კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა 9 წლით უფროსი მამაკაცი ანანო სირბილაძემ და რატომ არის ის გიჟი და გადარეული


ბოლო დროს „შუა ქალაქში“ კიდევ ერთი უწყინარი პერსონაჟი გამოჩნდა. ნატო, იგივე ანანო სირბილაძე 20 წლის არის. ის სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, სწავლობს გიზო ჟორდანიას ჯგუფში, ჰყავს მეუღლე და წლინახევრის გოგონა.

ანანო სირბილაძე: „შუა ქალაქში“ შესვლა ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან ჩემი პერსონაჟი იმდენად ახლოს არის ჩემთან, თითქმის იგივე ვარ რეალურ ცხოვრებაში. არ გამიჭირდა იმის გამოც, რომ ძალიან კარგი და თბილი მსახიობები არიან.

– მართალია, შენი გმირი თითქმის გაიგივებულია შენთან, მაგრამ, როგორ ფიქრობ, თქვენ შორის ყველაზე დიდი მსგავსება რა არის?

– ნატო მხიარული და აქტიური პერსონაჟია და მეც ძალიან მიყვარს სიცილი, ყოველთვის მხიარული ვარ. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათით.

– თამარისნაირი ადამიანი თუ გყავს ვინმე ახლობელი რეალურ ცხოვრებაში, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გიწევს?

– თამარისნაირი ადამიანი გვერდით ნამდვილად არავინ მყავს.

– რომ გყავდეს, ისევე მორჩილად აიტანდი, როგორც სერიალში?

– არ ვიცი, ალბათ, კი.

– შენი მეუღლეც მსახიობია?

– არა, ჩემი მეუღლე მსახიობი არ არის, მას რამდენიმე პროფესია აქვს: არის ქიმიკოსი, ინჟინერი, ამჟამად საგზაო ფირმაში ტექნიკური მენეჯერია.

– ოჯახი როგორ აფასებს შენს გამოჩენას „შუა ქალაქში?“

– ძალიან კარგად, მოსწონთ.

– თავად როგორ უყურებ ეთერში „შუა ქალაქის“ სერიებს? მოგწონს საკუთარი თავი?

– ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. სულ ვფიქრობ, რომ ეს ასე აღარ გავაკეთო, შევცვალო და ასე შემდეგ. მერე და მერე, ალბათ, უფრო დავიხვეწები.

– ოჯახში მხოლოდ შენ ხარ მსახიობი?

– დიახ, მე ერთადერთი ვარ.

– პროფესიის შერჩევის დროს ოჯახის წევრებისგან დაბრკოლება არ გქონია?

– გადაწყვეტილების მომენტში კი მქონდა, მაგრამ მერე საბოლოოდ ყველამ ხელი შემიწყო. საერთოდ, ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრს თვითონაც უნდოდა მსახიობობა, მაგრამ მერე სხვა პროფესიაზე გააკეთეს არჩევანი. მე რომ გადავწყვიტე და ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი, მორჩა, აღარ გადავთქვი.

– ალბათ, ძნელია გადაღების დროს თამარ ღლონტი გყავდეს გვერდით და არ გაგეცინოს.

– თამარი ისეთი პერსონაჟია, ძნელია, მის შემყურეს არ გაგეცინოს. ერთ სერიაში თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა. ბარის სცენა თუ გახსოვთ, ლაშა და ქეთევანი რომ დავაშორე. თამარმა და ქეთევანმა რომ შეჰყვირეს მე და ბაჩომ (ლაშამ) თავი ვეღარ შევიკავეთ და სახეზე ხელები ავიფარეთ.

– ყველაზე მეტად რომელ პერსონაჟზე ხალისობდი „შუა ქალაქში“ გამოჩენამდე?

– თავიდანვე თამარი მომწონდა ძალიან და გამიხარდა, რომ ერთად მოგვიწია თამაში. თათული ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მუშაობაც სიამოვნებაა, ადვილად „მიდის“ ყველაფერი.

– „შუა ქალაქში“ შენ გამო დაინგრა ოჯახი. ცხოვრებაში თუ უეჭვიანია ვინმეს შენზე?

– ძალიან ბევრჯერ უეჭვიანიათ, მაგრამ დაშორებით არავინ დამიშორებია. ესეც იმ გოგოებიდან გამომდინარე ხდებოდა, თორემ, მე არავის ვეპრანჭებოდი.

– მართალია, სერიალში ბოლო დროს გამოჩნდი, მაგრამ მაყურებელს სხვადასხვა სარეკლამო რგოლებიდან ახსოვხარ.

– პატარ-პატარა სარეკლამო რგოლებში ვარ გადაღებული, მათ შორის, „ჯეოსელის“ რეკლამაში. შარშან „რუსთავი 2-ის“ ეთერში „განძის კუნძული“ მიმყავდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა.

