კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდნენ სეიშელის კუნძულზე მეკობრეების ხომალდზე მარიტა ჯანაშია და ანა კოვაჩი და რას გადაურჩნენ ისინი


– მომიყევით, როგორ აღმოჩნდით სეიშელის კუნძულებზე?

მარიტა ჯანაშია: კუნძულზე ბილბორდისთვის გადასაღებად წაგვიყვანეს, მანამდე კი სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა ქასთინგები და სულ ოთხი გოგონა აგვარჩიეს. ანუ, გოგონა უნდა ყოფილიყო ან „ელიტის“ გამარჯვებული, ან – „მისი“. აგვირჩიეს მე და ანა, ასევე „მის რუმინეთი“ და „მის ჩეხეთი“. არავინ ელოდა, რომ საქართველოდან აირჩევდნენ ვინმეს. ეს შეკვეთა ჩეხეთიდან იყო, სეიშელის კუნძულებისთვის გაკეთდა რეკლამა, რომელიც სატელევიზიო არხ „თრეველზეც“ გავა. ტურისტებისთვის აეროპორტის ბილბორდის, რეკლამებისთვის უნდა გადაგვეღო.

ანა კოვაჩი: ანუ უფრო „ლაივ სთაილში“ იყო, დაყენებული პოზების გარეშე. თავისუფალ სტილში გვიღებდნენ ფოტოს – როგორ ვატარებდით დროს, დავრბოდით კუნძულზე, ვერთობოდით.

მარიტა: როდესაც ქასთინგები ჩატარდა, მე მაშინ საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემი ფოტოები, ვიდეოები გააგზავნეს. ალბათ „ელიტის“ გამარჯვებულები, რომ არ ვყოფილიყავით, არ აგვირჩევდნენ. ამიტომ, ყველა გოგონას ვურჩევთ მე და ანა, რომ „ელიტში“ მიიღონ მონაწილეობა.

ანა: ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ქასთინგები. თბილისშიც იყვნენ, ქასთინგი ჩაატარეს. მე მნახეს და ამირჩიეს, მარიტას ფოტოები კი ძალიან მოეწონათ. როდესაც გავიგეთ, რომ მე და მარიტა მივდიოდით, ძალიან გაგვიხარდა. გამგზავრებამდე საკმაოდ დაკავებულები ვიყავით.

მარიტა: როდესაც ქალბატონმა იამ მითხრა, რომ მე და ანა უნდა წავსულიყავით გადაღებაზე, გამიკვირდა, ვეკითხებოდი, დარწმუნებული ხართ, რომ მე უნდა წავიდე-მეთქი. ერთ კვირაში უკვე გავემგზავრეთ კუნძულზე.

– მიამბეთ, როგორ ჩახვედით კუნძულზე, ალბათ, საოცარი შთაბეჭდილებები მიიღეთ.

– ტრანზიტი გვქონდა ძალიან ბევრი. თურქეთის აეროპორტში ვიყავით 12 საათის განმავლობაში. ერთმანეთს ვეუბნებოდით, ახლა მე გავისეირნებ და შენ უყარაულე ბარგსო და ასე ვსეირნობდით.

ანა: თან წიგნებს ვკითხულობდით. თურქეთიდან დუბაიში გავემგზავრეთ.

მარიტა: თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა და დუბაის აეროპორტში იმდენი ვირბინეთ, თან უზარმაზარი აეროპორტია – პეკინიდან, რომ გახვიდე რუსთაველზე იმხელა.

ანა: თვითმფრინავი ჩვენ გველოდებოდა, ბარგი უკვე გაშვებული იყო, სალონში, რომ შევვარდით, გაოცებულები გვიყურებდნენ. ამის შემდეგ უკვე სეიშელზე ჩავფრინდით.

მარიტა: დედაჩემმა იმდენი ჩამაცვა, თბილისში ქარი იყო. იქ რომ ჩავედით, ისე ცხელოდა, კინაღამ გადავირიე, როგორ დავიწყო გახდა-მეთქი. თან, ძლივს ვიპოვეთ ის ქალი, ვისაც უნდა დავებინავებინეთ.

