კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუპატიურებისთვის 27 წელი ციხემისჯილი პატიმრის მსხვერპლი გოგონა ქალწული აღმოჩნდა

გაუპატიურების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლშვილიან მამუკა დ-ს 27 წელი მიუსაჯა. პატიმარი თანასოფლელმა სკოლის მოსწავლემ ამხილა, რომ ორი წლის განმავლობაში მას სოფელშივე, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აუპატიურებდა. უსაზარლესი საქმე სააპელაციო სასამართლოში გამაოგნებელი ფინალით დასრულდა: ექსპერტიზით დადგინდა, რომ გოგონა ქალწულია, რის შემდეგაც საქმეში არა მხოლოდ ადვოკატები, თვით ეპისკოპოსი და მთელი სოფელი ჩაერთო – ითხოვდნენ პატიმარი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს, ის იყო, რომ 27 წელი დაკავებულს 10-წლიანი პატიმრობით შეეცვალა.

სასამართლოებს უამრავი გაუპატიურების საქმე განუხილავთ, მაგრამ ამ საქმეს ანალოგი მართლა არ მოეძებნება. პროცესი ღია სხდომაზე ჩატარდა, თუმცა, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, „მოძალადისა“ „მსხვერპლის“ სახელებს ჩვენ მაინც ინიციალებით მოვიხსენიებთ. გეტყვით იმასაც, რომ ინციდენტი საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა და თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში გაგრძელდა – სწორედ ამ სახლში მოხდა მამუკა დ-ს დაკავება.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მამუკა დ-ს ბრალი დაედო სოფელში, მისი სახლის გვერდით მდებარე მიტოვებულ სახლში არასრულწლოვანი ნინო მ-ს შეტყუებასა და გააუპატიურებაში. მუქარით, რომ, თუ გაამხელდა, ოჯახის წევრებს დაუხოცავდა, რაც ორი წელი გრძელდებოდა. შემდეგ კი, ასევე დასკვნის თანახმად, გოგონა მოტყუებით თბილისში, ნაქირავებ ბინაში ჩამოიყვანა, თავისუფლება აღუკვეთა და მის უცხოეთში გადაყვანას ცდილობდა. მანამდე კი აუპატიურებდა. გარდა ამისა, მამუკა დ-ს ბრალი დაედო იმაშიც, რომ ნაქირავებში, სადაც არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა, სოფლიდან ჩავიდა გოგონას დედა, მაგრამ მამუკა მასაც მოკვლით დაემუქრა, თოკით შეუკრა ხელები და ტუალეტში მანამდე ჰყავდა ჩაკეტილი, ვიდრე თანხმობას არ მისცემდა, რომ მის შვილთან არა მხოლოდ ქორწინების არამედ, მასთან ერთად უცხოეთში წასვლის ნებართვაც მიეცა.

როგორ გაიხსნა საქმე

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მამუკა დ-მ სოფელში დაიბარა, რომ სამუშაოდ უცხოეთში მიდიოდა, მაგრამ რეალურად, თბილისში იქირავა ბინა, სადაც სოფლიდან ნინო მ-ც ჩავიდა. თუმცა, ვინაიდან ბავშვის წასვლის შესახებ არავინ იცოდა, მისი გაუჩინარების ფაქტზე რაიონში საქმე აღიძრა და ძებნა გამოცხადდა.

დაახლოებით ორ კვირაში, ნაქირავებ ბინაში კითხვა-კითხვით მამუკას ბიძა მივიდა, რომელსაც თანასოფლელმა აცნობა, რომ მამუკა და ნინო ნაქირავებში ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ ნინომ დაურეკა, რომ მამუკა მოკვდა და ისიც თავს იკლავდა. შეშფოთებული ბიძა ცოლთან ერთად სასწრაფოდ ნაქირავებში მივიდა, თუმცა ნინომ კარი არ გაუღო – მამუკა ვენებგადაჭრილია, სისხლად იცლება და თუ კარს ძალით გააღებთ, მეც თავს მოვიკლავო. ამიტომ ბიძამ პოლიცია გამოიძახა, კარი შეამტვრიეს და გაოცდნენ – მამუკაც და ნინოც საღსალამათები იყვნენ...

ნინოს გაუჩინარებაზე აღძრული საქმე გახსნილად გამოცხადდა. გამოძიება უკვე გაუპატიურების მუხლით გაგრძელდა და აქ იწყება ტყუილების კორიანტელი. გოგონამ პოლიციას ჩვენება მისცა, რომ მამუკა მას პირველად სოფელში გამოუტყდა, რომ უყვარდა, მაგრამ ჩვენ შორის სექსუალური კავშირი დაახლოებით ოთხი თვის წინ, სოფლის მიტოვებულ სახლში დამყარდა, რის შემდეგაც მამუკა უცხოეთში წაყვანას და ცოლად მოყვანას მპირდებოდაო. მისივე ჩვენებით, მამუკა თბილისში მასზე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა, თვითონ ჯერ პასპორტი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან ვერ შეძლო, მეც გამოვიპარე, მამუკა კი თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოსთან დამხვდა, ნაქირავებში მიმიყვანა და ცოლ-ქმარი გავხდითო.

