კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ უნდათ ოცდამეერთე საუკუნის ქართველებს გმირობა და რა მიზნით დადგა პრეზიდენტმა საკუთარი არაგმირული აღსასრული


„იმედის“ მიერ მოდელირებული გადაცემის შესახებ თითქმის ყველაფერი ითქვა, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ამჯერად ამ პრობლემის სხვა ასპექტებზე შევჩერდებით. მოდელირებამ დაგვანახვა – ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ არ გაუმარჯვია; არც ხელისუფლებას და არც ხალხს არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის არც რესურსი და რაც მთავარია, არც სურვილი. რიგები დადგა მაღაზიებთან და არა კომისარიატებთან, იარაღის მიღების იმედით. იყო თუ არა ჩვენი რეაქცია ჯანსაღი და ბუნებრივი? – ამ საკითხის გარკვევას ფსიქოლოგ შოთა ნადირაშვილთან ერთად შევეცდებით.



– ფაქტია, ასეთი რამ მართლაც შეიძლება, მოხდეს რეალურად, რაზე მეტყველებს ჩვენი, მოსახლეობის, რეაქცია?

– თქვენ ჟურნალისტი ხართ და სვამთ კითხვებს, მაგრამ ბუნებრივად მიგაჩნიათ, რომ რუსეთი შედის, ვთქვათ, გერმანიაში ან საფრანგეთში და ჩვეულებრივი ადამიანები გამოდიან და რუსულ ჯარს წინ დაუდგებიან?! მართლაც, რომ შემოვიდეს რუსეთი, რას ვაკეთებთ? დავამარცხებთ? – ვერა! შევებრძოლებით? – ვერა! ვინმე გვიშველის? – არა! რუსეთი ატომური ქვეყანაა და მას ვერავინ გაუბედავს ომის გამოცხადებას. ასე რომ, ჩვენ საზარელ ვითარებაში ვართ და პრობლემისადმი როგორც მთავრობას, ისე მოსახლეობას გონივრული დამოკიდებულება გვჭირდება.

– მოსახლეობას რა სჭირდება გარდა იმისა, რომ აირჩიოს გონიერი მთავრობა?

– გჯერათ, რომ ნამდვილი არჩევნები ჩატარდება?! ახლა ხელისუფლებას გაყალბების სულ სხვა მეთოდები აქვს და ამას ოპოზიცია აღმოაჩენს 5-6 წლის შემდეგ. ასე რომ, ძალიან მძიმე ვითარებაა. ხელისუფლება ისევ მოიგებს არჩევნებს და არა იმიტომ, რომ ხალხი ემხრობა. აქვე გეტყვით, რომ ხელისუფლებამ ორმაგი თამაში ითამაშა: გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი თითქოს გიორგი არველაძესა და ეკა წამალაშვილს შორის. ის იმდენად ყალბია, რომ ეტყობა, ტყუილია. ის ქალბატონი თავს ნებას აძლევდა, უფროსთან იმ ტონით ელაპარაკა, როგორც რეალურად არ ელაპარაკებიან ხოლმე უფროსებს. არადა, ეს ჩანაწერი თითქოს ფარული იყო. დღეს ყველა ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ ხელისუფლებამაც ხომ უნდა გააკრიტიკოს ვინმე?! ხომ ვერ გვეტყვის, თქვე მხდალებო, როგორ შეგეშინდათო. ამიტომ მოიშველიეს ეს ჩანაწერი და ამბობენ: ა, საზიზღარი ოპოზიცია, როგორი ფაბრიკაცია გააკეთა და ცილს გვწამებსო. იმ ჩანაწერში კი ისეთი არაფერია ნათქვამი, რაც ოპოზიციამ ან ხალხმა არ იცის. ასეთ ჩანაწერს მაშინ ექნებოდა აზრი, იქ დამატებით ისეთი რამ რომ ყოფილიყო, რაც ხალხმა და ოპოზიციამ არ იცოდნენ. მით უმეტეს, პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ იცოდა ამ გადაცემის შესახებ და როგორ გგონიათ, არ ეცოდინებოდა, რომ მისი სიკვდილის შესახებ იქნებოდა ლაპარაკი?! პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ცუდად იყო გაკეთებული და ხალხი შეშინდაო. ხელისუფლებიდან ვინმე იყო აღშფოთებული იმის გამო, ეს რა გააკეთეთო?! არავინ! მეტიც, გაკეთდა განცხადება, არავინ დაისჯება, დაევალებათ ბოდიშის მოხდაო. არადა „იმედს“ ბოდიში უკვე მოხდილი აქვს. გადაცემის შემქმნელებს უნდოდათ, რომ ხალხისთვის კიდევ უფრო შეეძულებინათ რუსეთი და გაეძლიერებინათ ხალხში ხელისუფლების მხარდაჭერა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს მათი ჩავარდნა იყო, შეცდომა დაუშვეს, ისეთი რამ გააკეთეს, საიდანაც სარგებლობა ვერ მიიღეს.

