კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღწევდნენ ბედნიერებას ჭრელ აბანოში მაია დობორჯგინიძე და მაკა შალიკაშვილი და სად ეძებდნენ ისინი საბედოებს


მსახიობებს, მაია დობორჯგინიძესა და მაკა შალიკაშვილს, დიდი მეგობრობა აკავშირებთ. მათი მოგონებები და მხიარული ისტორიები ძირითადად სტუდენტობისა და შეყვარებულობის პერიოდებს მოიცავს. ისინი დღეს ისე ხშირად ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს – ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – გადაღებებიო, იქით – ოჯახი... „თბილისელების“ წყალობით, მაკასა და მაიას მიზეზი მიეცათ ერთმანეთთან შეხვედრისა, რაც „შუა ქალაქის“ გადაღებებს შორის მოხდა.


– საიდან მოდის და რამდენ წელს ითვლის თქვენი მეგობრობა?

მაკა შალიკაშვილი: ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა დაიწყო სტუდენტობამდე. მე და მაია მანანა ბერიკაშვილთან ვემზადებოდით. მახსოვს, დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა, თან ძალიან. მართალია, გამოცდებზე აღარ მინახავს, მაგრამ ერთ ჯგუფში მოვხვდით ბატონ შალვა გაწერელიასთან და, იქიდან დაიწყო და დაიწყო...

მაია დობორჯგინიძე: თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეს და „გაჩაღდა“ ჩვენს შორის მეგობრობა. დღემდე ვმეგობრობთ, უბრალოდ, რაღაც ისეთი პერიოდი გვაქვს ახლა, ხშირად ვეღარ ვხვდებით. და მაკასაც ჰყავს და მეც, მაგრამ, წლების განმავლობაში, დღის განმავლობაში, საკუთარ დებს, უფრო იშვიათად ვხედავდით ვიდრე ერთმანეთს.

მაკა: მეტსაც გეტყვით: მე მქონდა ჩემი ლოგინი მაია დობორჯგინიძის ოჯახში. კარადაში იდო და ყველამ იცოდა, რომ ეს მაკასია – ვცხოვრობდი ხოლმე, მის სახლში. მაიას ჰყავდა არაჩვეულებრივი ბებია – ტატა ბებია. ისე მიყვარდა, რომ მივდიოდი მათთან და, ვთქვათ მაია არ იყო, ან ეძინა, არ მქონდა პრობლემა, ვიჯექი ტატა ბებიასთან და ველაპარაკებოდი ათას რამეზე. მაჭმევდნენ, მასმევდნენ, მაძინებდნენ... რადგან თბილისში სახლი არ მქონდა, თუ რაღაცა პრობლემა მექმნებოდა ამასთან დაკავშირებით, მაიას ოჯახი მიკედლებდა სტუდენტობის პერიოდში, ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მერე ლევან წულაძესთან გადავედი საცხოვრებლად. მე ამ ოჯახებისგან ძალიან დიდი სიკეთე მახსოვს, მათ გამომზარდეს.

მახსოვს, ქირით რომ ვცხოვრობდი მთაწმინდაზე, როგორი დაზურგული ამოდიოდა მაია ჩემთან.

მაია: ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი. სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი.

მაკა: ჩვენთან ერთად იყო კიდევ ჩვენი მესამე მეგობარი – თიკო კორძაძე. მე, თიკო და მაია ინსტიტუტიდან მოყოლებული, განუყოფლები ვიყავით. ლექციებიდან ერთად მოვდიოდით, მერე რომელიმესთან ვიყავით სახლში. ახლა, სამწუხაროდ, მაკლია ეს ყველაფერი.

მახსოვს, სულ რაღაცა პრობლემები მქონდა და დობო იყო ჩემი ერთ-ერთი დასაყრდენი.

მაია: დობო მე ვარ (იცინის).

