კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაიგე სხვაზე ადრე“


ანუ სხვაზე ადრე მოტყუებულები

მას შემდეგ, რაც მოდელირებულმა „ქრონიკამ“ ომის, პრეზიდენტის შეფასებით, „რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარი“ გაგვაცნო (ანუ „მოგვატყუა სხვაზე ადრე“), შემდგომ დღეებში არც ის დაგვიმალეს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ახალი კონცეფცია მზადდება, რომელშიც, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა და თვით ჩინოვნიკებმა აგვიხსნეს, გათვალისწინებული იქნება როგორც გარე, ისე შიდა საფრთხეები. ჩვენ არაფერი ვიცით ახალი კონცეფციის შინაარსზე, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ წინა კონცეფციები დიდი ვერაფერი ხვითო იყო, წესით, ვერც ახალმა უნდა აუყენოს რაკა-რუკი რაიმეს. ისიც ითქვა, დოკუმენტი გასაიდუმლოებული იქნება თვით ჩვენი მეგობრებისთვისაც კიო! ხოლო, რაკი უსაფრთხოების წინა კონცეფციები სწორედ მეგობარი ქვეყნების ექსპერტების უშუალო მონაწილეობითა და მზრუნველი მეთვალყურეობით შეიქმნა (ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ასე ამბობდნენ), გამოდის, რომ ჩვენს მთავრობასა და მეგობრებს შორის შავ კატას ჩაურბენია. ამას გარდა, არ დაგვიმალეს, რომ ახალ კონცეფციაში სატელეკომუნიკაციო საფრთხეც გაანალიზდება, რაც, ბუნებრივია, თუ გავიხსნებთ, რომ ამ ბოლო დროს ხელმისაწვდომი თვით პრეზიდენტის, შს მინისტრისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სატელეფონო საუბრებიც გახდა (შედარებით წვრილფეხობაზე აღარ შევჩერდები). მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, რატომ ითვლებოდა (თუკი ითვლებოდა), რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა-ჩაწერის ტექნიკა მხოლოდ ამ ჩვენს შსს-ს ჰქონდა. მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ახალი კონცეფციაც გამოქვეყნდება და იმასაც ვნახავთ, რა და როგორ იქნება გათვალისწინებული. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მოდელირებული „ქრონიკის“ გადამკიდე, ქუჩაში პატრული, ადგილებზე კი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბნეული ბატებივით დაჰქროდნენ, უსაფრთხოების ძველი კონცეფციების ვარგისიანობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, აშკარაა, რომ ამ ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემალურ ვითარებაში (მაშინაც კი, როდესაც ოკუპანტის ჯარი 40 კილომეტრშია) მოქმედების რამდენიმე სათადარიგო კი არა, ერთადერთი გეგმაც არ აქვს!


скачать dle 11.3