– რა მიზანი ჰქონდა ამას? რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ საჭიროდ ასეთი მოდელირება?

– ყველაზე კეთილშობილური მიზანი იქნებოდა, რომ აემაღლებინა ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთისადმი, როგორც დამპყრობლისადმი; პატრიოტიზმით აევსო ხალხი. სიმართლე გითხრათ, ვერ მომინელებია ხელისუფლების ასეთი სისულელე. ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ თავსაც ვერ იმართლებენ. მოგისმენიათ მათგან, რატომ გააკეთეს ეს? არა! ხელისუფლებას რცხვენია, თქვას, მინდოდა, ხალხის ბრძოლისუნარიანობისა და პატრიოტიზმის ამაღლებაო.

– მართლაც ეს უნდოდათ?

– ძალიან ბუნებრივი და ჭკვიანური იქნებოდა, ეს რომ სდომებოდათ, მაგრამ თვითონ ხელისუფლება არ ამბობს ამას: არც იმ პასუხისმგებლობას იღებს, რომ თვითონ გააკეთა და არც უარყოფს, რომ არ გაუკეთებია. არც იმას ეუბნება მოსახლეობას, ავისხათ იარაღი და წინ დავუდგეთ რუსის ჯარსო, რადგან ამის თქმა უაზრობაა: ამით რუსის ჯარს ვერ შეაჩერებ და ვერც იმას ჰპირდება, რომ რუსებს ამერიკელები ან ევროპელები შეებრძოლებიანო, რადგან რუსეთმა და ამერიკამ მოლაპარაკებები დაიწყეს, რომ მოლაპარაკებით ჩაახშონ აგრესიულობა. მაშასადამე, ხელისუფლებას ეს სცენარი ჭკვიანურად რომ გაეკეთებინა, მისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნებოდა. ლოგიკურად, ხელისუფლების მიზანი იყო, ხალხი დაფიქრებულიყო იმაზე, რომ რუსეთი ცვლის მეთოდოლოგიას და თანამგრძნობებს იჩენს საქართველოში. ასეთ ფონზე რუსეთის, როგორც დამპყრობლის ხატის გაძლიერება, სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ და არა ის, რომ ნამდვილი შიში გამოეწვიათ. მეორე მხრივ, ხომ ვნახეთ, რა მოხდება, თუ ნამდვილად შემოიჭრება რუსის ჯარი თბილისში?! ალბათ, ნახევარ საქართველოს შეეშინდა, ამდენი შეშინებული ადამიანი ქვეყანაში კი ძალიან ბევრია! ხელისუფლებას უნდა მოეგონებინა კარგი სცენარი, რომელიც აგრესორს შეგაძულებდა და ხალხს გამოაფხიზლებდა. მეორე მხრივ კი, უნდა ეჩვენებინა, ვეცდები, რომ ეს არ იქცეს რეალობად და რუსეთის აგრესიას ჭკუით შევაკავებო.

– თუ მიზანი მოსახლეობის გამამაცება იყო, ესე იგი, ხელისუფლება თვითონ კი არ აპირებს ბრძოლას, არამედ მელოდება, როდის ავიღებ ფილთა თოფს ან ტაფას და შავ დღეს დავაყრი რუსის ჯარს?

– თვითონ როგორც მოიქცევა, უკვე გვაჩვენა აგვისტოში, როდესაც გორში შემოვიდნენ რუსები. ადრეც გითხარით, რუსები ამბობდნენ, ისე გამორბოდნენ ქართველები, ტანკებით ვერ დავეწიეთო. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას კარგი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ისე გამოუვიდათ, რომ შიშს გაუკეთეს აქტივაცია.

– იმედი აქვს ხელისუფლებას, რომ ხალხი დაიცავს?

– უნდა, რომ ხალხმა დაიცვას.

– მაშინ ჯარის მშენებლობაზე ამდენი ფული რატომ დახარჯა? თვითონ რატომ დაინიშნეს მაღალი ხელფასები? ახლა ეს გაღატაკებული ხალხი უნდა, დაიყენოს ცოცხალ კედლად?

