კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ცხოვრების გაფრთხილებას ცდილობდა ბორის ბედია და რისთვის მიემგზავრება ის ევროპაში


მომღერალ ბორის ბედიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლებია, ეს მართლაც ნიჭიერი, ხალისიანი და, რაც მთავარია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი ახლო მომავალში ევროპაში აპირებს გამგზავრებას და იქ კარიერის გაკეთებას.


– ჩემი ცხოვრება ისევ და ისევ სწავლას მოიცავს, მალე კონსერვატორიაშიც მეწყება გამოცდები. პარალელურად, ძალიან კარგი პროექტებიც მაქვს და რამდენიმე მათგანი ევროპას უკავშირდება. ერთი მეგობარი მყავს – დანიელ ლოხას ლაცო. ის ქართველია, მაგრამ 8 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, კომპოზიტორთა კავშირის წევრია და ძალიან კარგ, გემოვნებიან მუსიკას ქმნის. მალე მივდივარ მასთან და ერთობლივი კონცერტი უნდა გავაკეთოთ, შემდეგ ალბომიც გამოვა, რომელშიც შევა მისი დაწერილი სიმღერები ჩემი შესრულებით.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– თბილისში გავიცანი. რომ მომისმინა, მოეწონა ჩემი ხმა – ბარიტონსაც ვმღერი, ტენორსაც, მიხვდა, რომ კარგი მასალა ვარ და, შემომთავაზა, ევროპაში წავიდე, იქ ვთქვა ჩემი სიტყვა. ალბათ, ერთ თვეში გავემგზავრები. კონცერტების ორგანიზება მისთვისაც მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც: მას სჭირდება კარგი მომღერალი, მე კი მჭირდება კარგი კომპოზიტორი, რომელიც ახალ რაღაცას შექმნის. დანიელს ძალიან ბევრ ცნობილ და წარმატებულ მუსიკალურ კომპანიასთან აქვს ურთიერთობა, მათაც მოასმენინა ჩემი სიმღერა და უთქვამთ, ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, კონკურსებში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან, შეიძლება, სერიოზული კონტრაქტი მიიღოს და, ან ჯგუფი გააკეთოს, ან სოლო კარიერაო. ფრედი მერკურის სიმღერა რომ მოისმინეს ჩემი შესრულებით, ზოგი ტომ ჯონსს მადარებდა, ზოგი – ფრედი მერკურის. თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია.

– როგორც ვიცი, შენით ისეთი ფირმა დაინტერესდა, რომელმაც თავის დროზე ფრედი მერკური, ელტონ ჯონი და მსოფლიოში ცნობილი სხვა მომღერლები გააფიარა.

– დიახ, იმ ფირმამ სადაც დანიელი მოღვაწეობს და რომელიც ჩემით დაინტერესდა, თავის დროზე გააფიარა ფრედი მერკური, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, „ლედ ზეპელინი“ და ცნობილი მომღერლები, ჯგუფები. ამ კომპანიას თავისი ფილიალები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც მოისმინეს ჩემი სიმღერა, თქვეს – ჩამოვიდეს, მოვუსმენთო და მეც წავალ, კონცერტებზე უნდა მნახონ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და კონცერტამდე კი უნდა გავხდე – საჭიროა ცოტა ფორმის, იმიჯის შეცვლა.

– ემოციური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– მომღერლები ცოტა ემოციურები ვართ, თან, მე რომანტიკულიც ვარ და ფანტაზიორიც. ფანტაზიებითა და ოცნებებით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე. რაც მთავარია, ბევრი ოცნება უკვე ამისრულდა და ბევრი კიდევ ამისრულდება. დღეს რაც ხდება, ამ ყველაფერს ცოტა ოცნების გარეშე რომ უყურო, ალბათ, ბოლომდე დაგანგრევს. ცუდშიც კარგი რაღაც უნდა დაინახო და ყველაფერი მოგვარდება, იმიტომ რომ, თუ ცუდი კუთხით დაუწყებ ყურებას, მერე საკუთარ თავს დაინგრევ. ჩემი ფანტაზიები და ოცნებები ძირითადად რეალურია, არარეალურზე არ ვოცნებობ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, გავხდე ოპერის სერიოზული, ძლიერი ტენორი, მინდა, რომ ვაკეთო ის საქმე, რასაც ბატონი პაატა აკეთებს, ან, იმის ნახევარი, მაინც, ანუ, გაჭირვებულ ხალხს დავეხმარო, ქველმოქმედება გავწიო. ჯერ ხომ არ შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ, როგორც კი ვიტყვი ხოლმე, ამას გავაკეთებ-მეთქი, სიამაყით მევსება გული და ბედნიერების ცრემლები მომდის.

