კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან


***

ნაახალწლევს მამა შვილს ეუბნება:

– უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა იცოდე, რომ არავითარი თოვლის ბაბუა არ არსებობს. ეს მე ვიყავი.

– ვიცი, მამი, წეროც ხომ შენ ხარ.

***

მატარებლის კუპით გოგო და ბიჭი მგზავრობენ. ბიჭი ეკითხება:

– რომელი ნაციონალობის ბიჭები მოგწონთ?

– ინდიელები, რადგან ისინი ძალიან გაბედულები არიან და ებრაელები, რომლებსაც შეუძლიათ ცხოვრება მოიწყონ.

– მაშინ ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ: არონ აბრამის ძე ჩინგაჩგუკი!

***

ჯარისკაცი წერს დედას კახეთში:

„დედი, კატა იყიდე და, სერჟანტი დაარქვი. რომ ჩამოვალ, მოვკლავ!

***

ომია, ტანკი მოდის და ვერ აჩერებენ:

კაპიტანი ამბობს:

– აბა, ვის გიყვართ სამშობლო?

კაციშვილი ხმას არ იღებს. მეგრელი პასუხობს:

– მე მიყვარს!

– აჰა, შენ „გრანატები“, ჩაუვარდი იმ ტანკს.

– მერე, ვის ეყვარება სამშობლო?!

***

მამალი დედალს პეპლავს. სახლიდან მიტო გამოვიდა და საკენკი გადაყარა. მამალმა დედალი მიატოვა და საკენკს ეცა.

– ღმერთო, ასე არ მომაშივო არასდროს. ამოიხვნეშა მიტომ.

***

პატარა ზანგი ღმერთს ეკითხება:

– ღმერთო, რატომ მაქვს ასეთი შავი კანი?

– იმიტომ რომ, თეთრი კანი ძალიან ნაზია აფრიკის მწველი მზის სხივებისთვის.

– და, ღმერთო რატომ მაქვს ასეთი მოკლე და ხუჭუჭა თმა?

– იმიტომ რომ, გრძელი თმა აფრიკის ხეებსა და ლიანებს წამოედებოდა.

– კი, მაგრამ მაშინ სარატოვში რატომ დავიბადე?!

***

ცირკში ახალი ატრაქციონია – „მოლაპარაკე ცხენი”. სრული ანალოგია. კონფერანსიე აცხადებს და გამოჰყავთ ცხენი – არც ჩლიქები აქვს, არც კბილები, თვალები გადმოსცვენია და ცილინდრი ახურავს. საშინლად გამხდარია. ღვედებს უკეთებენ და გუმბათისკენ ასწევენ, იქ კიდებენ. ბარაბნების ხმაა. მაყურებელი ტაშს უკრავს. ამ დროს ღვედებს უშვებენ და ცხენი არენაზე ენარცხება – ხვნეშით ამბობს:

– ნეტავი, როდისღა მოვკვდები, ამის...

***

საოპერაციო ავადმყოფი უკვე მაგიდაზე წევს და ქირურგს ეკითხება:

– ექიმო, მითხარით, ოპერაციის შემდეგ ვიოლინოზე დაკვრას შევძლებ?

– რა თქმა უნდა, შეძლებთ!

– მართლა?

– უცილობლად!

– რა საინტერესო ოპერაციაა, თქვა ავადმყოფმა, არასდროს დამიკრავს ვიოლინოზე და ახლა შევძლებ.

***

– ბოროტმოქმედი დასახვრეტად მიჰყავთ.

ის კითხულობს:

– რა დღეა დღეს?

– ორშაბათი.

– აბა, უყურე, რა ცუდად იწყება კვირა?!


скачать dle 11.3