერების შეხამებას, როგორიცაა: მაგალითად, ვარდისფერი, ხორცისფერი და ხაკისფერი; კრემისფერი, წყლისფერი და ლურჯი, პლუს – რაიმე წითელი აქსესუარი. რაც შეეხება სამოსს, მისი, ფერები მაქსიმალურად ნაზი ტონალობების უნდა იყოს, რომ ცირკის ჯამბაზს არ დავემსგავსოთ და ქუჩაში გამოსულებმა გამვლელებისგან ირონიული ღიმილი არ დავიმსახუროთ.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პოპ-ვარსკვლავი, მოგწონთ თუ არა სექსუალური, თეთრეულის მსგავსი სამოსი, ამ ტენდენციის ათვისება ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოთ! ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის სამოსში გამოწყობილი, გაზაფხულის პირველი თბილი დღეების დადგომისთანავე, მინიმუმ, ახალ სამსახურებრივ რომანს გამოჰკრავთ ხელს, რადგან ვერც ერთი მამაკაცი თანამშრომელი ვერ გაუძლებს თქვენი პიჯაკის შიგნიდან დროდადრო გამოჩენილ თხელი აბრეშუმის წვრილბრეტელებიან ბლუზის, რომელსაც ძალიან ღრმა დეკოლტეს უნაზესი გიპიური უფარავს. ეს ხაზი საკუთარ კოლექციებში თეთრეულის ტიპის სამოსის მხოლოდ ღვაწლმოსილმა მოყვარულებმა კი არ გაატარეს, როგორებიც არიან „დოლჩე და გაბანა“ და „ჟან პოლ გოტიე“, არამედ, ისეთმა დიზაინერებმაც, როგორებიც არიან ანტონიო ბერარდი, კარლ ლაგერფელდი, „ფენდი“, „ნინა რიჩი“ და პიტერ კოპინგი.

სულ უფრო და უფრო ტენდენციური ხდება „დაპრინტული“ ტანსაცმელი – ახალ-ახალი ნახატები ქსოვილებზე, რომლისგანაც სულ უფრო და უფრო გიჟურ, უცნაურ და „გადაჭრელებულ“ სამოსს ქმნიან დიზაინერები. თუ ისეთ დიზაინერებს, როგორებიც არიან, მაგალითად, დრი ვან ნოტი და დონატელა ვერსაჩე, თავიანთი გზა აქვთ და მსგავსი ტიპის ქსოვილების გამოყენება არ ახასიათებთ, ნახატიანი ტანსაცმლის მოყვარულებს შეუძლიათ მათი სამოსი გააერთიანონ და თავიდან ფეხის ტერფამდე უცნაურად გამოწყობილებმა იარონ. ასეთი სიგიჟეების უფლებას გაზაფხული, მოდის სახლები და ჩვენი ფანტაზია გვაძლევს. როდესაც მოხატულ სამოსზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ შევეხოთ ისეთი მოდის სახლებს, რომლებიც ამ მიმართულებით გურუებად მიიჩნევიან: „ეტრო“, ანა სუი, ტორი ბერჩი და სხვა. მაგრამ, მთავარი, მომაკვდინებელი დარტყმა ამ სტილის მოყვარულებისთვის დურო ოლოვუმ და „ჟივანშიმ“ მოახდინეს. დურო ოლოვუს ეთნიკური ნახაზები, სხვადასხვა უძველესი ტომებიდან აღებული გრაფიკული ზოლები, სამოსზე ულამაზესად გამოიყურებოდა. რაც შეეხება „ჟივანშის“, მისმა დიზაინერებმა სეზონის კოლექციებში აქცენტი ტექნოლოგიურ დეტალებზე გააკეთეს. ციფრული ნახაზები „ჟივანშის“ ექსპერიმენტული გადახვევაა.

რაც შეეხება აქსესუარებსა და ფეხსაცმელს, უპირობოდ ყველა დიზაინერი ძალიან დატვირთული და დიდი ზომის აქსესუარების გამოყენებას გვირჩევს. დიდი მძივები, გულსაბნევები, ძველი მედალიონები, ბეჭდები, საყურეები, ნაძვის ხესავით აისხით, მაგრამ, გემოვნებით დააბალანსეთ. ერთი კარგი რჩევა, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში გაზრდილთათვის: გადახედეთ ძველ ჩემოდნებს, იპოვეთ დიდი ბებიებისა და ბაბუების ჯილდოები, მედლები, ოდნავ გადააკეთეთ ისინი – შეაბით რამდენიმე ლამაზი ბაფთა და მშვენიერ, ყველასგან განსხვავებულ გულსაბნევს მიიღებთ. ფეხსაცმლის ტენდენცია კი განსაკუთრებით დაბალ ქალბატონებს გაახარებთ: მოდაშია ძალიან დიდი პლატფორმისა და ქუსლის მქონე ფეხსაცმელები, ყველანაირი ექსპერიმენტით – იქნება ეს ძალიან უცნაური ფერი თუ ქუსლის ფორმა, რომელზეც განსაკუთრებით დახარჯეს თავიანთი ფანტაზია დიზაინერებმა.


скачать dle 11.3