ანა: კოტეჯში დაგვაბინავეს ოთხივე გოგონა და ჩვენი ზედამხედველი. მე და მარიტა ერთ ოთახში ვცხოვრობდით. პირველ დღეს დაგვასვენეს და შემდეგ დავიწყეთ გადაღებები.

მარიტა: ძირითადად ვიღებდით პლაჟზე, ინდოეთის ოკეანის პირას. ანას წყალში ჩაყვანა გაგვიჭირდა, ეშინია, მუხლზემოთ რომ სწვდება წყალი, ყვირილის იწყებს. ერთხელ სანაპიროზე ვიყავით, ნაწვიმარი იყო, ანას ვუთხარი, მუხლებზე კარგად დადექი, თორემ ტალღა თუ დაგარტყამს, იცოდე, წაგიღებს-მეთქი. არ დამიჯერა, წამოვიდა ტალღა და რომ მოვიხედე, რას ვხედავ, ანა აღარ არის.

ანა: მე ტალღაში ვარ გახვეული, ვერაფერს ვაკეთებ, მარიტა კი ყვირილით მორბის.

მარიტა: ქალბატონმა იამ გამაფრთხილა, შენ გაბარებ, წყალში შეიყვანე და უყურე, არ დაიხრჩოსო. რომ დავინახე, როგორ იქნევდა ხელებს, მივვარდი და ვახოხიალე, გამოვათრიე ნაპირზე. ოკეანეში ერთ ადგილას არის ქვები, სადაც ტურისტები ხშირად იღუპებიან, ასე ვთქვათ სიკვდილის ქვებია. ერთხელ წავედით გადასაღებად, წყალში ცოტათი უნდა შევსულიყავი და მერე უკვე ასეთი ქვები იყო. მე და ფოტოგრაფი ერთად ვიდექით, ანა კი ქვაზე დასვეს. უცებ მოიღრუბლა და წამოვიდა დიდი ტალღა, მე და ფოტოგრაფი ერთმანეთს მიგვახეთქა, ფეხი გამეკაწრა და მაშინვე ვიფიქრე, ვაიმე ანა-მეთქი. თურმე, ტალღამ გადაუარა და ჩააცურა ქვემოთ, წყლის ქვეშაა და ბოლო ხმაზე ყვირის: მიშველეთ, გარდაიცვალა ანა კოვაჩიო.

ანა: თვალები დახუჭული მაქვს, ვერ ვახელ და თან ვყვირი, მიშველე-მეთქი.

მარიტა: ისტერიკაში ჩავარდა. ყვიროდა, ვერ გამომყავდა, ძლივს გამოვათრიე.

ანა: სამაგიეროდ, წყალში ტივტივი მარიტამ და ფოტოგრაფმა მასწავლეს.

მარიტა: პირი ჰქონდა ღია და მარილიანი წყალი ჩასდიოდა, მერე საღამოს ამბობდა, ვაიმე, რაღაც კუჭი მტკივაო. ნეტავ რატომ-მეთქი, მთელი ოკეანე დალია, ამოაშრო.

ანა: მარიტა და „მის ჩეხეთი“ ჩავიდნენ წყალში, უცებ თევზი დაინახეს და ისეთები გამოცვივდნენ, ვიფიქრე, რა დაემართათ-მეთქი.

მარიტა: რაღაც თევზია, იკბინება, სასიკვდილოდ საშიში კი არ არის, მაგრამ, არც სასიამოვნოა და რომ დავინახეთ, შეშინებულები გამოვვარდით. სამაგიეროდ, საღამოს რესტორანში ვჭამეთ შემწვარი.

ანა: 10 წუთი ვიყავი მზეზე გასული და საშინლად დავიწვი, მარიტა ასე ძალიან არ დამწვარა.

მარიტა: ისე დაიწვა და შეიხრუკა, რომ შხაპს ძლივს იღებდა. ერთხელაც ოთახში ვართ, მთელი ღამე არ მაძინებდა, ვაიმე მეწვისო და როგორც იქნა, ჩამეძინა. ანა შხაპის მისაღებად შევიდა, უცებ გამოვიდა და დაეცა იატაკზე, ისე, რომ ხელიც კი არ გაუტოკებია. მაშინვე წამოვხტი, მივვარდი, ანა ცოცხალი ხარ-მეთქი. კი ცოცხალი ვარ, ცივი მესიამოვნაო. არადა, ისეთი ხმა იყო, ვიფიქრე, ახლა თავი ექნება გატეხილი, სისხლი დამხვდება იატაკზე და ვისთან გავვარდე დახმარების სათხოვნელად-მეთქი.

