კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვლება „ყველაზე სექსუალურ ქანთრი მომღერლად“ პლანეტაზე და რატომ დაუპირისპირდა მას პოპ-სტარი ჯესიკა სიმპსონი


„გრემის“ 2010 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ გამოსვლად ტელემაყურებლებმა ერთხმად მაიკლ ჯეკსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნომერი მიიჩნიეს. სხვადასხვა თაობების და ჟანრების ვარსკვლავებმა მაიკლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა,„ეარს სონგი“ შეასრულეს და დარბაზში შეკრებილი სტუმრებისა და მილიონობით ტელემაყურებლის ოვაცია დაიმსახურეს. ერთ-ერთი ამ ვარსკვლავთაგან ამერიკელი ვარსკვლავი – კერი ანდერვუდი იყო, რომელიც თანამედროვე „ქანთრის“ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება და რომლის მუსიკალური ალბომები მილიონიანი ტირაჟით იყიდება.

ამერიკული ქანთრის ახალი ვარსკვლავი 1983 წლის 10 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომის შტატის პატარა ქალაქ მასკოგიში, სტივენ და კაროლინ ანდერვუდების ოჯახში დაიბადა. კერის ჰყავს ორი უფროსი და, ჯეინი და შტეფანი და ისინი ოკლაჰომის შტატში, ჩეკოტას ფერმაში ცხოვრობდნენ, სადაც მამა ხის საამქროში, ხოლო დედა – სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა. კერი ბავშვობიდან ავლენდა მუსიკალურ ნიჭს – მღეროდა და ცეკვავდა. სულ პატარა იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო „რობინს მემორიალ ტალენტ შოუში“, სადაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ასევე ის ყოველ კვირა მღეროდა ოკლაჰომის ბაპტისტურ ეკლესიაში და პერიოდულად სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ წვეულებებზე. 1996 წელს ხმის ჩამწერი სტუდია „ქეპიტოლ რეკორდსი“ მასთან კონტრაქტის გაფორმებასაც კი გეგმავდა, მაგრამ ბოლოს კომპანიის შეფებმა გადაიფიქრეს, რასაც დღესდღეობით ისინი ძლიერ ნანობენ. 2001 წელს კერიმ წარჩინებით დაამთავრა ჩეკოტას „ჰაისქული“ და სწავლა ოკლაჰომის ჩრდილო-აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის სფეროში ბაკალავრის ხარისხით და დიპლომით დაასრულა. 2004 წლის ზაფხულში კერიმ მონაწილეობა მიიღო „ამერიქენ აიდოლის“ – „ჯეოსტარის“ ანალოგის, გადაცემის შესარჩევ კონკურსში და შოუს დასკვნით ეტაპში გავიდა. საბოლოოდ, 2005 წლის მაისში, შოუს საფინალო კონცერტზე, კერი ანდერვუდი „ამერიქენ აიდოლის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულად გამოაცხადეს.

2006 წელს გამოვიდა კერი ანდერვუდის სადებიუტო ალბომი – „სამ ჰართს“, რომელიც ჟურნალ „ბილბორდის“ ცნობით, ამერიკაში წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა, ხოლო კერიმ უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის, პრესტიჟულ „ბილბორდ მიუზიქ ევორდსზე“ და „ამერიქენ მიუზიქ ევორდსზე“. ორი წლის განმავლობაში ალბომის ხუთი კომპოზიცია სინგლებად იქნა გამოცემული და თითოეულ მათგანს მოწინავე პოზიციები ეკავა ამერიკისა და კანადის მუსიკალურ ჩარტებში.

2007 წელს გამოვიდა კერი ანდერვუდის მეორე სტუდიური ალბომი „კარნივალ რაიდ“, რომელიც, წინამორბედის მსგავსად, წარმატებული გამოდგა. ქსელში გატანიდან ერთი თვის თავზე ალბომის მილიონი ცალი ასლი იყო გაყიდული. „გრემის“ 2008 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე კერი ანდერვუდი ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი: „წლის შემსრულებელი“ და „წლის სიმღერა“. კერიმ პირველ ნომინაციაში გაიმარჯვა და, გარდა ამისა, მისმა სინგლმა – „ბეფორ ჰე ჩითს“ – მესამე პოზიცია დაიკავა „ბილბორდის“ ჩარტის 50-წლიან ისტორიაში, როგორც რეიტინგში მყოფმა ყველაზე ხანგრძლივვადიანმა კომპოზიციამ (64 კვირა). 2008 წლის შობაზე კი სუპერმარკეტების ქსელ „უოლ-მარტის“ დაკვეთით ალბომი ხელახლა გამოიცა და სპეციალურ საშობაო შეფუთვაში ჩაიდო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი გაყიდვის მაჩვენებელი. მუსიკოსის, რომელიც ჟურნალმა „ფიფლმა“ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში „ყველაზე სექსუალურ ქანთრი მომღერლად“ დაასახელა, ჯერჯერობით ბოლო ალბომი 2009 წლის ნოემბერში გამოვიდა და გამოსვლისთანავე „ბილბორდის“ ჩარტის მოწინავე პოზიციები დაიკავა, თავის წინ კი მხოლოდ ბრიტანული „ნიჭიერის“ სუპერ-სტარი – სიუზან ბოილი და პოპ-ვარსკვლავი კეშა „გაატარა“.

2008 წელს ნიუ-იორკის „მადამ ტიუსოს“ ცვილის ფიგურების მუზეუმში კერი ანდერვუდის ცვილის ფიგურების პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კერი აქტიურად მონაწილეობდა ცვილის ორეულის შექმნის პროცესში და 2006 წელს „გრემის“ დაჯილდოებაზე ჩანაცვამი წითელი კაბითაც კი შემოსა თავისი ორეული. ვეგეტარიანელი კერი ანდერვუდი, რომელსაც არანაირი პროფესიული მუსიკალური განათლება არ აქვს, 2005 წელს „ქოლდფლეის“ სოლისტ კრის მარტინთან ერთად ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „პეტას“ მიერ „წლის ყველაზე სექსუალურ ვეგეტარიანელად“ დასახელდა.

2008 წლიდან მომღერალი დანიშნულია ჰოკეის გუნდ „ოტავა სენატორზის“ ვარსკვლავზე – მაიკ ფიშერზე. აღსანიშნავია, რომ მისი წინა ბოიფრენდიც სპორტსმენი, კერძოდ, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, ტონი რომა იყო, რომელიც მას ვარსკვლავ ჯესიკა სიმპსონის გამო დაშორდა და ორ ქერათმიან შემსრულებელს შორის მას შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა.

2010 წელს ეკრანებზე გამოვა მისი სადებიუტო მხატვრული ფილმი „სოულ სერფერი“, ცნობილი სერფინგისტი ქალის – ბეტანი ჰამილტონის ცხოვრების შესახებ, რომელსაც ზვიგენმა ხელი მოაჭამა. კერის გარდა, ფილმში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები დენის ქუეიდი და ჰელენ ჰანტა მონაწილეობენ.


скачать dle 11.3