კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოხვდება „მოვალეთა რეესტრის“ მონაცემთა ბაზაში და დაკარგავს თუ არა ის მომენტალურად ქონებას ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში


იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო ბიუროს ინიციატივით შეიქმნა „მოვალეთა რეესტრი“. სააღმსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონში ცვლილება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შევიდა და მასში პირდაპირ ჩაიწერა, რომ „მოვალეთა რეესტრი“, რომელიც „შავი სია“, კი არა, მონაცემთა ერთიანი სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობაა, 2010 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამ ახალი ინიციატივის საფუძველზე ხალხში პანიკა შეიქმნა, რომ იმ ათასობით მოვალე სუბიექტმა, ვინც დღესდღეობით ბანკიდან გამოტანილი სესხით წვრილმანი თუ მსხვილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები, მანქანა, ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი, ბინა შეიძინა, ან სესხი გადაუდებელი ოპერაციისთვის, სხვა ბევრად უფრო მძიმე შემთხვევისთვის, ბიზნესისთვის აიღო, მაგრამ ბიზნესი ჩაუვარდა და ვალის გადახდა უჭირს, კანონი მათ მთელი სიმკაცრით მიუდგება. როგორც სააღმსრულებლო ბიუროს თავმჯდომარემ, ლაშა მაღრაძემ გვითხრა, ხალხში გამოწვეული პანიკა უსაფუძვლოა. სააღმსრულებლო ბიურო საზოგადოებას არაფერს ისეთს განსაკუთრებულს და ახალს არ აცნობს, რაც აქამდე არ ყოფილა. ის არ განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურას, შესაბამისად, მის კომპეტენციაში არანაირად არ შედის ვინმეს დაკავება, დაპატიმრება ან ვინმესთვის ქონების წართმევა. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით „მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრირებულია ათასზე მეტი მოვალე სუბიექტი.



– ბატონო ლაშა, გაგვარკვიეთ, რა ბედი ელის იმ ათასობით ადამიანს, რომლებსაც ბანკებიდან პატარა თუ დიდი სესხი აქვთ აღებული და მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ვეღარ იხდიან ან გადახდას აჭიანურებენ?

– ელით ის, რაც ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება დაეკისროს, ანუ, თუ მოვალე სუბიექტი ვალს არ გადაიხდის, კრედიტორი სასამართლოში მიდის. სასამართლო დაადგენს, მოვალეს გარკვეული თანხა აქვს გადასახდელი თუ – არა და მიიღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას. სასამართლომ უნდა ამოწეროს სააღმსრულებლო ფურცელი, რომელსაც კრედიტორი მოვალე სუბიექტის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე წარადგენს. საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, მინდა ვთქვა, რომ „მოვალეთა რეესტრი“ სისტემის კიდევ უფრო მეტად საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით არის შექმნილი. ეს არ არის „შავი სია“. ეს არის მონაცემთა ერთიანი ბაზა, სადაც ხვდებიან მოვალე სუბიექტები. ისინი, ვინც განსაზღვრულ ვადებში ვერ ახდენენ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დასრულებას. (ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში შვიდდღიანი ვადაა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში კი – ერთთვიანი – ავტორი). მგონი, ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერია. როგორც მანამდე ხდებოდა გადაწყვეტილებების აღსრულება, მოვალისთვის ქონების დაყადაღება, ქონების შეფასება და შესაბამისად, მისი სარეალიზაციოდ გატანა, დღესაც ანალოგიურად მოხდება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ მოქმედებს აღმასრულებელი. მოვალე სუბიექტი შეიძლება, იყოს ის მოვალე, რომელსაც არ გააჩნია იპოთეკით დატვირთული ქონება. ასეთ შემთხვევაში ის ერთიან მონაცემთა ბაზაში არ ხვდება. ის ქონება ისედაც სახეზეა და აღმასრულებელმა იცის, რომ ეს ქონება არსებობს. ბაზაში მოხვდებიან ისეთი მოვალე სუბიექტები, რომელთა ქონებაზეც აღმასრულებელი ინფორმაციას არ ფლობს. მანამ, სანამ აღმასრულებელი არ მოიძიებს ამ ქონებას, არ მოხდება მისი რეალიზაცია და ვალი არ დაიფარება, მანამდე მოვალე სუბიექტი მონაცემთა ბაზაში რჩება. თუ ვალს შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით არ გადაიხდის, სწორედ მერვე დღეს მოხვდება მონაცემთა ბაზაში. სასამართლო პროცესზეც შეუძლიათ მოვალეს და კრედიტორს შეთანხმდნენ დავის საგანზე მანამ, სანამ სააღმსრულებლო ფურცელი ამოიწერება. შეიძლება, არც ამოიწეროს სააღსრულებლო ფურცელი, თუ ორი მხარე შეთანხმდება.

