კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასახვრეტად გამზადებული ზვიადისტები, შევარდნაძის ბრძანება და მოტყუებული ჯაბა იოსელიანი


„ცოფიანი“ კოქტეილი

გასული საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვში, ბაბუშკინის რაიონში ვმუშაობდი უბნის ინსპექტორად. ჩემს გამგებლობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი შედიოდა, სადაც ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ცხოვრობდნენ...

ცოდვა გამხელილი ჯობს და, უნდა გამოვტყდე, რომ ამ საერთო საცხოვრებელში ხშირად დავდიოდი სტუმრად, რადგან ახალგაზრდა და უცოლო ვიყავი, საერთო საცხოვრებელში კი მშვენიერი რუსი გოგონები ცხოვრობდნენ. თუმცა, ამას ყოველთვის სამსახურიდან თავისუფალ დროს ვაკეთებდი.

1972 წლის 31 დეკემბერია. ჩემს ნაშასთან ვარ, რომელსაც დუნია ერქვა და ერთოთახიანში ცხოვრობდა. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამი საათით ადრე, მაშინ, როდესაც მე და დუნია ერთმანეთით ვტკბებოდით, საშინელი ღრიალის და წივილ-კივილის ხმა მოგვესმა. ხმაური ძლიერდებოდა. ამიტომ, ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და დერეფანში გავედი... გავედი და რას ვხედავ – უზარმაზარი აღნაგობის წითურთმიანი რუსი ყმაწვილი, რომელიც უზარმაზარ ტრუსებში იყო გამოწყობილი, კინგ კონგივით გამწარებული დარბის აქეთ-იქით და ღრიალებს: ქალი, ქალი, ქალი მინდაო... თან აქეთ-იქით აწყდება და გოგონების ოთახების კარებების შემტვრევას ცდილობს, შეშინებული გოგონები კი თავიანთი ოთახებიდან კივიან და მილიციას მოუხმობენ... აგზნებულმა წითურმა რომ დამინახა, რატომღაც, ჩემკენ გამოქანდა ღრიალით. წესით, უნდა გავრიდებოდი, მაგრამ მილიციელი ვიყავი, გაქცევა ვითაკილე და ფეხი არ მომიცვლია, წითური კი ღრიალით მორბოდა. ნახევარ ნაბიჯში რომ მომიახლოვდა და უზარმაზარი ტორები აღმართა, მე მას რკინის სკამი შევაგებე შუბლში, წითური გონებადაკარგული ძირს დავაგდე და ზეწრით გავკოჭე, რომელიც დუნიას ოთახიდან გამოვიტანე სასწრაფოდ.

წითური მალევე მოვიდა გონს და ღრიალი განაგრძო. ამასობაში კი სასწრაფო და მილიცია მოვიდნენ. ექიმებმა წითურს დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და სტაციონარში წაიყვანეს. მილიციამ კი მოკვლევა დაიწყო... როგორც გაირკვა, გამხეცებული წითური ვეტერინარული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ყოფილა, რომელიც სამადგილიან ოთახში ცხოვრობდა ჯგუფელებთან ერთად. მას თავისი მეგობრის კომოდიდან ბოთლი გამოუღია, რომელზეც ეწერა „კოქტეილი“ და სასმელი ნახევრამდე გამოუცლია. სასმელში კი თურმე ცხენის აღსაგზნები წამალი იყო გარეული, რომელიც წითურის მეგობარს ერთი გოგონასთვის ჰქონია შენახული. სწორედ ამ „ცოფიანი“ კოქტეილის დიდმა დოზამ გამოიწვია წითურის ასეთი საშინელი აღგზნება, რის გამოც მან ახალი წელი საგიჟეთში გაატარა.

შევარდნაძის ბრძანება

დღემდე ცხონებული ზვიად გამსახურდიას ერთგული მომხრე ვარ და იმ დაწყევლილ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მისთვის საკუთარ სისხლს დავღვრიდი.

1992 წელია. მხედრიონი ბატონობს. შევარდნაძე უკვე თბილისშია და ხელისუფლებას ეუფლება. ჩვენ, ზვიადისტებს კი სასიკვდილოდ გვიმეტებენ და გვიჭერენ. აპრილის ერთ საღამოს, ჩემი ოთხი მეგობარი, ძმები კორძაიები, ვახო ხუხია და კოტე ჯამბურია, მხედრიონელებმა დაიჭირეს და შტაბში – „იმელის“ შენობაში წაიყვანეს. მხედრიონში ერთი ინფორმატორი მყავდა და მაცნობა, ჩვენს ბიჭებს დახვრეტას უპირებენო. გავგიჟდი, რადგან პატიოსანი, გაუსვრელი ბიჭები იყვნენ და მხოლოდ იმიტომ უნდა დაეხვრიტათ, რომ პისტოლეტები უპოვეს.

გავგიჟდი. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ გადავარჩინო ისინი და, ამ დროს ჩემთან ობოლა ციმაკურიძე შემოდის, რომელიც ჩემს მეზობელთან იყო სტუმრად და ჯაბას ხმაზე მეძახის...

– ობოლა, შევარდნაძის ხმით ლაპარაკი შეგიძლია? – ვკითხე ცხონებულ ობოლას.

– რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხმით მომიგო მან.

ობოლას ჩემთან მოვაცდევინე, ჩემს ინფორმატორს დავურეკე და ჯაბა იოსელიანის მისაღების ტელეფონი გამოვართვი. შემდეგ გარეთ გავედით და ქუჩის აპარატიდან ობოლას მხედრიონის შეფის მისაღებში დავარეკინე. ობოლამ შევარდნაძის ხმით უთხრა:

– ჯაბას დაუძახე, ჯაბას! კაბინეტში ტელეფონი გამორთული აქვს და საქმე მაქვს!

მცირე პაუზის შემდეგ ტელეფონთან ჯაბა მოვიდა და ობოლამ ისევ შევარდნაძის ხმით უთხრა:

– ჯაბა, შენთან რომ ოთხი ჩემი კაცია და დახვრეტას უპირებ, თავისი იარაღებიანად გამოუშვი! – შემდეგ გვარებიც უთხრა და ტელეფონი გათიშა...

ოინმა გაჭრა და ჩემი ოთხივე ბიჭი თავიანთი „მაკაროვებით“ ერთ საათში გამოუშვეს. იმავე ღამეს ოთხივე ჯერ სამეგრელოში გაემგზავრა, მერე კი – რუსეთში... მე და ობოლამ კი მაგრად ვიქეიფეთ და ის ცხონებული მთელი ღამის განმავლობაში ხან ჯაბას, ხან კი შევარდნაძის ხმით ამბობდა სადღეგრძელოებს.

პოლკოვნიკ შერგილ ბახიას ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3