კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ხვდება მამაკაცის მზერით ლალიკო ხვედელიძე და როდის „იყიდება“ ის


18 წლის ლალიკო ხვედელიძე აბიტურიენტია და იმავდროულად, სამოდელო სააგენტო „ლიკა ყაზბეგის“ მოდელია. ახლო მომავალში ის შეიძლება, 6 თვით ჩინეთში გაემგზავროს, სადაც ჩვენებებში მიიღებს მონაწილეობას.


ლალიკო ხვედელიძე: პოდიუმზე გამოსვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. თანაც ძალიან მიყვარს და სასიამოვნოა, როდესაც პოდიუმზე გამოდიხარ. ყველა შენ გიყურებს, კომპლიმენტებს გეუბნებიან. როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა, მაგრამ არ მიყვარს, რომ მეუბნებიან, ჩემო ბარტყო, ჩემო პრინცესაო. ამ დროს ვღიზიანდები, მაგრამ ამის მთქმელს იგნორს ვუკეთებ.

– საკუთარი თავი დაახასიათე...

– ძალიან მხიარული ვარ, მიყვარს გართობა მეგობრებთან ერთად. ძალიან მიყვარს ღამის ცხოვრება, კარგად ვერთობი ხოლმე. იშვიათად ვბრაზდები, მაგრამ თუ გავბრაზდი, წყენა შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდეს. საერთოდ, სიბრაზეს ყვირილითაც გამოვხატავ, სახეს „ვკერავ“, „ვიგრუზები“, ხანდახან კბენაც ვიცი, მაგრამ არ გამომდის.

– თბილი ხარ?

– კი, ზედმეტად თბილი ვარ. გამოხატვაც შემიძლია და ჩემი სითბოთი ხშირად ადამიანებს ვაწუხებ. სითბოს ყველანაირად გამოვხატავ, სიტყვით, ჩახუტებით, კოცნით.

– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები...

– კი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და მაბრაზებენ, შეუგნებელი ხალხია. ათას სისულელეს აკეთებენ, უმრავლესობა ძალიან მაწუხებს. არ ესმით, როდესაც ვეუბნები, შენ მიმართ არანაირი სიმპათია არ მაქვს-მეთქი. ზოგს ესმის და მეგობრობას მთავაზობს, ყველას არ ვთანხმდები მეგობრობაზე.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– არ შეიძლება მამაკაცს შევხედო და მასზე რამე ცუდი არ ვთქვა. როგორი სიმპათიურიც არ უნდა იყოს, ძალიან კრიტიკული ვარ. მამაკაცმა საკუთარი შინაგანი სამყაროთი, სითბოთი, გამოხედვით უნდა მომაწონოს თავი. ისე, მაღალი მამაკაცები მომწონს, თვალის ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია საყვარელი იყოს. ძალიან თბილი, ნაზი, საყვარელი გამოხედვა უნდა ჰქონდეს. რომ შემომხედავს, მზერით უნდა დამატკბოს. თუმცა, მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიჭი გარეგნობით მომწონებია, მაგრამ პირი, რომ გაუღია, მითქვამს, ვაიმე-მეთქი. საერთოდ, არ მიყვარს, როდესაც ბიჭი მეხვეწება. ესე იგი ის საკუთარ თავს არ სცემს პატივს. ანუ, მამაკაცი უყურადღებოც უნდა იყოს და იმავდროულად, ყურადღებიანიც, მაგრამ, ვინც მომწონს, იმან „დილა მშვიდობისა“, „შუადღე მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“ თუ არ მისურვა, არ მომეწონება, გავბრაზდები. პირველ ეტაპზე მამაკაცის მხრიდან უყურადღებობა უფრო დამაინტრიგებელია, მაგრამ მერე აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებიანი. თუმცა, ზედმეტი ყურადღებით არ უნდა შემაწუხოს, თორემ მერე მომბეზრდება.

– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, შენი გული, რომ დაიპყროს?

– უნდა გამაოცოს, რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთოს, სიგიჟეებიც უნდა ჩაიდინოს.

– საყვარელი მამაკაცისგან აიტან აკრძალვებს?

– გავბრაზდები, მაგრამ მისი მხრიდან აკრძალვები მესიამოვნება. თუმცა, არ უნდა მიბრძანოს. უნდა მთხოვოს და წავალ დათმობაზე, გავითვალისწინებ მის აზრს, მაგრამ ყოველთვის არა. მე ჩემი პროფესია მაქვს და როგორიც ვარ ისეთი უნდა ვუყვარდე, მიმიღოს.

– შენ აუკრძალავ რამეს?

– კი, ავუკრძალავ, რომ არ შეხედოს გოგონებს, „ნაშებში“ არ წავიდეს. როდესაც რაღაც არ მესიამოვნება, ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს. ისე, შეყვარებულს ეპატიება სხვა ქალთან წასვლა. როდესაც მასთან არ გაქვს ურთიერთობა, შეუძლია სხვასთან წავიდეს. კარგია, თუ ამას არ გავიგებ, მაგრამ თუ გავიგებ, არა უშავს. უბრალოდ, ამას ხშირი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– ქალს რაღაც უნდა ჰქონდეს დამალული, რითაც საყვარელ მამაკაცს სულ დააინტერესებს. უნდა მოუაროს თავს. მამაკაციც საინტერესო უნდა იყოს, რაღაც უნდა ჰქონდეს დამალული, რისი გაგების სურვილიც ყოველთვის მექნება და არ მომბეზრდება. კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში. ბიჭს ჩემთან რამე რომ შეეშალოს, თუნდაც უმნიშვნელო, არასდროს ვაპატიებ. ანუ, მამაკაცი სულ ფხიზლად უნდა იყოს, რომ არ დამკარგოს. ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისმა საყვარელმა მამაკაცმა სხვას არ შეხედოს, თუმცა თავი არ უნდა დაიმციროს.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– ძალიან მიყვარს ბიჭების წვალება. იმ ბიჭების წვალება მიყვარს, რომლებიც მომწონს, თუმცა ზოგჯერ ვერ ვიმეტებ ხოლმე. როდესაც ბიჭი არ მომწონს, მას შანსს არ ვაძლევ, სამაგიეროდ, თუ ვინმე მომწონს, მერე მისი მრცხვენია. საერთოდ მიყვარს, როდესაც ბიჭს თვალებში ვუყურებ, მაშინვე ვხვდები, რას გრძნობს ჩემ მიმართ და როდესაც მომწონს, მერე ვეღარ ვუყურებ თვალებში, მაშინვე „ვიყიდები“.

– საყვარელი მამაკაცის მხრიდან კონტროლი ან ეჭვიანობა მოგეწონება?

– როდესაც მამაკაცი ეჭვიანობს, ეს ჩემთვის სასიამოვნოა, ესე იგი ჩემი ინტერესი აქვს. სპეციალურადაც ვაეჭვიანებ. ძალიან მიყვარს, როდესაც ვაკონტროლებ, თუმცა ვცდილობ ეს ჩუმად გავაკეთო. კარგი იქნება, მამაკაცმაც, გამაკონტროლოს, ოღონდ ზომირად, თავი არ უნდა მომაბეზროს.


скачать dle 11.3