მაკა: დობო ძალიან გაწონასწორებული, ჭკვიანი გოგოა. ასეთი მეგობრის დეფიციტს ამ ეტაპზე ძალიან განვიცდი, რადგან, ჯერ მე შემეძინა ბავშვი, შემდეგ – მაიას და, პატარები რომ გვყავს, ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან მენატრება ხოლმე. ჩემი გოგონა, თინანო, მაიას ნათლულია.

– ერთმანეთის მესაიდუმლეები იყავით?

მაია: იმდენად სულ ერთად ვიყავით, რომ საიდუმლოს შენახვა არც გამოვიდოდა. ერთმანეთის შესახებ ყველაფერს პირველად ჩვენ ვიგებდით.

მაკა: ზაფხულობით დავდიოდით ხოლმე კოტორაანთკარში მაიას აგარაკზე. ჩვენიც იყო ის აგარაკი, მარტო მაიასი კი არა.

მაია: მართალს ამბობს. კოტორაანთკარი საგურამოსთანაა. მამაჩემმა იღვაწა, ააშენა. იცით, როგორ ვისვენებდით იქ? არ იყო წყალი, შუქი. სულ ოთხი მოსახლე ვიყავით, ისინიც მოშორებით ცხოვრობდნენ. პირველ-მეორე კურსზე რომ ვიყავით, ავიტეხეთ და წავედით. რა თქმა უნდა, მშობლები ყოველ შაბათ-კვირას გვაკითხავდნენ. ძირითადად სამი გოგო ვცხოვრობდით: მე, მაკა და თიკო. ჩვენ ვიყავით დიდი სახლის პატარა დიასახლისები. როგორ ვიკეტებოდით და ვირაზებოდით, უნდა გენახათ. მაგრამ, მაინც ბედნიერად ვგრძნობდით თავს. ეს იყო დაახლოებით 1997-1998 წლები.

დიდი განცდებით ვუსმენდით მუსიკებს, ჩვენც ვმღეროდით.

მაკა: საერთოდ არ გვეძინა, სულ ვლაპარაკობდით, რაზე – კაცმა არ იცის.

მაია: ფანჯარაში გარიჟრაჟი რომ შემოანათებდა, ყოველ გათენებაზე ერთი ტექსტი გვქონდა: „ვაიმე, გათენდა“! მერე თანდათან გამოსწორდა პირობები იმ აგარაკზე, ახლა ყველაფერი გაცილებით კარგადაა.

– როგორ ერთობოდა ხოლმე აგარაკზე დიდი სახლის სამი პატარა დიასახლისი?

მაია: ჩვენ გვქონდა ბუხარი და აუზი. სულ მარტო ჩვენ სამნი კი არ ვიყავით, მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე, ჯგუფელები. თეატრალურში ჯგუფელები ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. საღამოობით ციოდა ხოლმე ძალიან.

მაკა: ერთხელ, შუაღამისას აუზში ვიბანავე. ვიღაცის იდეა იყო, არ მახსოვს კონკრეტულად ვისი და, ბუხართან კარგად გამთბრები გადავეშვით წყალში. ისეთი ბედნიერები ვიყავით, ვერ აგიწერთ. ძალიან მაგრად ვიხალისეთ.

მაია: შეჯიბრებებს ვაწყობდით ხოლმე (იცინის). მე მერქვა „პლავჩიხა დობო“. აუზთან გამარჯვებული სახით გავივლ-გამოვივლიდი და იყო ხოლმე წყალში თავით ხტომები და მთელი ამბავი. არადა, დიდი აუზი არ არის, მაგრამ, ჩვენ მშვენივრად გვყოფნიდა.

მაკა: მე წყალში თითქმის არ ჩავდიოდი. ძირითადად ნაპირზე „ვხმებოდი“ და ისეთი შავი ჩამოვდიოდი, ვერ აგიწერთ.