– რატომ?

– ეკრანზე გამოვჩნდი და, ერთ კვირაში ომიც დაიწყო.

– რამდენი წლის გათხოვდი?

– 17 წლის.

– მას შემდეგ სამი წელი გავიდა. როგორ ფიქრობ ამ გადასახედიდან, 17 წელი არის ის ასაკი, როცა ზუსტად იცი, რა გინდა?

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე ჩემზე 9 წლით უფროსია და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, ისევე, როგორც მე, ის მომენტი არ გვქონია, რომ დაქორწინება გადაგვედო და ცოტა დაგვეცადა. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, ვის მივყვებოდი ცოლად და რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ადრე გავთხოვდი.

– როგორი მეუღლე ხარ?

– ალბათ, ცოტა უყურადღებო მეუღლე ვარ. როცა თეატრალურის სტუდენტი ხარ, თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვს – რეპეტიციები, გადაღებები და ასე შემდეგ. ამიტომ, რომ გითხრა, ძალიან ყურადღებიანი ვარ-მეთქი, არა, მაგრამ, ვცდილობ, მოსიყვარულე მეუღლე ვიყო.

– სიურპრიზების მოყვარული თუ არის შენი მეუღლე?

– ადრე უფრო ვუკეთებდით ერთმანეთს სიურპრიზებს, ახლა უკვე შვილზე გადავერთეთ და ყველაფერი მისთვის გვინდა.

– შეყვარებულობის პერიოდიდან რომელ სიურპრიზს გაიხსენებ?

– მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვიყავი. ლევანი უკვე ჩემი შეყვარებული იყო, მაგრამ თანაკლასელებმა არ იცოდნენ. ექსკურსიაზე ვიყავით მცხეთაში და უკან სამარშრუტო ტაქსით ვბრუნდებოდით. ლევანმა დამირეკა, უკან მოგყვები მანქანით, ყვავილი მაქვს შენთვის და ამოგაწოდებ ფანჯრიდანო. ყვავილი ჩემმა თანაკლასელმა გამოართვა. ველოდებოდი, როდის გადმომაწოდებდა, მაგრამ, იმან იფიქრა, მე მომცაო და დაიტოვა. ყველას განვუცხადე, ეს ბიჭი ჩემი შეყვარებულია და ჩემი ყვავილი ახლავე მომეცით-მეთქი. არ მიჯერებდნენ, ძლივს მოვაცემინე ყვავილი.

– ცხოვრებაში კურიოზული ადამიანი ხარ?

– პრინციპში, ვარ: ყველაფერი ხელიდან მივარდება, ყველაფერს ვანგრევ. ახალი რძალი რომ ვიყავი, მართალია, შემთხვევით, მაგრამ ყველაფერს ვტეხავდი. ახლა შეეგუვნენ... სულ ცეკვა-ცეკვით დავდივარ, რომ დავბზრიალდები ხან ვაზა ვარდება ძირს და ხან სხვა რამე. „თელას“ მოცეკვავე ვიყავი და ცეკვა სისხლში მაქვს გამჯდარი. ადრე ყველგან ვცეკვავდი – სახლშიც და ქუჩაშიც, ახლა ცოტა დავწყნარდი.

– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა, მათ შორის იყო შენი მომავალი მეუღლეც. საინტერესოა რით მოგხიბლა, რით გამოარჩიე სხვებისგან?

– ძალიან ჩამოყალიბებული იყო და მეც მომწონდა ეს ყველაფერი.

– როგორ ფიქრობ, რა არის შენი სტილის თავისებურება?

– არ ვიცი. გიჟი და გადარეული ადამიანი ვარ, ამიტომ ეს თავისებურებები ყოველთვის სხვადასხვანაირია. ხან რას ვაკეთებ, ხან – რას.

– მეუღლე როგორ ეგუება ამ ყველაფერს?

– ის ძალიან კარგად მიცნობს.

– „შუა ქალაქმა“ თბილისში სხვადასხვა გამოთქმა დაამკვიდრა. თავად თუ ხმარობ რომელიმე მათგანს საუბრისას?

– კი, როგორ არა. ძირითადად დათოს ტერმინოლოგია აიტაცა ხალხმა: „ორკარტიააან“!

– ქუჩაში თუ გცნობენ მას შემდეგ, რაც სერიალში გამოჩნდი?

– როგორ არ მცნობენ. რომ გავივლი უკნიდან ხშირად მესმის ეს ნატო არ არისო? ძალიან მიხარია, როცა სხვას ჩემი დანახვა უხარია, მეტი არაფერი. განსაკუთრებით პატარა ბავშვები გამოხატავენ სიხარულს, როცა დამინახავენ და მეც ხელს ვუქნევ და ვუცინი.


скачать dle 11.3