– პატიმრობაში მყოფ პირებზე, ამ კატეგორიაზე რომლებსაც ასევე ვალი აქვთ, რა შეღავათებია დაწესებული? მაგალითად თუ შეიძლება რომ მათ სესხი გადაუვადდეთ, დაბალი პროცენტი დაწესდეს, საერთოდ პროცენტი მოეხსნათ, დაყადაღდება თუ არა მათი ქონება და ასე შემდეგ.

– პატიმრობაში მყოფ პირებზე კანონის ირგვლივ მუხლები მოქმედებს, რაც დანარჩენებზე, ამ კატეგორიის ადამიანებზე, არანაირი შეღავათი არ ვრცელდება.

– ზოგადად, ბანკები, იმისათვის, რომ კლიენტები არ დაკარგონ, გარკვეულ კომპრომისზე მიდიან დაბალი პროცენტის სანაცვლოდ. თქვენ რა არჩევანს უტოვებთ მოვალე სუბიექტს?

– აღსრულების პროცესი არ გახლავთ ის პროცესი, სადაც ორივე მხარე დარჩება კმაყოფილი. კრედიტორი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს იმით, რატომ მოცემულ ვადებში არ ხდება გადაწყვეტილების აღსრულებაო და მოვალე უკმაყოფილო იყოს იმის გამო, რომ მისი მოძრავი ან უძრავი ქონება იყიდება. კანონმა მაინც გაითვალისწინა როგორც კრედიტორის უფლებები, რომლის ინტერესებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ისე მოვალის უფლებები, იმ თვალსაზრისით, რომ იძულებითი აღსრულება არ ეხება პირადი მოხმარების, პროფესიული საქმიანობის ნივთებს, ის, რაც ადამიანის არსებობისათვის აუცილებელია, მაგრამ რაც ფუფუნების საგნად ითვლება, ბუნებრივია, დაყადაღებას ექვემდებარება. გარდა ამისა, დადგენილია ხელფასის და პენსიის მინიმალური ოდენობა, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოხდეს იძულებითი აღსრულების მიქცევა.

– ყოველივე, ალბათ, სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება?

– რა თქმა უნდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე აღმასრულებელი უკავშირდება სტატისტიკის დეპარტამენტს და იქიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რამდენია ამ ადამიანის მინიმალური ხელფასის ოდენობა. ამის ზემოთ, თუკი მას რამე თანხა გააჩნია, მასზე ხდება იძულებითი აღსრულების მიქცევა. მაგალითად, ცხადია, თუ ბანკში აქვს თანხა, მომენტალურად დაიბლოკება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წვდომა და ხედვა აქვს „მოვალეთა რეესტრის“ ბაზასთან. როგორც კი მოვალე სუბიექტი რაიმე ქონების რეგისტრაციას მოახდენს, მაშინვე გადაამოწმებენ. თუ არის „მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრირებული ავტომატურ რეჟიმში ეცნობება აღმასრულებელს. შემდეგ მემორანდუმი გაფორმდება საბანკო სექტორთან და ბანკის წარმომადგენლები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მანამ არ გასცემენ კრედიტს, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მოვალეს რაიმე სხვა ტიპის ვალდებულება არ გააჩნია ნებისმიერ სუბიექტთან.

– თუ იმ ნივთის ღირებულება, რაც სახლში მაქვს და აღმასრულებელს იძულების წესით აუქციონზე გააქვს გასაყიდად, ბევრად აღემატება აღებული სესხის ოდენობას, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, აუცილებლად გაიყიდოს ეს ქონება. შეიძლება, არ გაიყიდოს. კრედიტორმაც უარი თქვას მისი ნატურით წაღებაზე. მოვალეს ეს ქონება აუცილებლად უკან უბრუნდება. თუ პირველ აუქციონზე არ გაიყიდა ქონება, განმეორებითი აუქციონი ტარდება პირველი აუქციონიდან 15 დღის ვადაში. ნებისმიერ პირს შეუძლია, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით იხილოს, თუ რა ტიპის ქონებაა გატანილი და პირდაპირი წესით შეიძინოს.


скачать dle 11.3