კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუთხოვრის სტატუსი


ონორე დე ბალზაკმა თქვა: „მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც, ვისაც მარტოობის არაჩვეულებრიობის შესახებ უამბობთ“. აქედან დასკვნა თავად გააკეთეთ. გაუთხოვრის სტატუსი სულაც არ არის იმის ნიშანი, რომ ცხოვრებაში ხელი მოგეცარათ. ნუ დაიდებთ შტამპს, რომელიც ყველაზე მეტად თქვენვე შეგიშლით ხელს. თუ მწვავედ რეაგირებთ შეკითხვაზე „შენ კიდევ არ გათხოვილხარ?!“ – ესე იგი, პრობლემა უკვე არსებობს – თქვენ განიცდით თქვენს სტატუსს და ეს უკვე კომპლექსია. თავისუფლება სულაც არ არის ცუდი და, მით უმეტეს, ვერ იქნება ტვირთი. მთავარია, თქვენ როგორ გამოიყენებთ მას. სამწუხაროდ, პატრიარქალური შეხედულებები ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, მით უფრო – რეგიონებში. რატომღაც, მიჩნეულია, რომ სულ უქმროდ ყოფნას, ცუდი ქმრის ყოლა სჯობია. ღმერთმა დაგიფაროთ! წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომელთანაც საერთო არაფერი გაქვთ, იტანთ და ვერც იტანთ. არავის ვუსურვებთ ასეთ ოჯახს. იგივე სტერეოტიპი ხელს შეგიშლით იმაშიც, რომ დაანგრიოთ ასეთი ვაი-ოჯახი, რომელიც მართლა ტვირთია. გაუთხოვრობის სტატუსი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არავის სჭირდებით, რომ არ გამოჩნდა მამაკაცი, რომლისთვისაც სასურველი იქნებოდით. ყველაფერს თავისი დრო აქვს. იცხოვრეთ მომავლის იმედით და დატკბით თავისუფლებით. აუცილებლად შეხვდებით მას, ვისაც მოუყვებით, როგორი შესანიშნავი რამაა მორტოობა. მაგრამ, ჯერ თავად უნდა გჯეროდეთ ამის.


скачать dle 11.3