კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოროსკოპი


ვერძი 

საქმიან ურთიერთობებში გაუგებრობებია მოსალოდნელი, ამიტომ ფრთხილად იყავით. ბევრი ცხოვრებისეული მომენტის დამალვას მოისურვებთ სხვებისგან. საიდუმლო სასიყვარულო გრძნობა კი შესაძლოა, ახალი შემოქმედებითი ბიძგის მიზეზიც გახდეს. გაიზრდება ცვლილებების სურვილი. მოიმატებს შემოსავალი.

კურო

ჰარმონიული პერიოდია მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. პროფესიონალიზმის და ნაყოფიერი თანამშრომლობის მეშვეობით ხელმძღვანელ პირთაგან დაფასებას და აღიარებას მოიპოვებთ. კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად.

ტყუპები

მიღებული ინფორმაციის მეშვეობით ადვილად წაიწევთ წინ კარიერასა და პირად საქმეებში. ასევე, თუ ადრე დასახული გეგმებით იმოქმედებთ, მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. დაიცავით სამართლიანობა. მოერიდეთ ბევრ გადაადგილებებს. ეს დრო ხელს შეუწყობს ადრე ჩამოყალიბებულ სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებს.

კირჩხიბი

მიზნების მისაღწევად აქტიურად იმოქმედეთ. ცოდნის გაღრმავება ახალი პერსპექტივების წინაშე დაგაყენებთ. საქმიანობის ცვლილებაც დადებითად აისახება თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. სასიყვარულო ურთიერთობაში გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად ნუ მიიღებთ.

ლომი

ბევრ ხალხთან ურთიერთობა საინტერესო, მაგრამ დამღლელი იქნება. გაიზრდება თქვენი მგრძნობელობაც. ეცადეთ, ზედმეტი ემოციურობით არ მიუდგეთ მიღებულ ინფორმაციას. სასიყვარულო კავშირმა კი შესაძლოა, სრულიად შეცვალოს თქვენი მსოფლმხედველობა, მიზნები და გარეგნობა. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და მინიშნებებს.

ქალწული

საქმიან, სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში ზედმეტად ემოციური ნუ იქნებით. ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობა ახალი გეგმების განხორციელებისკენ გიბიძგებთ. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. გაძლიერებული ინტუიცია დაგეხმარებათ წინააღმდეგობების დაძლევაში.

სასწორი

სამართლიანობის მოთხოვნა და ფარული სურვილები კოლეგებთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. საშუამავლო სამუშაო სასურველ მოგებას არ მოგიტანთ. ამიტომ, ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. მოთმინებით და მორალური პრინციპების დაცვით მეტად გაგიადვილდებათ ჩანაფიქრის განხორციელება.

ღრიანკალი

გაგიჭირდებათ ემოციების დამალვა. ახალ იდეებს და საქმიან გეგმებს ნურავის გაანდობთ, რათა ხელი არ შეგიშალონ მათ განხორციელებაში. ზედმეტმა ფლირტმა შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას არსებულ სასიყვარულო კავშირს.

მშვილდოსანი

კარგი დროა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ოჯახური ტრადიციები. საქმეში გამოიყენეთ ადრე მიღებული ცოდნა და მოუსმინეთ ინტუიციას. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში ახალს ნურაფერს დაგეგმავთ.

თხის რქა

გაგიადვილდებათ ახალი ინფორმაციის ათვისება და გაანალიზება, რისი მეშვეობითაც ადვილად გაუმკლავდებით რთულ და ჩახლართულ საქმეებს. ენერგეტიკულად თავს მხნედ იგრძნობთ, თუმცა დამოუკიდებლად მოქმედება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, გაგიტაცოთ ახალმა სასიყვარულო ურთიერთობამ.

მერწყული

ურთიერთობაში ეცადეთ, მეტად გულღია და ხალისიანი იყოთ. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში დაგეხმარებათ გამძაფრებული ინტუიცია. ეცადეთ, ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო შემოთავაზება მიიღოთ.

თევზები

მომავალზე ოცნებით და იმედით არაერთ სასიკეთო საქმეს წამოიწყებთ. გაგიადვილდებათ ხალხთან ურთიერთობა. კარგია სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. რაც მეტი ცვლილებები გექნებათ ცხოვრებაში, მეტად მიუახლოვდებით სანუკვარ მიზანს. ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.


скачать dle 11.3