ანა: მარიტა კიდევ მეკითხება, რომ ვარდებოდი ხელი და ფეხი რატომ არ შეაშველეო? ხელისა და ფეხის აწევა უფრო მტკივნეული იყო ჩემთის, ვიდრე ძირს დავარდნა-მეთქი.

– გადაღებები ყოველდღე გქონდათ?

მარიტა: დილაობით გვქონდა ხოლმე გადაღებები სხვადასხვა პლაჟზე. ძალიან ლამაზი ბუნებაა, სხვადასხვა ფერის წყალი, ზოგან რიფები და ჩვენც ყველგან გვიღებდნენ ფოტოებს. თითქმის მთელი კუნძული დავათვალიერეთ.

ანა: ისეთი სილამაზეა, კუნძულს სამოთხესაც ეძახიან.

მარიტა: თანაც, ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. სხვა გოგონები ხომ 26-27 წლისები იყვნენ, დიდი გამოცდილება ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ ჩვენი ფოტოები კუნძულზე განთავსდება, შეიძლება „თრეველზეც“ გავიდეს და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ამ რეკლამას სერიოზული კომპანიები უკვეთავდნენ, ბევრმა ცნობილმა ადამიანმაც ნახა ჩვენი ფოტოები. სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ფოტოგრაფები.

ანა: ჩვენ ჩეხი გვიღებდა, ის ევროპაში ძალიან წარმატებული და ცნობილი ფოტოგრაფია, ბევრ პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა.

– ალბათ, გასართობადაც დადიოდით.

მარიტა: კი, ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე. უბრალოდ მთაგორიან ადგილებში ვერ ავდიოდით, საშიში იყო. სამაგიეროდ, ჩემს საყვარელ კუებს ვნახულობდი, რომლებიც უზარმაზარები იყვნენ.

ანა: მეკობრეების უძველესი გემი ვნახეთ, ძალიან ძველი იყო, რესტავრირებული.

მარიტა: გალიები და ჩონჩხები იყო გემზე ეფექტი რომ შთამბეჭდავი ყოფილიყო. სხვათა შორის, იქ ახლაც არიან სომალელი მეკობრეები. ჩვენ სანამ ჩავიდოდით ინგლისელი წყვილი მოიტაცეს. ჩვენი სახლი ძალიან ზემოთ იყო, მთელი ოკეანე ჩანდა, გვამშვიდებდნენ, ისეთ ადგილას ხართ, მეკობრეები ვერ მოგაგნებენო.

ანა: იქაურ ფეშენ შოუზეც ვიყავით, რომელშიც საუკეთესო სააგენტოს მოდელები და დიზაინერი იღებდნენ მონაწილეობას. შოუ ღამის პირველ საათზე დაიწყო კლუბში, უფრო ბუნგალოს ჰგავდა. ხალხიც არ იყო ცუდი, მაგრამ ერთმა ბავშვმა მარიტა ამოიჩემა და ტალახს ესროდა ხოლმე.

– ახლო მომავალში, კიდევ ხომ არ აპირებთ სადმე გამგზავრებას?

მარიტა: სხვათა შორის, იქ ერთი ამერიკული ფირმა დაინტერესდა ჩვენით. შეიძლება, რამდენიმე დღით ამერიკაშიც მიგვიწვიონ გადასაღებად. გადამღები ჯგუფს ძალიან მოვეწონეთ. შეიძლება ჩეხეთშიც გაგრძელდეს ჩვენი საქმიანობა. ახლა თბილისის ფეშენ ვიკისთვის ვემზადებით. წელს უმაღლესში ვაპირებ გამოცდების ჩაბარებას.

ანა: ფეშენ ვიკი რომ დამთავრდება, ქალბატონი ია გადაწყვეტს, სად უნდა გავემგზავრო. ჯერჯერობით საკმაოდ დაკავებულები ვართ.


скачать dle 11.3