კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავი დედლები – სათაგურში


თან გვინდა, თანაც…

ეს რუსული ბაზარი, როგორც ოკუპანტების ენაზე იტყოდნენ, „ი ხოჩეტსა ი კოლეტსა“ (თან გვინდა და, თანაც – გვესობა). ამიტომაც შიგადაშიგ გავრცელებულ ინფორმაციას, ქართულ პროდუქციას რუსული ბაზარი ეხსნებაო, არაერთგვაროვანი რეაქციებიც მოჰყვება ხოლმე. ერთი მხრივ, რაკი ქართული პროდუქციისთვის რუსეთის უზარმაზარი და უპრეტენზიო ბაზარი მისწრებაა, ცხადია, რომ გახსნის შემთხვევაში შავი დედლებივით გავკეთდებით; თუმცა, მეორე მხრივ, რაკი უფასო ყველი (გნებავთ, შავი დედლები) მხოლოდ სათაგურშია (მით უფრო, რომ სათაგურში უკვე ვართ), ისიც აშკარაა, რომ ამ ფაქტს რფ სათავისოდ გამოიყენებს. ამის პარალელურად, ისედაც ცხადია, რომ რფ-ს თავისი ბაზრის გახსნა საკუთარი და არა ქართული ბედნიერებისთვის უნდა. ასეა თუ ისე, ვიდრე ჩვენ ვბჭობთ, ჩვენი მაღალჩინოსნები ბრტყელ-ბრტყლად საუბრობენ. მაგალითად, ბ-ნი გიორგი ბარამიძე (ჩვენი ევროინტეგრაციით რომაა დაკავებული), დარწმუნებულია, „რუსეთი იძულებული იქნება, შეუშვას ქართული პროდუქცია“. ბ-ნი ბარამიძის არგუმენტი ასეთია: რაკი რუსეთი ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლს ამყარებს, ამ უკანასკნელებს კი ქართული პროდუქციისთვის ემბარგო არ დაუწესებიათ, ვერც რუსეთი დაბლოკავს თავის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეშვებასო (ბელორუსმა და ყაზახეთმაც რომ დააემბარგონ?!). კოლეგის პათოსს არც ბ-ნი კვეზერელი ჩამორჩება (ეს ჩვენი სოფლის მეურნეობის ის მინისტრია, რომელზეც ქირქილებენ, ძროხა დედალ-მამალი ჰგონიაო): დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნურად დაწესებული ემბარგოები ვეღარ მოქმედებს და, ყველაფრის მიუხედავად, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე მაინც შეაღწევსო. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა არის ამ ჩვენი მინისტრების ოპტიმიზმისა თუ რწმენის მიზეზი (დაახლოებით, ასეთი პათოსის: მაინც ვასმევთ ოკუპანტებს „ბორჯომსაც“ და „მანავსაცო“), მაგრამ, თუ იმას გვეტყვიან, რა ლოგიკით დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად ახალგაზრდა, რომელსაც ძროხა მამალიც ჰგონია, არც ისაა გამორიცხული, ზემომოტანილი არგუმენტების ლოგიკასაც ჩავწვდეთ.


скачать dle 11.3