– შეცდომაა, მაგრამ უნდა. სასურველია, ისეთი ჯარი გვყავდეს, რომელიც მტერს შეაკავებს. ხომ გახსოვთ, როდესაც სამხედროები გაასამართლეს აგვისტოს ომის შემდეგ, ამ გადაცემაში სცენით, როდესაც თითქოს ჯარის ნაწილები მტრის მხარეს გადადიან, სწორედ ჯარზე იყარეს ჯავრი, რაც დიდი დანაშაულია.

– იმედია, ხელისუფლებამ მიიღო გაკვეთილი, რომ ხალხი არ აპირებს, მკერდით გადაეფაროს. „სპეციალურ რეპორტაჟში“ არაერთხელ გასულა სრულიად გაუგებარი სიუჟეტები პატრიარქ კირილზე, თუმცა ჩვენ არავინ გვეკითხება, რუსეთის პატრიარქი ნარკობარიგაა თუ ლოთი და შფოთი?! შემდეგ იყო „სააკაშვილის ეპოქა“, რომლის ფონზე საბჭოთა ჟურნალისტიკა ნორჩი ოქტომბრელია; „ქართველები რუსეთის სამსახურში“, როდესაც ადამიანები დაუსაბუთებლად მონათლეს მოღალატეებად, ანუ ჟურნალისტური ეთიკა არაერთხელ დარღვეულა, მაგრამ საზოგადოება აღშფოთდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სიცოცხლე დადგა რისკის ქვეშ. რატომ?

– მანამდე ამ საფრთხეებს ვერ აღვიქვამდით სერიოზულად. რეალური ომის დროსაც კი ვერ განვიცადეთ ომი. ხელისუფლებამ ისე გააკეთა, თითქოს არაფერი ხდებოდა. თბილისამდეც ჩამოვიდოდნენ, რომ არ შეეკავებინათ და თვითონაც რომ არ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ჩვენ მაშინ არც შევშინებულვართ და არც აღვშფოთებულვართ. ვინმეს ჰქონდა მაშინ ინფარქტები და გულის აჩქარებები?! გორამდე ისე ჩამოვიდნენ რუსები, რომ ხალხს პარლამენტის წინ ცეკვა-თამაში არ შეუწყვეტია. თუ ამ ორ ვითარებას შევადარებთ, ნათელი ხდება: რეალური ომის შედეგად შემოსული რუსის ჯარი არ იყო აღქმული საშიშად.

– სწორედ ხელისუფლების წყალობით.

– დიახ. ახლა კი ხელისუფლებამ დაგვაყენა ისეთი ფაქტის წინაშე, რომ თითქოს რუსის ჯარი მართლაც ჩვენს გასანადგურებლად შემოვიდა და ამიტომ მართლაც შეგვეშინდა. ხელისუფლებას ეს, რა თქმა უნდა, არ უნდოდა, მაგრამ ისე გადაამეტა, რომ გამოუვიდა. ანუ შეცდომა დავუშვით მაშინაც და დღესაც: მაშინ ურეაქციობის გამო, ახლა – გადამეტებული რეაქციის გამო.

– ფსიქოლოგიურად ნორმალურია, როდესაც ადამიანი თავის აღსასრულს დგამს?

– ის, ვინც ეწირება მაღალ მორალურ შეხედულებებს, ზნეობრივ კატეგორიებს, მაღლდება თავის სიკვდილზე.

– ვითომ მოსახლეობამ თავგანწირვად აღიქვა?

– ამით გაცხადდა შინაგანი თანხმობა სიკვდილზე.

– ანუ სააკაშვილი მზადაა სიკვდილისთვის?

– სააკაშვილს არ ჰქონდა ამის განცდა, მაგრამ ახლა დადგა სიკვდილის სცენა, ოღონდ არა გმირის, არამედ უკვე დამარცხებულის. ხალხი ამ გადაცემით ჩააყენეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ის გმირი კი არა, უკვე დამარცხებულია და უნდა დაიხოცოს, როგორც დამარცხებული.

– ვერ მიხვდნენ ამდენს?

– ვერა. ეს არც ისე ადვილი მისახვედრია.

– რა გამოდის? ხელისუფლებას იმდენი გონიერება არ ჰყოფნის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია. ჩვენ, მოსახლეობას, არ გვაქვს სურვილი, შევაკვდეთ აგრესორს. აბა, არ ვქნათ?