რაც შეეხება მამუკას, აცხადებდა, რომ ნინო უყვარდა, მის გამო ოჯახი დატოვა და ცოლად მოყვანას უპირებდა, მაგრამ ირწმუნებოდა, სოფელში მასთან არანაირი სექსუალური კავშირი არ მქონია, ყველაფერი თბილისში, ნაქირავებში მოხდაო. თუმცა, სასამართლოს დაწყებისთანავე, მან სექსუალური კავშირი კატეგორიულად უარყო, მოსამართლეს არწმუნებდა, რომ არასრულწლოვანთან რეალურად არაფერი ჰქონია.

ვინაიდან ნაქირავებში წყვილი არასრულწლოვანის დედამაც მოინახულა, გამოძიებამ დედაც დაკითხა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მათ სანახავად ტაქსით ჩავედი, მაგრამ ბინაში მისვლისას მამუკამ ოთახში ჩამკეტა. ისე ვინერვიულე, გონება დავკარგე და შვილმა მომასულიერაო. მოკლედ, ქალი ამბობდა, რომ მამუკა მისგან მის შვილზე დაქორწინების უფლებას სთხოვდა, რის შემდეგაც ნინოს უცხოეთში წაყვანას უპირებდა – უარს თუ ვეტყოდი, ორივეს მოკვლას გვიპირებდა და დანას გვიღერებდაო. მისივე ჩვენებით, ვინაიდან უარი უთხრა, მამუკამ ხელები შეუკრა და ტუალეტში ჩაკეტა. ამიტომ, იძულებული გახდა, თანხმობა მიეცა – ნაქირავებიდან მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ გამომიშვაო...

სხვას ამბობდა პატიმარი: ნინომ დედამისს თავად დაურეკა, რადგან იცოდა, რომ გაუგებდა. დედამისისთვის არაფერი დამიშავებია, არც ხელები შემიკრავს და არც ჩამიკეტავს, ამას სასამართლოზე ნინოც დაამტკიცებსო. მისივე თქმით, დედას შვილის წაყვანა თუ უნდოდა, ამას ორივე თავისუფლად შეძლებდა, რადგან ჯერ ერთი, კივილს ატეხდა და მეზობლებს გააგებინებდა, მეორეც, სახლის კარი გასაღებით არ იკეტებოდაო.

ვინ სად ტყუოდა და რატომ, ეს, ალბათ, დღესაც აუხსნელია, მაგრამ გამაოგნებელი ისაა, რომ არასრუწლოვანმა ჩვენება რვაჯერ შეცვალა: მორიგ ჩვენებაში აცხადებდა, რომ მასთან მამუკამ სექსუალური კავშირი მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში არა ოთხი თვის წინ, როგორც პირველად თქვა, არამედ, ორი წლით ადრე, 13 წლის ასაკში დაამყარა – აქედან მოყოლებული, პერიოდულად, ჩემთან ძალადობით ამყარებდა კავშირსო. რაც შეეხება დედამისის სტუმრობას, ჯერ თქვა, რომ იმ ღამეს, დედამისი მათთან დარჩა, მას და მამუკას ლოჯში, დედამისს კი მისაღებში ეძინა: „დედაჩემი ტიროდა, მამუკას ჩემს გატანებას სთხოვდა, მაგრამ მე არ წამოვედი, იმიტომ, რომ მამუკა თავს მოიკლავდა, თანაც მიყვარდა“. შემდეგში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ორივეს მოკვლით გვემუქრებოდაო: „დედაჩემი ოთხი-ხუთი საათი ჰყავდა საპირფარეშოში ჩაკეტილი. მთელი ღამე იქ გაათენებინა“, – განაცხადა გოგონამ და ჩვენება კიდევ შეცვალა: „მოწმედ დაკითხვისას ვთქვი, რომ ჩვენი კავშირი დამყარდა სოფელში, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ შორის ინტიმური კავშირი თბილისში მოხდა. თავიდან ასე იმიტომ ვთქვი, რომ გაოგნებული ვიყავი“. მომდევნო დაკითხვაზე გოგონა ჩვენებას კიდევ ცვლის: მოტყუებით წამიყვანა მეზობლად მიტოვებულ სახლში და ძალით გამაუპატიურა. მერე თვითონ დამბანა და დამემუქრა, ვინმეს თუ ეტყვი, გაგამწარებო. არავისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მეშინოდა. სწორედ შიშის გამო ვერ დავეხმარე დედას, როცა მას დანა ეჭირა და ორივეს გვემუქრებოდა. შიშის გამო ვიყავი იძულებული, როცა მოესურვებოდა მაშინ დაემყარებინა ჩემთან სექსუალური კავშირი. ახლა ვაცნობიერებ რა უბედურებაც დამემართაო.

ბოლოს და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ, როგორც არასრულწლოვანი ირწმუნებოდა, მამუკას მისი თურქეთში გაყვანა და მისი მეძავად ქცევა უნდოდა, რაშიც თითქოს ორი სხვა პირიც ეხმარებოდა, რომლებიც მამუკას აჩქარებდნენ, საბუთები დროზე შეეგროვებინა, რადგან თურქეთში კაცი უკვე ელოდებოდათ...