– როდისმე გიგრძნია თავი დაჩაგრულად?

– ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულად. დაჩაგრული ის ადამიანია, ვინც სუსტია, და არ იცის საკუთარი თავის ფასი. ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა, გააჩნია – რაში. სიყვარული ბოლომდე შემიძლია და, ასევე, შემიძლია ადამიანი ბოლომდე დავაფასო, ოღონდ, მისგანაც ანალოგიურს მოვითხოვ, რაღაც მომენტში იმის ნახევარს მაინც და ამით ვკმაყოფილდები კიდეც. თუ ვხედავ, რომ არ ესმის ჩემი, ვერ ხედავს ჩემს სამყაროს, მაშინ, ვაგრძნობინებ, კარგად იყავი-მეთქი. ცუდად არავის დავშორებივარ.

– როგორია შენი სამყარო?

– ჩემი სამყარო ძალიან ფერადია: სიმწვანეა, ბევრი სიკეთეა, სიზმრებიც ფერადი მაქვს. ამ ბოლო დროს იუმორისტულ სიზმრებს ვნახულობ – ძილში მახსენდება რაღაც კურიოზები და მერე ისეთი სიცილი მიტყდება, რომ მეღვიძება.

– როდესაც რაღაც გწყინს, საკუთარ თავში იკეტები?

– ბევრჯერ დამწყვეტია გული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიფიქრია, რომ ადამიანი კარგია, მერე კი ის რაღაცაში ჩაჭრილა. ეს ძალიან განმიცდია, ცრემლიც წამომსვლია, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ თან გადავყოლივარ – ეს, მაქსიმუმ, სამ დღეს გრძელდება. თავს არ ვიქებ, მაგრამ, არც ძმაკაცთან, ან გოგონასთან, არასდროს ჩავჭრილვარ. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, აუცილებლად უნდა მოვუსმინო მუსიკას, თუ მუსიკას არ მოვუსმინე, შეიძლება, ეს შეგრძნება უფრო გამიმძაფრდეს. ჩემთვის წამალია, ჩავრთო ფრენკ სინატრა, ტომ ჯონსი... ვეტყვი: მიდი, ფრენკ, შეუბერე! მერე მეც ავყვები, ან – პიანინოსთან დავჯდები, სევდას მუსიკაში ჩავდებ და ყველაფერი გაქარწყლდება, სამაგიეროდ, სიმღერა გამოდის ძალიან მაგარი. როდესაც ხმაში სევდა მქონია, სხვანაირად მიმღერია და დარბაზი დანგრეულა, უკითხავთ – ბორია, ასეთი შეყვარებული ხარო? მერე ჩემი თავის მიკვირს ხოლმე. შეიძლება, „ხმაზე იყო“, მაგრამ, ხასიათიც უნდა ჩადო. სიყვარულზე კარგად მიმღერია, მაგრამ იმ დროს შეყვარებული არ ვყოფილვარ, შეყვარებული კაცი კი უფრო კარგად მღერის.

– ხშირად გყვარებია?

– უფრო გატაცებები მაქვს: ავიკვიატებ ადამიანს, მომწონს, მერე, რამე „ნიტოს“, რომ გავიგებ მასზე, აღარ ვფიქრობ და ნელ-ნელა ქრება ჩემი ცხოვრებიდან. მიზეზს არასდროს ვეუბნები ხოლმე – გული რატომ უნდა ვატკინო?

– როგორი სამყარო უნდა ჰქონდეს შენ მიერ მოწონებულ გოგონას?

