კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდებს საკუთარ თავს „ტრუდაგოლიკს“ და რა მიაჩნია წარმატების მთავარ გარანტად „მადნეულის“ გენერალურ დირექტორს


...საკუთარ თავს „ტრუდაგოლიკს“ უწოდებს, არ არის ბრაზიანი უფროსი და სამსახურში გუნდური თამაშის პრინციპებს ემხრობა. თავადაც, ყველა აქამდე განვლილ პოსტზე, გუნდური თამაშით „გაჰქონდა გოლები“. ირან-სომხეთის საზღვართან მდებარე სპილენძ-მოლიბდენის კომბინატიდან „მადნეულის“ გენერალურ დირექტორობამდე ახალგაზრდა გიორგი დევაძემ არცთუ მცირედი პროფესიული საფეხურები გაიარა. მიაჩნია, რომ საწარმოო მართვისას ყველაზე ეფექტური მენეჯმენტი ძველი და ახალგაზრდა კადრების კონსოლიდირებული მუშაობაა: გამოცდილებას პლუს პროგრესი – დაახლოებით, ასეთია გიორგი დევაძის მენეჯმენტური წარმატების ფორმულა.


გიორგი დევაძე – მინი-დოსიე: დაიბადა 1975 წლის 29 ნოემბერს. დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, შემდგომ – სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაცია-მართვა-მენეჯმენტის ფაკულტეტი. 1997 წლიდან მუშაობას იწყებს ნავთობისა და გაზის სფეროში და 2005 წელს ნავთობკომპანია „იორის ველში“ გენერალურ დირექტორად ინიშნება. 2007 წელს უკვე „მადნეულის“ ჰოლდინგში იწყებს მუშაობას. 2007-2008 წლებში, გიორგი დევაძე ამავე მიმართულებით განაგრძობს მუშაობას და სომხეთში, აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის გენერალური დირექტორი ხდება. 2009 წლიდან ის „მადნეულში“ გენერალური დირექტორის პოსტზე ბრუნდება და დღემდე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი – 10 წლის სალომე და 5 წლის მარიამი. ახალგაზრდა გენერალური დირექტორი ოჯახურ „მენეჯმენტშიც“ წარმატებული ჩანს – ივლისში უკვე მესამე შვილს ელოდება.

– ბატონო გიორგი, ახალგაზრდა კადრების საკვანძო პოსტებზე დანიშვნა განსაკუთრებით აქტუალური ვარდების რევოლუციის შემდგომ გახდა. თქვენ როგორ აფასებთ მოთხოვნას ახალგაზრდულ კონტინგენტზე?

– ბოლო პერიოდში თითქმის რამდენიმე საკვანძო თანამდებობა გამოვიცვალე და საწარმოო პროცესში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტებზე მომიწია მუშაობა. წარმოების მართვა შორიდან, ვიღაცას, შესაძლოა, მარტივადაც მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, არც ისეთი მსუბუქი არაა, როგორც წარმოგიდგენიათ. ეს პირველ ყოვლისა დაკავშირებულია, პროფესიონალიზმთან, საწარმოო მართვის გამოცდილებასთან. მით უმეტეს, როცა მძლავრ საწარმოში გიწევს 1 500 ადამიანთან ურთიერთობა, მათი პრობლემების გაცნობა, საწარმოო პროცესის მართვა და კონტროლი. რაც შეეხება მოთხოვნას ახალგაზრდულ კადრებზე, ბუნებრივია, ის პირდაპირპროპორციულია პროგრესული აზროვნებისა, რაც ზოგადად, ახალგაზრდა მენეჯმენტისათვისაა დამახასიათებელი. თუმცა, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას ძველი კადრების პროფესიონალიზმი და გამოცდილებაც. ამას პლუს ახალგაზრდების თანამედროვე გადაწყვეტისა და მართვის უნარი. აქედან გამომდინარე, ორივე ასაკის პროფესიონალთა კოორდინირებული მუშაობა გაცილებით ეფექტურად მიმაჩნია.

– ბატონო გიორგი, თქვენ ერთ-ერთი მძლავრი და წარმატებული ქართული საწარმოს გენერალური დირექტორი ხართ. ეს ცოტას არ უნდა ნიშნავდეს თქვენთვის.

– თავისთავად ცხადია, ეს დიდი ვალდებულებაა. სხვათა შორის, როდესაც ამ პოსტზე ვინიშნებოდი, პირველივე დღიდან სიხარულის ეიფორიაში კი არ ჩავვარდნილვარ, არამედ გავიაზრე – რამხელა პასუხისმგებლობას ნიშნავდა. თავისთავად სამთო მოპოვება ერთ-ერთი რთული დარგია და პროფილიც მოითხოვს მაღალპროფესიონალურ სტანდარტებს. საკმაოდ რთული პროცესია, როცა მხოლოდ საფინანსო სფეროსა და ბაზარზე ექსპორტის მართვა-რეგულაცია კი არ გიწევს, არამედ გეოლოგიის, ტრანსპორტის და ასე შემდეგ, საქმეთა განკარგვაც შენ გავალია საწარმოში. რომ აღარაფერი ვთქვათ, თავად მადნეულის მოპოვების პროცესზე. დაახლოებით, მილიონ-ნახევარ ტონაზე მეტი სამთო მასა უნდა გადაიტანო ერთი ადგილიდან მეორეზე, მოახდინო მისი გამდიდრება, შემდეგ კი – ტრანსპორტირება. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და სამთოგამამდიდრებელი ბიზნესი ერთ-ერთ რთულ ბიზნესადაა აღიარებული მსოფლიოში. ეს ნიშნავს 24-საათიან უწყვეტ ციკლს.

