კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროშემონათვალი


ანუ საცემები

იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები ტანზე იხევენ, რა უნდოდა ჩვენს მოდელირებულ კომენტარებს წვენებში, ანუ მოდელირებულ „ქრონიკაშიო“, ხელისუფლება პირველ ჩვენებას „აწვება“: „ომში არას მკითხავს სპასალარი“, ანუ რას მიქვიან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობაში ჩარევაო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ჩვენებას ევროპაში, მაინცდამაინც, არ ემადლიერებიან. ჰოდა, რაკი არ ემადლიერებიან, ევროკავშირის ხელმძღვანელებს ბ-ნ გილაურისთვის მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთქვამთ, თუ ბრიუსელთან გსურთ თანამშრომლობა, დემოკრატიული რეფორმებიც განახორციელეთო. ევროკომისიის პრეზიდენტს (ჟოზე მანუელ ბაროზუს) არც ის დაუმალავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ერთგულება პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ“ და, ისიც დაუძენია, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისია თავის კომისრებს კონფლიქტის ზონიდან გაიწვევსო. პერსპექტივა, მართლაც, არასახარბიელოა, რადგან აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და ბ-ნი ბაროზუს წარმოდგენა „დემოკრატიულ არჩევნებზე“ სრულიად განსხვავებულია. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის ევროკავშირია, რომელიც დინჯად და აუღელვებლად აცხადებდა თითოეული ქართული არჩევნების შემდეგ, რომ არჩევნები, ძირითადად, სამართლიანად და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, ჩვენთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, არათუ კონფლიქტის ზონაში მომუშავე ევროკომისიას უნდა შეუწყდეს მანდატი, პირიქით, ევროკავშირმა საკუთარი ძალებით უნდა აღუდგინოს საქართველოს თუ მთლად ტერიტორიული მთლიანობა არა, 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობა მაინც, რადგან მიხეილ სააკაშვილი მათი ხელშეწყობის გარეშე ვერც „მზარდი ავტორიტარი“ გახდებოდა და ვერც „არასტაბილურად მართავდა“ ქვეყანას. შესაბამისად, „ცემა გვმართებს“ არა მხოლოდ გაზრდილისა, ჯერ აუცილებლად გამზრდელისა.


скачать dle 11.3