კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს შეყვარებული გურამ ლომიძე ახალ სიყვარულს და ვინ მოუწყო მას ჩიკაგოში „სიურპრიზ-ფართი“


ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე, უკვე მესამე წელია, ამერიკაში გადასახლდა და ჩიკაგოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ენატრება საქართველო, მხოლოდ ზაფხულობით ახერხებს სამშობლოში ჩამოსვლას და აქ რამდენიმე თვეს ატარებს. სიმღერაზე შეყვარებული მომღერალი ამერიკულ შოუ-ბიზნესში არ გარეულა, მას ახლობელ ადამიანებთან ერთად მცირე ბიზნესი აქვს აწყობილი და ამით არის დაკავებული.


– მას შემდეგ, რაც ჩიკაგოში დაბრუნდი, რამე სიახლე ხომ არ არის შენს ცხოვრებაში?

– ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად არის, ვაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას. ძალიან მინდა, ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდე და, ალბათ, მოვახერხებ კიდეც. ისევ ჩიკაგოში ვარ, მაგრამ მალე ლოს-ანჯელესში მინდა გადასვლა.

– ხმის ჩამწერ სტუდიაში განაგრძობ მუშაობას?

– არა, ამჯერად ჩემს ბიძაშვილთან ერთად მცირე ბიზნესს ვაკეთებ.

– რა ბიზნესით ხარ დაკავებული?

– სადილერო გავაკეთეთ და ძირითადად მანქანების ბიზნესი გვაქვს.

– წარმატებული აღმოჩნდა შენთვის ეს ბიზნესი?

– ჯერჯერობით – კი.

– ბიზნესი კარგია, მაგრამ, სიმღერაზე აღარ ფიქრობ?

– თბილისში რომ ვიყავი ჩამოსული, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე. ჩიკაგოში ამაზე არც მიფიქრია, რადგან იქ ძალიან ძვირი ჯდება.

– სიმღერები, რომლებიც ჩაწერე და ამერიკაში წაიღე, მხოლოდ შენთვის გინდოდა თუ მისი რეალიზაციაც მოახერხე?

– ჩემი სიმღერები ჩიკაგოში არსებულ რუსულ რადიოსადგურებში მივიტანე და ეთერშიც გადის. ერთი ინგლისურენოვანი სიმღერაა, მეორე – რუსული.

– ყოფილი მეუღლე ხომ არ გინახავს ბოლო დროს? ხატია შამუგია სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკიდან.

– ამჯერად ვერ მოვახერხე მისი ნახვა, ვერ მოვიცალე, რომ მის სანახავად წავსულიყავი.

– ანუ, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობ.

– რასაკვირველია.

– შენს პირად ცხოვრებაში ხომ არ არის რამე სიახლე?

– ისეთი არაფერი. სიყვარულს ვეძებ... გულით დამწვარი ადამიანი ვარ და... სიმართლე გითხრა, შეყვარებული ვარ ერთ ადამიანზე, მაგრამ მაინც ვეძებ სხვა სიყვარულს.

– ეგ როგორ გავიგო?

– არ მიმართლებს სიყვარულში.

– ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებ. ალბათ, ხვდები, ვისაც ვგულისხმობ.

– ვერ მივხვდი. ბევრჯერ ვიყავი შეყვარებული.

– მე ხატია შამუგიას ვგულისხმობდი.

– არა, არა, ხატია არა, მაგრამ, ისიც თბილისში ცხოვრობს.

– რატომ ვერ ააწყვეთ ურთიერთობა?

– ალბათ, მას არ ვუყვარვარ იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა. მართალია, მისი გულის დაპყრობას ვცდილობ, მაგრამ ახალი სიყვარულის ძებნა ყოველთვის გამოცხადებული მაქვს.

– როგორი უნდა იყოს შენი სასურველი ქალი?

– ჩემი სასურველი ქალი უნდა იყოს ლამაზი, კოხტა, ჭკვიანი და ძალიან უნდა ვუყვარდე.

– მოგწონს აქტიური ქალები?

– ქალის აქტიურობა რატომაც არ უნდა მომწონდეს, კარგია. აქტიურ ქალთან გაცილებით ადვილია ურთიერთობა. საერთოდ, მიყვარს აქტიური ადამიანები. მაგალითად, ამერიკაში ქალები ძალიან აქტიურობენ. ჩემს შემთხვევაშიც უაქტიურიათ ქალებს ამერიკაში.

– შედეგი?

– შედეგი ისეთი იყო, როგორიც გურამ ლომიძეს შეეფერება, უარს ხომ არ ვეტყოდი, მე ხომ კეთილი ბიჭი ვარ!

– შენი გულკეთილობის მიუხედავად, იმაზე თუ გიფიქრია, როგორი ქალი ვერ იქნება შენ გვერდით ვერასოდეს?

– ჩემ გვერდით ვერასოდეს იქნება მახინჯი და ისეთი ქალი, ძალიან დიდი წარმოდგენა რომ აქვს საკუთარ თავზე.

– თუ სწორედ ასეთი მანდილოსანი აქტიურობს შენს მოსაპოვებლად, რა ხერხს მიმართავ მის მოსაშორებლად?

– ყურადღებას არ ვაქცევ და მერე თავისთავად მშორდებიან. ცუდ რაღაცეებსაც ვეუბნები ხოლმე.

– ამჟამად მარტო ცხოვრობ?

– მე მარტო არასდროს არ ვარ, ამერიკელ გოგოსთან ერთად ვცხოვრობ.

– სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანები ხართ, როგორ აწყობ მასთან ურთიერთობას. ბოლომდე ესმის მას გურამ ლომიძის?

– არა.

– შენ თუ გესმის მისი?

– კი.

– გამოდის, რომ მას შენი არ ესმის, შენ კი მისი გესმის. როგორ ეგუები ასეთ ადამინს?

– მარტო ცხოვრებას ჯობია.

– რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?

– დაახლოებით ორი წელია.

– საყვარელი მანდილოსნისთვის თუ გიყვარს სიურპრიზების გაკეთება? თუნდაც მაგ გოგონასთვის?

– ამ გოგონასთვის არა, მაგრამ, საყვარელი ადამიანისთვის – დიდი სიამოვნებით. ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ჩემს საიდუმლოებებს ბოლომდე ვერ გავამხელ. ადამიანს სიურპრიზი რომ გავუკეთო, ძალიან უნდა მიყვარდეს.

– შენთვის თუ გაუკეთებიათ ქალბატონებს სიურპრიზი?

– როგორ არა. მაგალითად, ჩემთვის „სიურპრიზ-ფართი“ გაუკეთებიათ – ამერიკაში იციან ასეთი რაღაცეები: შენს მეგობრებს შენს უკითხავად შეკრებენ შენს ბინაში; სახლში რომ მიხვალ, სუფრა დაგხვდება გაშლილი და ყველა მეგობარი იქ არის თავმოყრილი. „სიურპრიზ-ფართი“ სწორედ იმან გამიკეთა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ.

– პრინციპული ადამიანი ხარ?

– ალბათ. ახლა უფრო და უფრო პრინციპული ვხდები.

– არ გიფიქრია იმაზე, რომ ზედმეტმა პრინციპულობამ, შესაძლოა, ბევრ რამეში უკან დაგხიოს?

– არ მგონია. რაც საჭიროდ მიმაჩნია, რომ უნდა გავაკეთო, იმას ყოველთვის ვაკეთებ. დასახულ მიზანსაც აუცილებლად ვაღწევ.

– მადამ ტიუსოს მუზეუმს ხშირად სტუმრობ? ფოტოებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ იქაურობა შენთვის უცხო არ არის.

– საერთოდ მიყვარს მუზეუმებში სიარული. ხშირად მიწევს სხვადასხვა ადგილებში ყოფნა და ყოველთვის ვცდილობ ესა თუ ის მუზეუმი დავათვალიერო. რაც შეეხება მადამ ტიუსოს მუზეუმს, როცა ამის დრო და სურვილი მაქვს სიამოვნებით ვესტუმრები ხოლმე.

– მუზეუმში ყველაზე მეტად ვისი ფიგურა მოგწონს?

– მოწონებით ბევრი, მომწონს მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ანჯელინა ჯოლის ცვილის ფიგურა გამოიყურება. საერთოდ, როცა პირველად ვიყავი, ისე ვიხალისე და გავერთე, ყველა მე მიყურებდა – ჯეკსონთან ვიცეკვე, ლუის არმსტრონგთან ერთად დავუკარი და ჯორდანთან ერთად კალათბურთი ვითამაშე.

– უცხო ქვეყანაში ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებს?

– როცა ვმღერი.

– ხშირად მღერი?

– რა თქმა უნდა. სიმღერის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ახალ სიმღერებს ვსწავლობ, ძველს ვმღერი, რეპეტიციებს გავდივარ და დახურულ საღამოებზე გამოვდივარ.

– ემიგრანტ ქართველებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

– აბა, ისე როგორ ვიქნები! ბევრი არა, მაგრამ ხუთი-ექვსი ადამიანი მაინც არის, ვისთანაც ხშირად ვკონტაქტობ. ყოველ შემთხვევაში, გვერდით იმდენი ქართველი მყავს, ენა არ დამავიწყდება.

– უკვე მესამე წელია ამერიკაში ხარ. ამ ხნის განმავლობაში თუ შეიცვალე?

– ალბათ, გავიზარდე და ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ საკითხს სხვანაირად შევხედე.

– როგორ ფიქრობ, კარგი ჰქენი, ამერიკაში რომ წახვედი?

– ვფიქრობ, სწორი არჩევანი იყო, ნამდვილად არ ვნანობ.

– საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობ?

– ეს იქიდან გამომდინარე მოხდება, თუ როგორ იაქტიურებენ საქართველოში „ქუჩის ბიჭები.“ თუ ასე მოხდა, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ.

– მათ არასდროს უფიქრიათ შენთან ჩამოსვლა?

– რა ვიცი, არც ერთს არ უნდა წამოსვლა. მაგალითად, ზურა ამბობს, რომ ამერიკა ძალიან შორია. შენთან სტუმრად დიდი სიამოვნებით ჩამოვალ, მაგრამ, ვიზას არ მაძლევენო. პაატას არც უფიქრია წამოსვლაზე. მათ მხოლოდ მაშინ ვხვდები, როცა საქართველოში ჩამოვდივარ.

– როგორც ვიცი, მოგზაურობა ძალიან გიყვარს. სადმე გამგზავრებას ხომ არ გეგმავ?

– დასასვენებლად მექსიკაში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოვახერხე და აპრილის შუა რიცხვებისთვის გადავდე. აპრილში ან მექსიკაში გავემგზავრები, ან – კარიბის კუნძულებზე, ვნახოთ, ჯერ არ გადამიწყვეტია.


скачать dle 11.3