კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება არისტოლოზიას ნერგით გახარება და როგორ ადგილას ხარობს ვრეზია


– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით არისტოლოზიას შესახებ?

– არისტოლოზია გამოირჩევა თავისი ეფექტური ფოთლებითა და უჩვეულო, არაბუნებრივი ფორმის ყვავილებით. ის დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიმაღლის ლიანაა, რომელსაც რუხი ფერის კანი აქვს. ზაფხულში მისი ფოთლები ღია მწვანე ხდება, შემოდგომით კი ლიმონის ფერს იღებს და კიდევ უფრო შთამბეჭდავია ბინაში. ამ მცენარის დარგვა და გახარება შეგიძლიათ როგორც ოთახის პირობებში, ასევე გარეთ.

– როდის და როგორ ყვავილობს არისტოლოზია?

– ამ მცენარის ყვავილი ფოთლების ძირშია ჩამალული, დოქისებრი ფორმისაა და მისი დამტვერვაც უცნაურად ხდება. როდესაც მწერი ყვავილის ძირში ჩადის, ნექტარის ასაღებად, შემდეგ უჭირთ მისგან ამოსვლა. ყვავილის კედლები დაფარულია ბუსუსებით, რომლებიც მწერს ამოსვლაში უშლის ხელს. დამტვერვის შემდეგ მცენარე ათავისუფლებს მწერს და ყვავილი იხურება. ამით სრულდება დამტვერვა.

მცენარის პირველი ყვავილობა 5-8 წლის ასაკში ხდება, რომელიც ზაფხულში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. ყვავილობიდან ორი-სამი თვის შემდეგ ყვავილის კოლოფში უკვე თესლი მწიფდება. ამ მცენარის თესლი მალევე აღმოცენდება. ის შეიცავს 5-პროცენტიან ცხიმს და გაჩერების შემთხვევაში მასში დიდი რაოდენობით ცხიმი და მჟავა წარმოიქმნება. ამიტომ, დიდი ხნით შენახვას არ გირჩევთ, რადგან შესაძლებელია, შემდეგ მცენარე აღარ აღმოცენდეს.

– როდის შეგვიძლია მცენარის დარგვა?

– არისტოლოზიას დარგვა შეგიძლიათ შემოდგომით და გაზაფხულზე. ის უნდა მოათავსოთ ჩრდილიან ადგილას. თუ ნერგით გსურთ მცენარის გახარება, მაშინ 2-3 წლის ნერგი შეარჩიეთ, დარგვის წინ კი გასხალით და ასე ჩარგეთ.

– რას გვირჩევთ, ხშირად მოვრწყათ მცენარე?

– გაზაფხულიდან, სანამ ყვავილობა დაეწყება, მცენარეს ხშირი მორწყვა სჭირდება, თუმცა არც გადამეტებული სინესტეა კარგი. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს კარგად დააკვირდით ნიადაგს, ხელით ხშირად მოსინჯეთ. როდესაც შეატყობთ რომ გაშრა, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ.

– რა ტემპერატურასა და განათებაზე ვამყოფოთ მცენარე?

– მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ამ სეზონზეც ეცადეთ, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ მცენარე. სასურველია, თუ ნათელ ადგილას დადგამთ, თუმცა არც – მწველ მზეზე.

– ამ სეზონზე კიდევ რისი გათვალისწინებაა საჭირო?

– მთავარია, არისტოლოზია ახლა ზედმეტად არ მორწყათ, რომ ფესვები არ დაულპეს. უნდა ამყოფოთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე და დადგათ ნათელ ადგილას.

– გარდა იმისა, რომ შეგვიძლია, ბაღში და სახლში გავახაროთ მცენარე, კიდევ სად გამოვიყენოთ ის?

– ეს მცენარე თავისი სილამაზისა და ესთეტიკურობის გამო გამოიყენება დეკორატიულ ბაღმშენებლობაში გასაფორმებლად. ასევე, შეგიძლიათ ეზოში, შენობის გასალამაზებლად გამოიყენოთ. ეს მცენარე საკმაოდ იოლად მოსავლელია, არ შეგიქმნით სირთულეებს და ნებისმიერ ადგილას გაიხარებს.

– როგორი მცენარეა ვრეზია და შესაძლებელია თუ არა მისი ოთახის პირობებში გახარება?

– ვრეზია საოცრად ლამაზი და ორიგინალური მცენარეა. ძალიან კარგად ეგუება ოთახის პირობებს და ამიტომ თამამად შეგიძლიათ მისი ბინაში გაზრდა. მისი ფოთლები მუქ იისფრადაა დაზოლილი. საყვავილე ღერო კი წითელი თანაყვავილებით ბოლოვდება, რომელთაც ყვითელი ყვავილი ამოსდის. ის საკმაოდ გამძლე მცენარეა და ოთახის პირობებში ძალიან კარგად ხარობს.

– როდის აქვს ყვავილობის სეზონი მცენარეს?

– ეს მცენარე ძირითადად გაზაფხულზე ან ზაფხულში ყვავილობს რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც საყვავილე ღეროები ძირში უნდა გადაიჭრას. ყვავილობისას ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ხდება და უფრო ეგზოტიკურ იერს იღებს.

– მნიშვნელოვანია თუ არა ამ მცენარისთვის სინათლეში ყოფნა?

– ვრეზია აუცილებლად ნათელ ადგილას უნდა იდგას. ფოთლებისა და ყვავილის სიკაშკაშისთვის მას კარგი განათება და დღეში რამდენიმე საათით მზის სხივები სჭირდება. ზამთარში მცენარეს მაქსიმალურად შეურჩიეთ განათებული ადგილი. ეცადეთ ვრეზია დადგათ აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე, იქ სადაც უკეთ მოხვდება მზის სხივები.

– რაც შეეხება ტემპერატურას...

– ზრდის პერიოდში, ზაფხულში იდეალურია დაახლოებით, 20-28 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 15 გრადუსი. ამაზე ნაკლებ ტემპერატურაზე ვრეზია ზამთარში არ ამყოფოთ, რადგან სიცივე მის სიჯანსაღეზე ცუდად აისახება.

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ ვრეზია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– აქტიური ზრდის პერიოდში ფოთლების როზეტში რეგულარულად ჩაუსხით წყალი, მიწაც ტენიანი უნდა ჰქონდეს. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ როზეტებს, განსაკუთრებით სიცხეში, რომ უწყლოდ არ იყოს. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს მცენარის ზრდა შენელებულია, ამიტომ, გირჩევთ, მიწა ოდნავ ტენიანი იყოს და ზედმეტად არ მორწყათ.

– კიდევ რა დამატებითი მოვლა სჭირდება ამ მცენარეს?

– ზრდის პერიოდში, თვეში ერთხელ, მცენარე მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. ჩარგეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ ან კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგში და გარწმუნებთ, ვრეზია, თქვენს ბინაში, თავს მშვენივრად იგრძნობს.


скачать dle 11.3