– რამდენი ადამიანია თქვენთან დღეისთვის დასაქმებული და მოახდინა თუ არა საწარმოო პროცესზე გავლენა განვლილმა ეკონომიკურმა კრიზისმა?

– ჩვენთან დაახლოებით, 1 500 მუშახელია დასაქმებული და ყველანაირად ვცდილობთ, რომ საწარმოო შემცირებები თავიდან ავიცილოთ. რაც შეეხება ეკონომიკურ რყევებს, ჩვენზე ამ მხრივ მსოფლიო საბაზრო სურათი და იქ მიმდინარე პროცესები უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური ძვრები. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ვართ საქართველოში და შესაბამისად, ჩვენზე გარეგანი ფაქტორები უფრო მოქმედებს. რა თქმა უნდა, მსოფლიო კრიზისმა თავისებური დაღი ჩვენც დაგვასვა. თუმცა, მთავრობისა და სახელმწიფოს განსაკუთრებული ხელშეწყობისა და ბანკების პარტნიორობის წყალობით, ეს რთული პერიოდი გადავლახეთ, თან, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

– მიუხედავად თქვენდამი გამოთქმული ბრალდებებისა, ჩვენი ინფორმაციით, 2009 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს პრიზიორი თქვენ გახდით.

– ნამდვილად, ეს ჯილდო ჩვენ მოგვენიჭა, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ და ეკოლოგიური გაჯანსაღების კუთხით გამორჩეულად მზრუნველ საწარმოს და ვფიქრობ, რომ ამით უკვე ყველანაირი გაზვიადებული შეფასებები ანულირებულია. „წლის საუკეთესო მწვანე კომპანიის“ ტიტული დამსახურებულად გადმოგვეცა.

– ბატონო გიორგი, ახლა მძიმე მენეჯმენტური საკითხებიდან ყოველდღიურ, საოფისე დეტალებზე გადავინაცვლოთ. როგორი უფროსი ხართ, ბრაზიანი?

– ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, ამის შესახებ ჩემი თანამშრომლებისთვის გეკითხათ. თუმცა, ყვირილი და მუშტების ქნევა არ მახასიათებს, ძველი, ნომენკლატურული უფროსების სტილი არ მაქვს (იცინის). გუნდურ მოთამაშედ მიმაჩნია თავი. საერთოდ, თანამედროვე ბიზნესისთვის უკვე მოძველდა ძველი, ქარიზმატული ბიზნესმენის იმიჯი, როცა საკუთარ თავზე მორგებულ ბიზნესმონსტრებს ქმნიდნენ, რომელიც მათთან ერთად ინგრეოდა შემდეგ. ჩვენთან მუშაობს სისტემა, რომელიც არ არის კერძო პერსონებზე ჩამოკიდებული. კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, ხოლო ხელმძღვანელის პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს.

– რაღაც არატრადიციულ დირექტორს ჰგავხართ, რომელიც კაბინეტში კი არ არის მუდმივად გამოკეტილი, არამედ სამუშაო, ეგრეთ წოდებული, „კასკით“ წარმომიდგენიხართ, მადნების კარიერებში მოსიარულე...

– ჩემი ყოველდღიური მუშაობა გამოიხატება კარიერების შემოვლით. დღის განმავლობაში უნდა შემოვიარო სარემონტო-სატრანსპორტო კვანძებიც და... ბოლნისის ოფისში დღეში 3-4 დაგეგმილი თათბირი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. საღამოს თბილისის სათავო ოფისში დაბრუნებისას კი ვაგვარებ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრების, მოლაპარაკებების პროცესს და ასე შემდეგ.

– ოჯახში თქვენს ასეთ „სათათბირო რიტმში“ ცხოვრებას როგორ ეგუებიან?

– ოჯახში ჩემი ცხოვრების ასეთ სტილს უკვე მიჩვეულები არიან. რატომღაც ისე ჩამოყალიბდა, რომ სულ ასე გადატვირთული რეჟიმი მაქვს, მეუღლე შეეგუა ჩემს „ტრუდაგოლიკობას“ (იცინის). შესაბამისად, ცდილობს რაც შეიძლება, შემიმსუბუქოს დატვირთვა და ოჯახური საქმეები თავის თავზე აიღოს.

– რამე განსაკუთრებული ჰობი ხომ არ გაქვთ? სპორტს მისდევთ?

– ადრე კრივში ვვარჯიშობდი, თუმცა შემდეგ ავტოავარია მომივიდა და ხელი ჩავიქნიე. ასეც რომ არ იყოს, როგორ წარმოგიდგენიათ, „მადნეულის“ გენერალური დირექტორი კრივში პროფესიონალურ დონეზე რომ ვარჯიშობდეს პარალელურად? (იცინის) წარმოუდგენელია, როცა ამდენი საქმეა, სად მოიცლი სპორტისთვის? კრივია, აბა, რა არის, ამხელა მასა უნდა გადაიტანო, დაამუშაო. ესეც თავისებური მძიმე სპორტია, ოღონდ საპასუხისმგებლო და პროფესიონალური, რომელზეც ასეულობით ადამიანის სამსახურია დამოკიდებული.


скачать dle 11.3