– შეიძლება, გვქონდეს აზრად, მოდი, შევაკვდეთო, მაგრამ ეს ხომ უაზრობაა?! შეაკვდი, ვინ გიშლის?! შეიძლება, შევაკვდეთ, თუ იმ ბრძოლაში იმედის ნასახი იქნება. იმ ბრძოლაში ჩანს ისეთი ელემენტი, რომ ჩვენ შეიძლება, რუსეთის ჯარი დავამარცხოთ?! თუ ეს არ დაანახვე ხალხს, მაშინ ომზე ლაპარაკი და ომის ინსცენირება შენ წინააღმდეგ იმუშავებს.

– მეორედაც ჩაგვინერგეს, რომ ბრძოლა არ შეგვიძლია?

– ასე გამოდის. მართლაც არ შეგვიძლია, მაგრამ ჩაგვინერგეს კიდეც. ჩვენთვის უნდა ჩაენერგათ ის, რომ ვიქნებით შეუვალები, არ შევეგუებით აგრესიას, თორემ ტანკს რას დააკლებ ჯოხით?! თუმცა 9 აპრილს ჯოხით ვურტყით რუსის ტანკს.

– იმიტომ რომ მაშინ ჯარი არ გვყავდა.

– ვიცოდით, რომ ჯოხით ვერ მოვერეოდით, მაგრამ ჯოხის დამრტყმელი თავის გმირობას აჩვენებდა მტერს. ეუბნებოდა, მეზიზღებით და, თუ მომკლავთ, სამშობლოსთვის მიღირს ჩემი სიკვდილიო. მაშინ ის ასე ჩანდა.

– არ შეიძლება, რომ სამი მილიონი ქართველი გმირები ვიყოთ? როცა მართლები ვართ, როდესაც უსამართლოდ გვჩაგრავს, იმიტომ რომ ძლიერია და ჩვენი არსებობა ხელს უშლის?! ვიყოთ გმირები, ჩვენი ნება არ არის?!

– ვთქვათ, ვიღაცამ მოინდომა და რუსის შტაბი ააფეთქა. ნამდვილად გმირობა იქნება, მაგრამ ერთი მოკლული რუსის სანაცვლოდ რომ ას ქართველს დაგიხოცავენ?! ეს უკვე გმირობა აღარ გამოდის.

– აგვისტოს ომში არავინ გვიშლიდა გმირობის გამოჩენას, ჩემს თავსაც ვგულისხმობ. მაშინ ამოვიღოთ სასკოლო პროგრამიდან ბარათაშვილი, „უკვალოდ მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მარდად გამოქცევა. მეორე მხრივ, იმით, რომ 2008-ში ნება მივეცით ხელისუფლებას, დავეჯერებინეთ, რომ ომიც მოვიგეთ და მაგრები ვართ, ხომ არ ვუბიძგეთ იმისკენ, რომ მორიგი სცენარი შემოეთავაზებინა? ანუ ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ?

– ხელისუფლება არის ერის გონება და ჩვენ უგუნური გონება გვაქვს. ჩვენ, ქართველები, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით არ ვართ იმ დონეზე, რომ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც შექმნის ეროვნულ სახელმწიფოს. ჩვენი ბრალია, ხელისუფლება არჩევნებს რომ აყალბებს. აყალბებს, მაგრამ ეს სიყალბე ხომ გასდის?! ხომ გვაჯერებს ისეთ რამეებს, რაც არ არის მართალი?! ესე იგი, ჩვენ თვითონ არ ვთხოვთ ხელისუფლებას იმას, რომ გონივრულად აკეთოს თავისი საქმე. ის მაგალითიც, რაც ახლა მოხდა, იმის მაჩვენებელია, რომ ხალხს განიხილავს, როგორც მასას, რომელსაც, რაშიც უნდა, იმაში დააჯერებს; ოპოზიციას კი – ისეთ ძალად, რომელიც მტერს მიემხრობა.

– ეს ჩვენი სპეციფიკაა თუ რატომ გვემართება ასეთი გაუგებრობები?

