კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში უნდა მოიშორონ ჩინოვნიკებმა თმა და რას ვერ დამალავენ ისინი თმის მეშვეობით საკუთარი წარსულიდან


გასულ კვირას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით მუშაობს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ლაბორატორიაში თმის ღერის მეშვეობით ყველა ტიპის ანალიზს ატარებენ. თმა ინფორმაციის დიდი წყაროა და მისი მეშვეობით ადამიანის წარსულისა და მისი ყოფითი ჩვევების დადგენაც კი შეიძლება. რა დაკვეთებით მიმართავენ ახალ ლაბორატორიას კერძო პირები და რატომ შეიძლება მომრავლდნენ თბილისში უთმო ჩინოვნიკები, ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს, პაატა თუშურაშვილს გავესაუბრეთ.


– სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორია რამდენიმე წლის წინ გაიხსნა, მაგრამ, მუდმივად ხდება მისი აღჭურვა ახალი აპარატურით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების საუკეთესო ლაბორატორია, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს. სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა გამოკვლევების, მათ შორის – დნმ-ის ჩატარება, უწევდათ სხვა ქვეყნებში, ახლა კი ლაბორატორიაში დანერგილია ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ორგანიზმში ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების არსებობის დადგენა. ჩვენ მოგვმართავენ დაკვეთით როგორც კერძო პირები, ასევე სახელმწიფო უწყებები. კერძო პირებისგან ხშირად გვაქვს საქმე საკმაოდ უცნაურ დაკვეთებთან, მაგალითად, მოგვმართა ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ეჭვი, რომ მისი შვილის ძიძა ბავშვის საკვებში დამამშვიდებელ პრეპარატს უმატებდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვართ ჩართულები საგამოძიებო საქმეებში, ჩვენი სამსახური იძლევა საბოლოო შედეგსა და განმარტებას ყველა გახმაურებულ კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით.

– როგორც ვიცი თქვენს ლაბორატორიაში ხდება თმის ღერის ექსპერტიზაც, რომლითაც ძალიან ბევრი ინფორმაციის დადგენა შეიძლება.

– ჩვენი ლაბორატორია ერთადერთია, რომელიც ამის დადგენას ახერხებს, თმაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 300- 400 ასეთი ანალიზის ჩატარება ხდება. დანერგილი გვაქვს თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული. თმის ღერი საკმაოდ დიდი ინფორმაციის წყაროა. არ არსებობს ქიმიური ნივთიერება, რომელიც თმის ანალიზის შედეგად არ გამოჩნდეს, თუკი ეს ნივთიერება არსებობს ადამიანის ორგანიზმში. თმაში ანალიზის შედეგად შეიძლება ვიპოვოთ ძალიან ბევრი ნივთიერება, მაგალითად, არსენიუმი, რომლის აღმოჩენაც, შეიძლება, არ მოხდეს სხვა ორგანიზმის გამოკვლევით. თმის ღერით მოხდა ნაპოლეონის სიკვდილის მიზეზების დადგენაც – არსებობდა ეჭვი, რომ მას დარიშხანით წამლავდნენ, ეს არის კლასიკური შემთხვევა, თუ როგორ მოხდა ადამიანის სიკვდილის მიზეზის დადგენა თმის ღერის მეშვეობით საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ. თუ ადამიანი მოწამლეს და ის მოწამვლიდან მალევე გარდაიცვალა, ეს თმის ანალიზის შედეგად არ გამოჩნდება, რადგან მომწამლავი ნივთიერება მცირე დროში ორგანიზმიდან თმაში მოხვედრას ვერ მოასწრებს. თმა გარკვეულწილად ადამიანის ცხოვრების ისტორიაა, ის ნელა იზრდება და მასზე აისახება ადამიანის ცხოვრების წესი. დღევანდელი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ძალიან აპრობირებულია და თმის ღერით შეუძლია იმის დადგენა, არის თუ არა ადამიანი ალკოჰოლიკი, ეწევა თუ არა თამბაქოს, აქვს თუ არა ჰალუცინაციები, იღებს თუ არა ფსიქოტროპიულ საშუალებებს, ჩაის ანიჭებს უპირატესობას თუ ყავას, თავის ტკივილის დროს ციტრამონი ურჩევნია თუ ანალგინი. თმის ღერით, შესაძლოა, დადგინდეს, რა ტიპის კვებას არჩევს ის. გვქონდა შემთხვევა, როდესაც უცხოეთიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა მოგვაკითხა ანალიზის ჩასატარებლად და აღმოჩნდა, რომ მისი ორგანიზმი შეიცავდა ჰალუცინოგენს, რომელიც სხვადასხვა სასმელით შეიძლებოდა მიეღო. მოგეხსნებათ, ადამიანებს თმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ეზრდება. როცა მელოტ ადამიანთან დაკავშირებით გვსურს ინფორმაციის მიღება, თმის აღება შეგვიძლია ალტერნატიული ადგილებიდან და ანალიზი იმავე შედეგს მოგვცემს. ტექნოლოგიურად, თმის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია: ადამიანის თმის რამდენიმე ღერიდან, ერთ ნაწილს ვინახავთ ჩვენს საცავებში, მეორე ნაწილს უტარდება მექანიკური დამუშავება სპეციალური ხსნარებით, შემდეგ გამოიყენება იმუნოფერმენტული მეთოდები, ასევე, გაზური ქრომატოგრაფია, რომელიც შეუღლებულია სპექტრომეტრიასთან. თმა თავიდანვე უნდა გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით, რათა გამოჩნდეს მხოლოდ მოხმარებული ნივთიერება და მექანიკური ზემოქმედების კვალმა არ შეგვიშალოს ხელი.