– თავიდან, მეგონა, რომ ქალის იდეალი უნდა მქონოდა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ იდეალი არ არსებობს. ჯობია, ქალს ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდეს, არც ზედმეტად კარგი ხასიათი ვარგა და არც სილამაზე. მიყვარს, როდესაც ქალს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ქეიფიც იცის და დროსტარებაც. მთვრალი ქალი არ არის ლამაზი, მაგრამ, რაღაც მომენტში სასიამოვნოა, როდესაც გრადუსშია, კარგ ხასიათზე, უყვარს და ესმის კარგი მუსიკა. ბავშვობაშიც ვყოფილვარ შეყვარებული. კარგ მუსიკას რომ ვუსმენდი, იმ გოგონასთან ერთად ფეხშიშველი დავრბოდი გორაკებზე, მწვანე მდელოზე. ის გოგონა არც იყო აზრზე, რა ხდებოდა. მერე მალე გათხოვდა. ძალიან განვიცადე, მაგრამ არ გადავყოლილვარ.

– ახლა ვინმესთან ერთად დარბიხარ მწვანე მინდორზე ფეხშიშველი?

– კი, მაგრამ შეყვარებული არ მყავს – ჯერჯერობით არ მაწყობს, რადგან, შეიძლება, ძალიან შემიყვარდეს და მერე, წასვლა რომ მომიწიოს, განშორება ჩემთვის დამანგრეველი გახდება, რადგან, მიმაჩნია, რომ, ადამიანს გულისსწორი გვერდით უნდა ჰყავდეს. ამიტომ, თავს ვაკონტროლებ, რომ არ შემიყვარდეს. ეს შესაძლებელია, თუ ძლიერი ხარ: არ შეხვდები იმ ადამიანს, ან, ფიქრებს სხვა რამეზე გადაიტან, რადგან, შეიძლება, გულმა რაღაც მომენტში დაგღუპოს. ჩემთვის სიმღერა მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯერ ცხოვრება, კარიერა უნდა ავიწყო. ოჯახი მაინც სხვა ცნებაა, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ცოლს რომ მოვიყვან, სხვა ქალისკენ არ გავიხედავ.

– გაანებივრებ?

– ყურადღებიანი, ერთგული მეუღლე ვიქნები, გავანებივრებ კიდეც, გააკეთოს ის რაც უნდა. რაც უფრო მეტად შებოჭავ ადამიანს, უფრო ცუდ შედეგს მიიღებ. ცოტა კრიტიკული ვარ: მირჩევნია, უშუალო და კეთილი ადამიანი იყოს, მის გვერდით არ უნდა დაიძაბო, როდესაც ადამიანი კეთილია, მას სულიც კეთილი აქვს.

– იქნებ, სიყვარულზე, თუ არ იტყვი უარს, ეს უფრო მეტად დაგეხმაროს უკეთესად სიმღერაში, კარიერის გაკეთებაში?

– სიმღერასა და სიყვარულს შორის ვარ მოქცეული და ესეც დიდი აზარტია, მაგრამ, არჩევნის გაკეთებაში ღმერთი მეხმარება: თუ არ არის საჭირო, იმ ადამიანის რაღაც ნაკლს გამოაჩენს, მასზე გული ამიცრუვდება და, პრობლემაც იოლად გადაიჭრება. თანაც, ჯერჯერობით ისე არ მყვარებია, რომ რაღაც დიდი არჩევნის წინაშე დავმდგარიყავი, ვაკონტროლებ თავს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი კარგი გოგონაა და არავის ვატყუებ, ყველაფერს მეგობრობის დონეზე ვტოვებ, ვუფრთხილდები: ისიც თავის მომავალზე ფიქრობს, მეც და, არ მინდა, ცხოვრება დაენგრას.

– ისე, თუ მოგწონს, როდესაც გოგონები აქტიურობენ?

– ქალმა რაღაც მომენტში თავი უნდა დაიფასოს, ძნელად დასაპყრობი უნდა იყოს. ყოფილან ძალიან კარგი გოგონები, მაგრამ ზედ რომ გახტებიან, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებენ, კაცი ვარ და ეს ჩემთვის ერთსაათიანი გატაცება-გართობა არის ხოლმე – გასულა ერთი საათი და ის გოგონა აღარ მომდომებია, რადგან ჩემთან რომ ასე იქცევა, ალბათ, სხვასთანაც ასე მოიქცევა. ერთი ნახვით შეყვარებისაც არ მჯერა; ერთი ნახვით, შეიძლება, მხოლოდ მომეწონოს.


скачать dle 11.3