– საერთოდ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობას ირჩევს, ის ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვარდება. როდესაც დამოკიდებელი იყო, თავს იმ ნარჩენებით ინახავდა, რომელსაც დამმორჩილებელი ქვეყანა უწყალობებდა, მაგრამ, როდესაც გამოვეყავით, თვითონ უნდა ვირჩინოთ თავიც და თვითონვე უნდა ავაშენოთ ქვეყანა. ეს კი სასოწარკვეთილებას იწვევს ხოლმე. სასოწარკვეთილებს კი ასეთი რამ ემართებათ, დავუბრუნდეთ რუსეთს, იქ რომ ვიყავით, ის დრო სჯობდაო. ფარულად შევარდნაძის პერიოდშიც ეს დებულება მუშაობდა, რუსეთში არის კარგი რუსეთი, იმათ დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავის რჩენაო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ დავუბრუნდით, მაშინ რა ვქნათ?! რა ვქნათ და მოვნახოთ კარგი პატრონიო და ასეთ კარგ პატრონად ვიშოვეთ ამერიკა, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვთხოვთ ამერიკას. ის არ ჩაებმება ომში შენ გამო, მაგრამ ეკონომიკურად დაგეხმარება. კარგი ახალი პატრონის შოვნა არ არის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ანუ არც უკან, რუსეთთან, დაბრუნებამ და არც ახალი პატრონის მოძებნამ არ მოგვიტანა ის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი თავი. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, ვერ დავუკავშირდით ევროპულ ქვეყნებს. ჩვენი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ყველა იმ სხვა ქვეყნის, რომლებიც ევროპას ესაზღვრებიან. ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ევროპაც ახლოსაა და რუსეთიც. მათ ევროპის გავლენა ამჯობინეს და რუსეთის გავლენას უარი უთხრეს. ევროპის გავლენით ბევრი რამ შეიძინეს და ადვილად გაუწიეს რუსეთს ბევრ რამეში წინააღმდეგობა და თვითონაც უფრო გაევროპულდნენ. ჩვენ კი, ერთი მხრივ, რუსეთთან გვაქვს საზღვარი, მეორე მხრივ კი, გვესაზღვრებიან: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, იმის იქით – ირანი. ამიტომ ჩვენი ევროპიზაცია ბევრად მეტ სიძნელეს შეიცავს. დააკვირდით, იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპას ესაზღვრებიან, რუსეთი იძულებულია მოექცეს, როგორც ევროპულებს. ჩვენ კი არ გვთვლის ევროპულ ქვეყნად, ჩვენ მისთვის აღმოსავლეთის ქვეყანა ვართ. მართლაც, რით ვუკავშირდებით ევროპას? რუსეთის გავლით. ევროპულ კულტურას მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიდან ვიღებდით. ილია ჭავჭავაძე სად განათლდა?!

– პეტერბურგში.

– ჩვენი ყველა დიდი მეცნიერი და მწერალი რუსეთში განათლდა. ევროპაში რომ გავსულიყავით, რუსეთი უნდა გაგვევლო, ამიტომ ჩვენთვის ევროპიზაცია გაცილებით რთულია. გაევროპულება ისე ადვილად არ შეგვიძლია, როგორც ლიტვას, როგორც პოლონეთსა და სხვებს. ისინი უცბად გახდნენ ევროპელები, ჩვენ – ვერა, ამიტომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ლიტვისთვის და ლატვიისთვის იყო. კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ ჩვენ ევროპასთან უშუალო კავშირი არ გვაქვს, რაღაც დაბრკოლების გადალახვა გვიწევს მასთან დასაკავშირებლად, რაც იწვევს ჩვენს სისუსტეს და აძლიერებს რუსეთს.

– ახალ პატრონს სულ არაფერი არ ევალება?

– იმ პატრონს უნდა მოვთხოვოთ ისეთი რამ, რაც მას ჩვენ გამო მისთვის ჩვენზე ღირებულს არ დააკარგვინებს. ამერიკისთვის რუსეთთან ატომური ომის გაჩაღება ბევრად უფრო წამგებიანია, ვიდრე ჩვენი დაკარგვა. საფრანგეთმა „მისტრალი“ მიჰყიდა რუსეთს, ევროპა გაზს იღებს რუსეთისგან და ცდილობს, კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ გამო არ დაუწყებს ომს. არც ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოუცხადებენ ომს რუსეთს. ხომ ვნახეთ, რომ არც გამოუცხადეს?! ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ოცდამეშვიდედ აცხადებს, ამერიკამ ერთხელ კიდევ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს ოდესმე ნატოში მივიღებთო. ამას 28-ჯერაც იტყვის და 30-ჯერაც. ამას გარდა, გაუთავებლად ამბობენ, რომ ამა და ამ ქალაქში შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს აშკარად, რომ მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობასო. მაგრამ, მერე რა?! ერთი სიტყვით, არარეალურ ძალებზე ვაგებთ ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა თავისუფლებაში ვერ გადავზარდეთ, იმიტომ რომ არ ვავითარებთ სხვადასხვა დარგებს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო გადაიქცეს ტურისტულ ქვეყნად, ჩვენი ერი კი – მომსახურე ერად.


скачать dle 11.3