კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედნიერების რეცეპტი


აწყობილი პირადი ცხოვრების გარეშე არ არსებობს ქალური ბედნიერება. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ქალი – საქმიანი, ჭკვიანი და ანგარიშგასაწევი პიროვნება, თუკი ზურგს ოჯახი და საყვარელი მამაკაცი არ უმაგრებს, მისი ცხოვრება სრულფასოვანი ვერ იქნება. რატომ ხდება, რომ ქალს გამოსდის ბიზნესი, მაგრამ სრულ ფიასკოს განიცდის მამაკაცებთან. უცნაურია, მაგრამ ხშირად ერთი შეხედვით მოსულელო ქალები უკეთ ახერხებენ მამაკაცის „შებმას“, ვიდრე წარმატებული ქალბატონები. თქვენ, ალბათ, იტყვით, რომ ამაში ბრალი თავად მამაკაცებს მიუძღვით, მაგრამ საქმე სხვანაირადაა. პრობლემა ისაა, რომ ხშირად წარმატებულ ქალებს ან გადაჭარბებულად დიდი მოთხოვნები აქვთ, როგორც საკუთარი თავის, ასევე პარტნიორის მიმართ, ან თვითშეფასების უნარი ისე აქვთ დაქვეითებული, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და მამაკაცს თავისი მიუკარებლობითა და სიცივით აფრთხობენ. თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია. ამ ბედნიერების რეცეპტი კი მარტივია: ისწავლეთ მამაკაცს თქვენი პიროვნება ისე წარუდგინოთ, რომ თქვას, აი, ვის ვეძებდი მთელი ცხოვრებაო. იყავით ოპტიმისტი და დაანახვეთ ეს ოპტიმიზმი იმ მამაკაცს, რომელიც გინდათ, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს. როცა ქალი ოპტიმიზმს „გამოასხივებს“, მამაკაცები მის გვერდით საკუთარ შესაძლებლობებში ადვილად რწმუნდებიან და ეს მათ პატივმოყვარეობაზე პოზიტიურად აისახება. საცოდავი გამოხედვა, ჩამქრალი მზერა და ჩამოყრილი მხრები, ვისაც გნებავთ, იმას შეაშინებს, მით უმეტეს, მამაკაცს, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა სირთულეების დაძლევის დიდი სურვილით. მერე რა, რომ სამყაროს ძლიერი მეორე ნახევარია. მას ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც გაამხნევებს და საგმირო საქმეებზე წააქეზებს. პირიქით, მანუგეშებლის როლში ყოფნა კი არ უნდა და საერთოდაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ კაცობრიობის გადამრჩენი ქალია – წელში გამართული, გაღიმებული და ქალური. ღიმილი და მეტი თავდაჯერებულობა – აი თქვენი ბედნიერების ყველაზე კარგი რეცეპტი!


скачать dle 11.3