კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მინასაშვილი-მანასაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა მინასა, რომელიც ნასესხებია ლათინურიდან და ნიშნავს „სამთვარეულოს“, „მთვარეს“. ქართულში გვაქვს მინასას სინონიმი მანასა. „ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“ (ხალხური).

მინასაშვილებს რუსებმა გაუფუჭეს საქმე – მინასოვებად ჩაწერეს. ხალხი დაიბნა. მერე რა, რომ მეზობელ სომხებთანაც გვხვდება გვარი მინასიანი (რუსულად – ისიც მინასოვი). მაშ, რა ვქნათ, არ მივიღოთ თანამემამულეებად 1843 წლის სოფელ დიდ თონეთში მოხსენიებული იოსებ და დავით მინასაშვილები? იქვე მოიხსენიება ნონია მინასაშვილი–ალთუნაშვილი. ალთუნაშვილი დამოუკიდებლად არის აზნაურული გვარი. ალთუნაშვილი, იგივე ოქრუაშვილი. ალთუნაშვილი არის, ასევე, ქვემო ქართლის მებატონე-მემამულეთა შტო-გვარიც.

მინასოვებად ჩაწერილები იგივე ქართველი მინასაშვილები არიან.

საქართველოში 58 მინასაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, გარდაბანში – 6, ყვარელში – 2.

შერმაზანაშვილი

ქვემო თუ ხატის თელეთში, გარდაბნის რაიონში, ცხოვრობენ შერმაზანოვები. ყველას, დიდსა თუ პატარას, პირზე ეკერა გამოჩენილი ვაჟკაცის სახელი – შერმაზანოვი. ალბათ, ბევრმა არ იცის, როგორ უდიერად მოგვექცნენ მეზობლები და როგორ „შეგვიკრიჭეს“ გვარები, მოაცილეს სუფიქსი შვილი და ძე და მიაბეს ფორმანტი ოვი და იევი.

გვარ შერმაზანაშვილსაც მოაცილეს რუსულ საბუთში შვილი და გახადეს შერმაზანოვი. ასეე მოექცნენ უამრავ ქართულ გვარს. მაგალითად, ასე გახადეს დედალამაზიშვილი დედალამაზოვი, ხიზანიშვილი – ხიზანოვი, მამულაშვილი – მამულოვი და ასე შემდეგ.

შერმაზანაშვილ-შერმაზანოვი ქართული გვარ სახელია და მას არაფერი საერთო არ აქვს სხვა ეროვნების ხალხთან.

საქართველოში 372 შერმაზანაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 199, თბილისში – 151, ბოლნისში – 11.

70 შერმაზანოვი: თბილისში – 56, გარდაბანში – 7, ბოლნისში – 7.

კახიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კახაბერი. მისი – კნინობით-საალერსო ფორმაა კახა. აქედანაა გვარი კახიშვილი. კახაბერიდან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: კახაბერაშვილი, კახაბერიძე, კახაბრიშვილი, კახაია, კახაშვილი, კახაძე, კახაჯორაული, კახიანი, კახიაშვილი, კახიშვილი, კახიძე.

კახიშვილები თავადები იყვნენ. მათ გვარი ვახვახიშვილიდან მიიღეს. „თოთხმეტი თავადი ვახვახიშვილი, იყვნენ პირველ სამცხის თავადნი, ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისა, წელსა 1294-ისა, ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდნენ მუნ და იწოდებიან ვახვახისშვილნად, თავადად, აგრეთვე, ბაზიერთ-ხუცისშვილადაც. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშის შვილებად და კახისშვილებად... ყორჩიბაშისულსა გაუთვისდათ სახელისა გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას, ხოლო კახისშვილმა მამულ სახელისა გამო გაუთვისდათ“ (იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა).

საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 192, კასპში – 44, ახალციხეში – 33.

ხარებაშვილი

გვარის ფუძეა ხარება. ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, აღინიშნება, ძველი სტილით 25 მარტს (7 აპრილი – ახალი სტილით).

წინაპრებს შესაძლებლობა არ გაუშვიათ და დღესასწაულის სახელი მამაკაცის სახელად აუღიათ. ხარება პოპულარული გამხდარა და ის, როგორც ქართველი კაცის სახელი, ბევრ ისტორიულ წყაროსა და სამართლის ძეგლში მოიხსენიება.