ამ აბდაუბდა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მამუკა დ. არასრულწლოვანს ორი წლის განმავლობაში მუქარით აუპატიურებდა და გაუპატიურებისთვის (სსკ 137-ე მუხლით) 19 წელი, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის (სსკ 143-ე მუხლით) – 8, მთლიანობაში – 27 წელი მიუსაჯა.

პატიმარი გაუპატიურებაში გამართლდა

მოვლენები სააპელაციო სასამართლოში შეიცვალა. დაუჯერებელია, მაგრამ უტყუარი: გოგონა ქალიშვილი აღმოჩნდა! ამის გამო, პროცესზე ექსპერტიც კი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ, თუ, როგორც გოგონა ამბობდა, სექსუალური კავშირი მას სისტემატურად ჰქონდა, მისი საქალწულე აპკი დარღვეული უნდა ყოფილიყო. ამაზე აღშფოთებული პატიმრის ადვოკატი პროკურორს სთხოვდა, აეხსნა: გაგვაგებინეთ, რამდენჯერ დაირღვა საქალწულე აპკი და რამდენჯერ გამთელდა, იქნებ ფაქტი მეცნიერულ კვლევას საჭიროებსო?

გარდა ამისა, მოწმედ დაიკითხა იმ მიტოვებული სახლის პატრონი, სადაც თითქოს ინტიმური კავშირი ხდებოდა, მაგრამ სახლის პატრონმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ მის გარეშე, ვინმე მის სახლში შესვლას შეძლებდა. ირწმუნებოდა, რომ სახლი ისე ჰქონდა ჩაკეტილი, ბოქლომის დამტვრევის გარეშე ვერავინ შეაღწევდა. თანაც, იმ პერიოდში, რომელსაც გოგონა ასახელებდა, სახლის პატრონიც სოფელში იყო.

სხვათა შორის, იმ სახლში არაფერი რომ არ მომხდარა, ეს არასრულწლოვანის ხელახლა დაკითხვითაც დადასტურდა – მან ვერ აღწერა, სახლში სად რა ნივთი იდო.

არანაკლებ საინტერესო იყო ისიც, რომ თბილისში, ნაქირავებში ყოფნისას, გოგონა თავის მასწავლებელს ტელეფონით ესაუბრა. მასწავლებელმა უთხრა, თუ ძალით წაგიყვანეს, რამე ნიშანი მომეციო, მაგრამ პირიქით, გოგონამ უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო – ეს მასწავლებელმა დაადასტურა.

და, ყველაზე მთავარი: გოგონას დედა, რომელიც ჩვენებაში ამბობდა, თბილისში ტაქსით წავედიო, გაირკვა, რომ ტაქსით კი არა, ნაქირავებში თანასოფლელმა მიიყვანა, ხოლო მათი მისვლისას მამუკა სახლში საერთოდ არ ყოფილა, ის დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მისულა, ანუ, დედა-შვილი სახლში მარტო იყო და მათთან ერთად, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, იმავე სახლში იყო ის თანასოფლელიც, ვინც ეს ქალბატონი ნაქირავებში მიიყვანა. აქედან გამომდინარე, პატიმრის ადვოკატი ამტკიცებდა: ნებისმიერი დედა შვილს ცემა-ტყეპით წამოიყვანდა, პოლიციაში დარეკავდა, მთელ კორპუსს შეძრავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონას დედა რაღაცას მალავს, რისი გახმაურებაც არ უნდაო და მან პატიმრის მთლიანად გამართლება მოითხოვა, თუმცა ვერ შეძლო. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მამუკა დ-ს გაუპატიურების უმძიმესი მუხლი მთლიანად მოუხსნა, მაგრამ ბრალი დასდო სსკ 140-ე მუხლი: „სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“. ამ მუხლით მამუკა დ-ს 2 წელი მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას ბრალად დასდეს გოგონას დედისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რისთვისაც 8 წელი, ანუ, საბოლოოდ, 10 წელი მიუსაჯეს.

პატიმრის ადვოკატებმა საქმე უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს, მაგრამ საბოლოო ინსტანციამ სარჩელი იქ განუხილველად დატოვა.

რა მოხდა რეალურად? ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ერთია: პატიმარი სოფელს იმდენად უყვარს, მომხდარის გამო არასრულწლოვანის ოჯახზე აღშფოთებულები იყვნენ. საქმეში დევს მათი წერილიც, რომელშიც მოსამართლეს სთხოვენ – დაუბრუნეთ სოფელს მამუკა დ., მას თვალდახუჭული ვენდობითო. ის კი არა, როგორც აღვნიშნეთ, მოსამართლეს თვით ეპისკოპოსმაც კი მიმართა მის გათავისუფლებაზე, მაგრამ არაფერმა გაჭრა – მამუკა დ. ციხეში 10 წელს გაატარებს.



ეკა ბარაბაძე


скачать dle 11.3