კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პერიოდია ყველაზე კარგი წონაში დასაკლებად

ჩვენ გარშემო ზედმეტი წონა უამრავ ადამიანს აწუხებს. ეს ერთგვარ გადაუჭრელ პრობლემადაც კი იქცა. არადა, ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ეს პრობლემა ძალიან ხშირად ადამიანის დაბადების მომენტს და ამ დროს პლანეტების განლაგებას უკავშირდება.

საერთოდ, წონის პრობლემა ყველაზე მეტად „მშვილდოსნების”, „ტყუპების”, „კირჩხიბისა” და „კუროს” ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებს აწუხებთ.

ბევრი თვითნებურად იცავს დიეტას და ამ დროს არ აკვირდება იმ მომენტში პლანეტების განლაგებას, მთვარის ფაზებს და ასე შემდეგ. არადა, გირჩევთ, გაითვალისწინოთ, რომ არსებობს პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლების მსურველთათვის.

ასტროლოგიურად, უმჯობესია, დიეტა დაიწყოთ და დაიცვათ ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს. ასევე, კარგია ხუთშაბათ დღეს განტვირთვის დღის მოწყობა.

მაგრამ, თუ პირიქით, წონაში მომატება გსურთ, განსაკუთრებით კარგად უნდა იკვებოთ ახალი მთვარის მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეს.

ასევე, ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომელი სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული. მაგალითად, თუ თქვენ მიწის სტიქია გმართავთ, მაშინ ტკბილეულისა და ცომეულის ჭამისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი. ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი მწვანე და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული.

თუ წყლის სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული, მაშინ თავი შეიკავეთ ზედმეტი წყლის, ტკბილი წვენების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტის მირთმევისგან.

სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ყველაზე კარგი დროა წონაში დასაკლებად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვისაც გახდომა გსურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მიაქციოთ ყურადღება მთვარის ფაზებს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა. კერძოდ, ახალი მთვარიდან იწყება პირველი ფაზა და თითოეული ფაზა შვიდ დღეს მოიცავს.

ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, ანუ პირველ ორ კვირას, ხდება ასიმილაციის პროცესი – დიდი რაოდენობით საკვების შეწოვა ჩვენი ორგანიზმის მიერ. მეორე ნახევარი, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში – ფაქტობრივად, ხდება ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება. ამიტომ, სანამ ორგანიზმი დაიწყებს საკვების შეთვისება-გადამუშავებას, ანუ დალექვას თითოეული ორგანიზმის უჯრედში, სწორედ ამ პერიოდში არის უმჯობესი დიეტის დაწყება და დაცვა, ან შიმშილობის დაწყება გაჯანსაღების მიზნით.

გარდა მთვარის ფაზებისა, ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასევე იმას, რომ მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. საკვების მიღება მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს. თუ დიეტის დაცვა გიჭირთ, მაშინ ეცადეთ, საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი ზედმეტი საკვების მიღებისგან, რადგან ამ დროს ორგანიზმი „გადაღლილია” და საკვების ათვისებას და მის ზედმეტ კილოგრამებად „ჩალაგებას” ადვილად ახერხებს.

ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანი კარგად ერკვეოდეს თავის ასტროლოგიურ, ენერგეტიკულ რუკაში და ასევე, მიაქციოს ყურადღება მთვარის ფაზებს, რათა ზედმეტი პრობლემები იოლად აიცილოს თავიდან ან შექმნილ პრობლემას ადვილად დააღწიოს თავი.

თუ ზედმეტად გამხდარი ხართ, არც მირთმეული საკვები გერგებათ და ვერც თავს გრძნობთ ჯანსაღად და შრომისუნარიანად, მაშინ გადაამოწმეთ, როგორ პირობებში გიწევთ ყოფნა – ხომ არ არის ეს პათოგენური ზონის ბრალი. ზედმეტი სიგამხდრე, ხშირად, სწორედ იმ გარემოსთან არის კავშირში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ დღის განმავლობაში.


скачать dle 11.3