– როგორ ხდება თმის ღერით დადგენა, იყო თუ არა ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი ათეული წლის წინ.

– როდესაც საუბარია იმაზე, ადამიანი მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს, ან, არის თუ არა ნარკომანი – ეს აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ თმის მეშვეობით შეიძლება მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც, რაღაც მიზეზის გამო, თმაში შეიძლება, არ გამოჩნდეს ნარკოტიკული ნივთიერება – ვთქვათ, მაშინ, თუ არასწორ დროს ჩატარდა ანალიზი. როდესაც ადამიანი ერთ დილას მიიღებს ნარკოტიკულ ულუფას და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მისი თმა იქნება სუფთა და იქ ნარკოტიკის კვალს ვერ ვიპოვით. ასეთ დროს სრული ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ეფექტურ ინფორმაციას იძლევა შარდის ანალიზი, რის შედეგადაც საკმაოდ სწრაფი პასუხი მიიღება. ამ ტიპის ექსპრეს-ტესტით, ნარკოტიკის კვალი ჩანს რამდენიმე დღის განმავლობაში. სისხლის ანალიზის შედეგად ნარკოტიკის აღმოჩენა ხდება საათების განმავლობაში, თმა კი წლების ინფორმაციას იძლევა, ოღონდ, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე და ნარკოტიკების მოხმარების სიხშირეზე.

– თმის ღერის ანალიზს დიდი დრო სჭირდება?

– თმის სწრაფი ტესტი რეალურად არ არსებობს, დღევანდელი მეთოდიკით ამ ანალიზს 24- 26 საათი სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიას, რომ ეს ვადები კიდევ უფრო შემცირდეს.

– თუ ადამიანმა წლების წინ, სულ რამდენჯერმე მიიღო ნარკოტიკი, ესეც ჩანს თმის ღერის ანალიზის შედეგად?

– გააჩნია, მას აქვს თუ არა თმა, რომელიც იმ პერიოდში ჰქონდა. თუ თმის შეცვლის პროცესში ადამიანის ორგანიზმი ნარკოტიკისგან გაიწმინდა, მისი ახალი თმა ინფორმაციას აღარ შეიცავს, მაგრამ, თუ ძველი თმა შენარჩუნებულია, მაშინ, შეიძლება დადგენა, იყო თუ არა ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი და, კონკრეტულად, რომელი სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა ის. თუ ადამიანმა მხოლოდ ერთხელ ან რამდენჯერმე მოიხმარა ნარკოტიკი, წლების შემდეგ ეს არ გამოჩნდება.

– რაც შეეხება გვამურ თმას, ისიც სრულ ინფორმაციას იძლევა?

– დიახ, ოღონდ, ცდომილება შეიძლება უფრო მეტი იყოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გვამის აღმოჩენის შემთხვევაში, არ არსებობს სხვა ქსოვილი და ინფორმაციის მიღება ხდება თმის მეშვეობით. ნაპოლეონის თმის გამოკვლევა საუკუნის შემდეგ მოხდა. თმას აქტიურად იყენებენ დნმ-ის ანალიზის ჩატარების დროს, ასეთ შემთხვევაში თმის ღერი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფესვს, სადაც დნმ „ინახება“. თუ თმას არ აქვს ფესვი, გენეტიკური კავშირის დადგენა ვერ მოხდება.

– მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, შესწავლილ უნდა იქნეს სახელმწიფო მოხელეთა წარსული ანუ, იყენებდნენ თუ არა ისინი ნარკოტიკს, გაიზარდა სახელმწიფო უწყებათა რაოდენობა, ვინც დაკვეთით მოგმართათ?

– ჩვენ გვაკითხავს ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება და კერძო ორგანიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან კონფიდენციალურობა დაცულია, გვაკითხავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, გაარკვიონ, აქვთ თუ არა ორგანიზმში დარჩენილი წლების წინანდელი ნარკოტიკის კვალი. ადამიანს ანალიზის ჩასატარებლად სხვისი თმის მოტანაც შეუძლია. თუ სახელმწიფო მოხელეს ამ მხრივ აქვს პრობლემები, ის ყველანაირად შეეცდება, კვალის წასაშლელად, ძველი თმა მოიშოროს. ასე რომ, დიდი ალბათობაა მალე უთმო ჩინოვნიკების რიცხვი გაიზარდოს (იცინის).


скачать dle 11.3