კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური მამაკაცი


ვიღაც ძალიან შენიანი – დიახ, ბევრ ქალს სწორედ ასეთი მამაკაცი მოსწონს და სჭირდება; ისეთი, ვის მხარზეც თავის დადებას და საკუთარი პრობლემებისა თუ შეცდომების გამოტირებას შესძლებს. ამ ტიპის მამაკაცისთვის სენტიმენტები უცხო არ არის. მას დამყოლი, რბილი და ბავშვური ხასიათი აქვს, გულჩვილია და ადვილადაც მოატყუებთ, თუკი, რა თქმა უნდა, მოინდომებთ ამას. მაგრამ, სანამ არჩევანს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით, რადგან მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს: იმ დადებით თვისებებთან ერთად, რომლითაც მოიხიბლეთ, ამ ტიპის მამაკაცს ნაკლიც აქვს, თუმცა, ზოგისთვის ეს სულაც არ არის ნაკლი. ყოველი შემთხვევისთვის, გაითვალისწინეთ, რომ მას ვერასდროს მოსთხოვთ, იყოს გმირი, იმიტომ, რომ ამდენს ვერ „გაქაჩავს“. არა იმიტომ, რომ არ უნდა, უბრალოდ, არ შეუძლია და, რა ქნას! ვერც ყოვლისშემძლეობაზე დადებს თავს, არც განსაკუთრებული მოთხოვნები ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერასოდეს იშოვის დიდ ფულს. ამიტომ, მერე სკანდალების მოწყობას, რითაც ვერაფერს შეცვლით, აჯობებს, თავიდანვე ზუსტად იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე.

„მავნებელი, მაგრამ საყვარელი“ – ასეთმა, შეიძლება, მთელი ენერგია გამოგწოვოთ, თანაც ისე, რომ კმაყოფილი დარჩებით. შესაძლოა, მერე, გულის სიღრმეში, ინანოთ კიდეც, მას რომ გადაეყარეთ, მაგრამ ამ კაცისგან თავის დახსნა ძალიან გაგიძნელდებათ. გჭირდებათ პრობლემები?! გინდათ, ბევრი ადრენალინი?! – მაშინ, ეს კაცი თქვენთვის არის ზედგამოჭრილი.

„უბრალო და ძალიან მზრუნველი“ – აი, იდეალური მამაკაცის ტიპაჟი, მაგრამ, სიურპრიზებს მისგან ნუ დაელოდებით. ის არ არის მამაკაცი-დღესასწაული. სამაგიეროდ, ერთგულია, თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, მზრუნველი... ერთი სიტყვით, დაფიქრდით: მგონი, სწორედ თქვენი ოცნების მამაკაცია!


скачать dle 11.3