ხარება ჩაქსოვილია გვარებში – ხარებავა – სამეგრელოში, აბადეთში, სენაკის რაიონში. ნახარებავო სოფელია იმავე რაიონში. ხარაბაძეები – ცხოვრობენ ბზვანში, დიდ ჯიხაიშში, ინაშაურში, მაღლაკში, ოფშკვითში, ტყაჩირში, ფარცხანაყანებში.

საქარველოში 1 135 ხარებაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 335, ყვარელში – 192, საგარეჯოში – 124.

59 ხარებაძე: ყვარელში – 16, თბილისში – 13, რუსთავში – 4.

კვეკვესქირი

ამ გვარის ისტორიაზე მომუშავე პირები გვარის შემადგენლობაში მონაწილე ფუძეს, კვეკვეს, მამაკაცის საკუთარ სახელს – კვირიკეს უკავშირებენ. წმიდა კვირიკეს შესატყვისებია ქართულში – უფლისა, აქედანაა გვარი – უფლისაშვილი; ბერძნული კვირა, კვირიოს („უფალი“, „ბატონი“), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდეს ასევე არაერთ სხვა სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები კვირიონ (კირიონ), კვირაისი (კიროსი), კირიაკ, კირიან. ამათგან წარმოქმნილია ქალის სახელებიც: კირა, კირიაკა, კირიანა და სხვანი.

კვირიკედან მომდინარეობს ქართული გვარები: კვირიკაშვილი, კვირიკაძე, კვეკვესქირი, კვეკვესკირი, სუფიქსად გამოყენებული სქირი, სკირი, მეგრულში შვილს აღნიშნავს – კვეკვეშვილი). მეგრულში კვირიკეს ვარიანტებია: კვეკე, კვეკვე, კვერკვე. სოფლის სახელწოდებაა წინაკვერკვე – „წმიდა კვირიკე“.

საქართველოში 20 კვეკესქირი ცხოვრობს: თბილისში – 17, ბორჯომში – 3.

852 კვეკვესკირი: ზუგდიდში – 293, თბილისში – 228, წალენჯიხაში – 89.

115 კვეკვესქირი: ზუგდიდში – 73, თბილისში – 24, სენაკში – 4.

ციმაკურიძე

აზნაური ციმაკურიძეები თავდაპირველად ჩანდნენ ახალციხეში და „მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშვნენ და ჩანდნენ ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1717 და არიან რომელნიმე სამეფოც და საკათალიკოზოც იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი. „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“). „ციმაკურიძე-სათაქთაქიშვილო აზნაური“.

აზნაური ციმაკურიძეები თავადის თაქთაქიშვილის აზნაურები იყვნენ. აზნაური ციმაკურიძეები შეტანილი არიან 1783 წლის 24 ივნისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის თანდართულ სიაში. ციმაკურიძე თავად ამილახორისშვილის აზნაურიც არის.

საქართველოში 529 ციმაკურიძე ცხოვრობს: თბილისში – 255, ბოლნისში – 75, საჩხერეში – 48.

ამირხანაშვილი

ქართული გვარი ამირხანაშვილი (რომელიც ზოგჯერ რუსული ფორმანტი ოვით გვხვდება გაფორმებული, მაგალითად, ამირხანოვი) ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელიდან ამირხანა. ეს სახელი გვხვდება 1537-1538 წლებშიც. 1646 წელს კი უკვე მოიხსენიება, როგორც გვარი, ისე თიკუნი ამირხანაანი.

ამირხანაშვილი და ამირხანოვი ქართული გვარებია, ამირხანიანი კი – სომხური. ქართველებსა და სომხებს საერთო სახელები ბევრი გვაქვს, ყველა ისინი, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ვისესხეთ უცხო ხალხისგან და სწორედ ამიტომ გვაქვს მსგავსი ფუძის გვარები. აქ არაფერია უცნაური და დასაძრახისი, ასევე იქცეოდნენ სხვა ერებიც.

საქართველოში 694 ამირხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ნინოწმინდაში – 160, ახალქალაქში – 98.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3