კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობასავით ძველი


თქვენ გგონიათ, მაკიაჟი თანამედროვეობის პრივილეგია? სულაც არა. ძალიან დიდი ხნის წინ ქალებიც და სხვათა შორის, მამაკაცებიც ძალიან აქტიურად იყენებდნენ მაკიაჟის ხელოვნებას, საპირისპირო სქესის მოსახიბლავად.

დავიწყოთ ფაქტებით: აფრიკის ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია. სანამ მამაკაცი საცოლის ამოსარჩევად წავა, სახეს და სხეულს კაშკაშა ფერებით იღებავს, რომ ქალმა არ დაიწუნოს.

ბასმა და ხნა თმის შესაღებად პირველად სპარსელმა მამაკაცებმა გამოიყენეს და მათვე ასწავლეს მსოფლიოს ამ ორი ბუნებრივი პროდუქტით ღებვის ტექნოლოგია. თავიდან მაკიაჟი საერთოდაც მამაკაცების პრივილეგია იყო. ქვის ხანის ქალებს შეღებვა არაფერში სჭირდებოდათ. ისინი გამოქვაბულში ისხდნენ და ისე ელოდებოდნენ თავიანთ სახე და ტანმოხატულ, ძლიერ მეორე ნახევრებს. იმავე სპარსელებში სირცხვილი იყო ჭაღარა წვერით სიარული. ამიტომაც კაცები ხნით და ბასმით იღებავდნენ წვერს.

პაპუასების ნაციონალური დღესასწაული ზინგ-ზინგი დაუვიწყარი სანახაობაა. სხეულსა და სახეზე ყველაფერს იწებებენ, რაც კი ჯუნგლებში მოიპოვება: ჩიტების ბუმბული, ბეწვი, ფოთლები, ცხოველებისა და ადამიანების კბილებიც კი. ხან აქაურების ტანზე იმ ნაგვის ნახვაც შეიძლება, რომელიც ამ ადგილებში ოკეანეს მოაქვს.

იაპონელი სამურაები წარბებს შავი საღებავით იღებავდნენ და ამის წყალობით სახეს განსაკუთრებით სასტიკ გამომეტყველებას ანიჭებდნენ. იაპონელები ასევე აიძულებდნენ თავიანთ ქალებს სქლად წაესვათ პუდრი სახეზე, კბილები და ტუჩები კი გაეშავებინათ. ასეთი იყო მოდა და ტრადიცია, რასაც „ოჰგურო“ ერქვა.

შუა საუკუნეებში ადამიანების ცხოვრება გაცილებით ასკეტური იყო. ისინი არ უნდა აჰყოლოდნენ ხორციელ ვნებას. ფერუმარილი, პომადა, სუნამო და სილამაზის ყველა კომპონენტი ანათემას გადასცეს. საკმარისი იყო, ქმარს ცოლზე ეთქვა და მოწმის საშუალებით დაემტკიცებინა, რომ ქორწინებამდე ფერუმარილს ისვამდა და მისი საშუალებით მომხიბლაო, საცოდავ ქალს ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს და სიკვდილით სჯიდნენ.

იცით, რას ჰქვია „ეროსის ჯადოსნური ჯოხი“? – იმას არა, რაც იფიქრეთ. ეს პომადაა და ასე მას კარდინალმა რიშელიემ უწოდა. თავად კარდინალი ვაშლის არომატიან პომადაზე კარგავდა ჭკუას. მისთვის სპეციალურად დაამზადეს უფერო, არომატული საცხი და „პომე“ უწოდეს. პომე ფრანგულად ვაშლს ნიშნავს. აქედან – „პომადა“.

არაბი დიპლომატი იბნ ფადლანა 921 წელს წერდა, რომ, როცა ბაღდადიდან რუსთა ქვეყანაში იმოგზაურა, ნახა იქაური ადამიანები, რომელთაც თითებიდან კისრამდე ტატუირებული სხეული ჰქონდათ, ზედ ეხატათ ყველაფერი: ხეები, მცენარეები, ცხოველები, ასევე, უცნაური ფორმის ნიშნები. ქრისტიანობის გავრცელებამ სხეულის ტატუირების ტრადიცია ჯერ შეავიწროვა, მერე კი საერთოდ გააქრო.


скачать dle 11.3