კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზონა რაზე აგებს პასუხს და რატომ უნდა იცოდეთ საკუთარი ბინის მხარეები ზუსტად


ყველა ადამიანი ფიქრობს, ბინა ისე მოაწყოს, რომ ოჯახის თითოეულ წევრს სიმყუდროვის და ჰარმონიის შეგრძნება ჰქონდეს. თუმცა, ამისთვის საჭიროა იცოდეთ, თქვენს სახლში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები. უნდა იცოდეთ, რომელი კუთხე რისი ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ.

ადამიანი სანამ ბინის მოწყობას დაიწყებს, ჯერ ზონები უნდა გამოიკვლიოს. ამაში კი ჩვეულებრივი კომპასი დაგეხმარებათ.

მაგალითად, სახლში სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი კი – კარიერის. ამ ზონების გარკვევის შემდეგ, თავად შეგიძლიათ ყველა ზონის გააქტიურება.

მაგალითად, თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, იმ კუთხეში უნდა დააწყოთ შესაბამისი ატრიბუტიკა, კერძოდ, ლოტოსის ყვავილი ან პიონები, ასევე, მინის იხვის სტატუეტი. ლოტოსის ყვავილის გამოსახულებას შესწევს უნარი, ცოლ-ქმრის ჰარმონიულად და სიყვარულში ცხოვრებას შეუწყოს ხელი. ის ასევე, კარგია საქმიანი ადამიანისა და ბიზნესმენებისთვის.

სიმდიდრის მოსაზიდად, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, საფულეში ჩადეთ ჩინური მონეტები, რომელზეც იეროგლიფებია გამოსახული.

აუცილებელია, შესასვლელში დაკიდოთ ზარები, რადგან მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და ადამიანის აურას წმენდს. ის სახლში სწორედ ამ ადგილას გროვდება.

კრისტალი ყველაზე ძლიერი თილისმაა და ის ნებისმიერ ზონას ააქტიურებს, ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით ენერგიას. მას მზის სხივი რომ ხვდება, დადებით ენერგიას ასხივებს, ასევე, კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს ებრძვის. კარგია, თუ სამუშაო მაგიდაზე კრისტალის ბურთს დადებთ. ის გონების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. თუ სახლში მზე არ შემოდის, მაშინ კრისტალი მზეზე გაიტანეთ ცოტა ხნით, რომ ის კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით „დაიტენოს“, შემდეგ ისევ შეიტანეთ სახლში. ამით ოჯახში მზისა და კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.

სტატუეტი, რომელსაც ბაყაყის, სპილოსა და თევზის გამოსახულება აქვს, ისიც კარგია. მაგალითად, ბაყაყი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს, სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. ის სახლის შესასვლელში კარისკენ ზურგით, იატაკზე დადეთ. სპილო ბიზნესის დამცველად მოიაზრება, ამიტომ, მაგიდაზე ისე დადეთ, რომ ხორთუმი კარისკენ ჰქონდეს. თევზიც ფულს მიიზიდავს. რაც შეეხება ფულის ხეს, ისიც სიმდიდრეს მოიზიდავს სახლში და სამხრეთ-აღმოსავლეთ, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ.

მათი დადება სახლში სიზუსტეს მოითხოვს, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი კომპასი, რომ გავიგოთ, სად რომელი მხარეა.

აღმოსავლეთი ოჯახის სიძლიერის მხარედ ითვლება, დასავლეთი – ბავშვების მხარეა, ასევე, კარგი ზონაა შემოქმედებითი ადამიანებისთვის.

ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მიმართულება. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ მხარეს ჯობია დაიძინოს ან თუნდაც, სად დადგას სამუშაო მაგიდა. ამის გამოთვლა კი დაბადების წლის მიხედვით ხდება. მაგალითად, ერთ წელში დაბადებულ ადამიანებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. მათთვის კარგია სამხრეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მხარე, სამუშაო მაგიდა ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგან და ამით დადებითი ენერგიის გაცვლა-გამოცვლა მოხდება. გადაიკითხეთ თქვენი ჰოროსკოპი წლების მიხედვით და მათიც, ვისთანაც გიწევთ ურთიერთობა. ამის მიხედვით, მიხვდებით ყველაფერს. მაგალითად, გველის და ლომის ნიშნით დაბადებულების გვერდიგვერდ ჯდომა არ არის სასურველი. ასევე, მშვილდოსნის და ვერძის.


скачать dle 11.3