კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში „იკვებება ახალშობილებით“ კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი და როგორ მოხვდა ის ახალი რელიგიური სკანდალის ეპიცენტრში


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

„დიდი რვიანის“ წევრი ქვეყნის – კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი, „რვიანის“ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ნაკლებად არის ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის. იგი კანადის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეა, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2006 წლიდან უკავია. სტივენ ჰარპერი საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივი პიროვნებაა და მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს ტრადიციული ტოპათეულის სახით გაგაცნობთ:

1. ზედიზედ მეორე წელია, კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი კანადური მედიის მიერ „წლის საუკეთესო ნიუსმეიქერად“ სახელდება. სწორედ მან მისცა ყველაზე მეტი საბაბი საგაზეთო სათაურებისთვის 2009 წელს კანადაში. ჟურნალისტების აზრით, მთელი წლის განმავლობაში სტივენ ჰარპერს ღირსეულად გაჰქონდა კანადის სახელი უცხოეთში და სწორედ მისი ეფექტური მუშაობის შედეგად დაძლია კანადამ მძიმე დაბრკოლებები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

2. კანადაში, კერძოდ კი ქალაქ ტორონტოში, ადგილობრივმა ჰაკერებმა გატეხეს ელექტრონული ტაბლოები ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძირითადად ტრამვაებში, სადაც ყოველ სამ წამში ერთხელ ტრიალებდა ფრაზა: „სტივენ ჰარპერი იკვებება ახალშობილებით“. აღსანიშნავია, რომ ეს ელექტრონული გზავნილი რამდენიმე საათის განმავლობაში ტრიალებდა ტრანსპორტში და ტორონტოს არც ერთ მოსახლეს არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელექტრონული ტაბლო არ იყო დაცული პაროლით, ამიტომ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, „გადაეპროგრამებინა“ და დაეწერა ის, რაც მოესურვებოდა. ამ ფაქტის შემდეგ ტორონტოს ტრანსპორტის სამსახურმა სპეციალური პაროლები დაადო ყველა ელექტრონულ ტაბლოს.

3. კანადის ფედერალურმა ლიბერალურმა პარტიამ ოფიციალური ბოდიში მოუხადა პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერს თავის ვებ-გვერდზე განთავსებული სკანდალური ფოტოების გამო. ფოტოშოპით დამუშავებულ ერთ-ერთ ფოტოკოლაჟზე ჰარპერი კუდაწეული ძროხის გვერდით, ხოლო მეორეზე მისი სახე დადგმული იყო ლი ჰარვი ოსვალდის – ჯონ კენედის სავარაუდო მკვლელის ტანზე.

პარტიის განცხადებით, ფოტოკოლაჟები მათი პარტიის მომხრეების მიერ იყო გამოგზავნილი, რითაც ისინი პროტესტს უცხადებდნენ ჰარპერის გამოსვლას კოპენჰაგენის კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

4. კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი ახალი რელიგიური სკანდალის ეპიცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კათოლიკე მღვდელისგან ზიარება მიიღო. სკანდალი კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სტივენ ჰარპერი პროტესტანტი-ევანგელისტი აღმოჩნდა, მათთვის კი კათოლიკე მღვდლებისგან ზიარების მიღება აკრძალულია, რადგან, კათოლიკეებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ზიარების საიდუმლო ღმერთის ხორცისა და სისხლის მიღებასთან ასოცირდება, პროტესტანტებისთვის მხოლოდ საიდუმლო სერობის სიმბოლოსთან და მოგონებებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ჰარპერის და რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის ოფიციალურ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გახმაურდა.

5. კანადის ტრანსპორტის მინისტრის ჯონ ბეირდის საყვარელი კატა, პოლიტიკური სკანდალის მთავარი გმირი გახდა. საქმე ისაა, რომ სტივენ ჰარპერს ტრანსპორტის მინისტრისგან მიუვიდა ესემესი ტექსტით – „ტეტჩერი გარდაიცვალა“. პრემიერ-მინისტრმა მესიჯის წაკითხვისთანავე თავის თანაშემწეს საგანგებო ტექსტის მომზადება და დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის მწუხარების გამომხატველი წერილის დაწერა დაავალა. იმ მომენტში პრემიერი შეხვედრას მართავდა ომის ვეტერანებთან და როგორც კი დაასრულა შეხვედრა, მან თვითონ დაიწყო იმავე ესემესის გადაგზავნა კანადის სხვა წევრების მობილურ ტელეფონებზე, რათა ისინიც საქმის კურსში ყოფილიყვნენ. საერთო ჯამში, „ტეტჩერის გარდაცვალების“ ამბავი ელვისებურად გავრცელდა კანადის პოლიტელიტაში, სინამდვილეში კი, „გარდაცვლილი ტეტჩერი“ აღმოჩნდა, ტრანსპორტის მინისტრის 16 წლის კატა, რომლის სიკვდილი ბეირდმა იმდენად ემოციურად გადაიტანა, რომ თავისი გულისტკივილის გაზიარება პრემიერ-მინისტრისთვის გადაწყვიტა, რომელმაც მისი მესიჯი „არასწორად გაიგო“.

6. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯგუფ „ბითლზის“ დიდი თაყვანისმცემელია და მათ მიერ გამოშვებული ვინილის ფირფიტების უნიკალური კოლექციის მფლობელია. იგი, ასევე, მუსიკითაც არის დაინტერესებული და, მოყვარულის პირობაზე, საკმაოდ კარგად უკრავს ფორტეპიანოსა და გიტარაზე. 2009 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა კონცერტიც კი ჩაატარა ტორონტოს სიმფონიურ ორკესტრთან და განთქმულ მევიოლინე იო-იო-მასთან ერთად, რომლის დასრულების შემდეგ მან „ბითლზის“ შემოქმედებიდან თავისი საყვარელი სიმღერა – „With a little help from my friends“ შეასრულა ექსპრომტად, რამაც დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ შესრულების ნახვა „იუთუბიზეა“ შესაძლებელი.

7. სტივენ ჰარპერის ყოფილმა თანაშემწემ, ჰარპერის საარჩევნო შტაბის წევრმა, სპიჩრაიტერმა ოუენ ლიპერტმა პლაგიატობა აღიარა, რომ 2003 წელს რამდენჯერმე „დააკოპირა“ ავსტრალიის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჯონ ჰოვარდის გამოსვლების ფრაზები და თითქოს თავისი სახელით წარუდგინა კონსერვატორების პარტიის ლიდერ სტივენ ჰარპერს. აღსანიშნავია, რომ ჰარპერმა თავის გამოსვლაში 2003 წელს ამომრჩევლების წინაშე, ზუსტად გაიმეორა ის ფრაზები, რომლებსაც ჰოვარდი ორი კვირით ადრე ამერიკის მხარდასაჭერად ამბობდა ერაყის ინტერვენციის დროს. როგორც მოგვიანებით ჰარპერმა განაცხადა, მან არ იცოდა, რომ სხვის ნათქვამ ფრაზებს იმეორებდა.

8. მიუხედავად იმისა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერს, კანადური ოპოზიციის ლიდერ მაიკლ იგნატიევის, კანადის გენერალ-გუბერნატორ მიკაელ ჟანისა და სპორტის მინისტრ გერი ლუნის მსგავსად, ჰქონდა უფლება, უფასოდ დასწრებოდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველა შეჯიბრებას, პრემიერმა მაინც გადაწყვიტა, სალაროში გადაეხადა ბილეთების საფასური. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრს უარი განუცხადეს ფულის მიღებაზე და ურჩიეს, რომ ბილეთის საფასური სპეციალურ ფონდში გადაერიცხა, რომელიც პარა-ოლიმპიურ თამაშებს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთის ფასი 1 100 ამერიკული დოლარი, ხოლო ჰოკეის ტურნირის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი – 775 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ სტივენ ჰარპერი ამჟამად მუშაობს წიგნზე, რომელიც ჰოკეის ისტორიას ეხება.

9. „რა არის უფრო აქტუალური: კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი თუ ჩიფსები ხახვის გემოთი?“ – ასეთი საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა პოპულარულ სოციალურ ვებ-გვერდზე „ფეისბუქი“. ჯგუფში, სადაც ჩატარდა ეს გამოკითხვა, 100 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა და, აღსანიშნავია, რომ მათმა უმეტესობამ ხმა მისცა ჩიფსებს, და არა ჰარპერს. ჰარპერის მომხრეების რაოდენობამ 30 ათასს ინტერნეტ-მომხმარებელს ძლივს მიაღწია. პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მსგავსი გამოკითხვების ორგანიზება ოპოზიციის მიერ ხორციელდება და ყველაფერი სტივენ ჰარპერის დისკრედიტაციას ემსახურება.

10. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან ნიძლავი წააგო. საქმე ისაა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის ფინალური მატჩის შედეგზე დანიძლავდნენ, სადაც ერთმანეთს ამერიკის და კანადის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ. მატჩი, ანგარიშით 3:2, კანადის ნაკრებმა მოიგო და პრემიერ-მინისტრს ნიძლავში გამარჯვება კანადური ჰოკეის ვარსკვლავმა სიდნი კროსბიმ მოუტანა დამატებულ ოვერტაიმში. ასე რომ, ბარაკ ობამას ჰარპერისთვის ჩასაბარებელი აქვს წაგებული 1 ყუთი (24 ბოთლი) ლუდი „უენგლინგი“. აღსანიშნავია, რომ კანადის წაგების შემთხვევაში ჰარპერს 1 ყუთი (24 ბოთლი) „მოლსონის“ მარკის ლუდი უნდა მიეტანა ობამასთვის. როდის და რა ვითარებაში გადასცემს ობამა ლუდს ჰარპერს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.


скачать dle 11.3