მაია: კიდევ, შოუებს ვდგამდით – ვითომ სინქრონულად ვცურავდით. ეს ძალიან სასაცილო იყო, რადგან ცურვა ძლივს ვიცოდით და, ფაქტობრივად, წელამდე წყალში ვიდექით და რაღაც ილეთებს ვაკეთებდით, ხელ-ფეხს ვიქნევდით.

მაკა: მე მახსოვს, როგორ დაიწყო მაიას სიყვარული. როგორ ამოვიდა ჩვენთან კოტორაანთკარში გოგა... მერე როგორ განვითარდა მოვლენები...

მაია: ერთხელ, აგარაკზე რომ ვისვენებდით, გოგა ჩემოდნებით მოგვადგა გაკრეჭილი.

მაკა: ეს იყო შოკი... გამოვშტერდით. მაშინ მას, ფაქტობრივად, არც ვიცნობდით კარგად და ერთმანეთს ვეკითხებოდით: აქ უნდა დარჩეს, თუ რას აპირებსო?! იმხანად არც ვიცოდით, გოგას მიზნები, მერე გამჟღავნდა ყველაფერი.

მაია: არადა, მალე უკვე ყველას გვიხაროდა გოგას ჩამოსვლა. თუ რამე იყო შესაკეთებელი, ყველაფერი გააკეთა.

მაკა: ააყვავა მთელი კოტორაანთკარი (იცინის): გასხლა ვენახები, ხილს კრეფდა, თხილს გვირჩევდა...

მაია: შეშას ჩეხდა, ბუხარს გვინთებდა, გვათბობდა... ძალიან დაგვეხმარა.

– როდის მიხვდით, რომ მაიას მუღამში აკეთებდა ამ ყველაფერს?

– მალევე.

მაკა: იცი, რა არის? როდესაც ვიღაცა ახალი გამოჩნდებოდა ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მაშინვე ვსხდებოდით და განვიხილავდით რამდენად კარგი და შესაფერისი კანდიდატურა იყო.

მაია: მერე, ან ვუჯერებდით ერთმანეთს, ან – არა... მაგრამ, ყოველ შემთხვევაში საკითხს ვარჩევდით. საბოლოო ჯამში, ალბათ, დავუჯერეთ ერთმანეთს და ისეთი მეორე ნახევრები არიან ჩვენ გვერდით, როგორებიც მოგვწონდა.

მაკა: მტრისას, ისეთ „რენტგენში“ გვყავს ყველა გატარებულები...

– კულინარიული თავგადასავლები გქონდათ ხოლმე?

მაია: ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მე და მაკა არაფერს არ ვაკეთებდით და თიკო რომ არ ყოფილიყო, მშივრები დავიხოცებოდით. მაკა ადგებოდა და კიტრს გათლიდა, მე – პომიდორს, ყველი და პური გვქონდა და ეს იყო ჩვენი მომზადებული კერძი (იცინის).

მაკა: კიდევ, მაია წაბლის თაფლზე გიჟდებოდა. ძირითადად თიკო ამზადებდა ყველაფერს. ჩვენ ჭურჭელს ვრეცხავდით და სახლს ვალაგებდით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო.

მაია: სხვა დღეებში, როდესაც აგარაკზე არ ვიყავით, ჩვენი ძირითადი საკვები იყო ფენოვანი ხაჭაპური და კეტჩუპი.

მაკა: არ შემიძლია, არ გავიხსენო: მქონდა პერიოდი, როდესაც ფინანსურად მიჭირდა – რამდენჯერ მარილიან ჩხირებზე და „გალინა ბლანკას“ სუპებზე გადაგვივლია.

ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს, თუ როგორი მომავალი გვექნებოდა, ვინ იქნებოდნენ ჩვენი მეუღლეები... ნეტავ, ახლა სად არის, რას აკეთებს ...

– საბედოებს ეძებდით ჭიქის ფსკერზე?

მაია: ეგეთი რამე ერთხელ გავაკეთეთ: მშობლებმა ჩამოგვაკითხეს აგარაკზე და თიკოს დედის ჯვარნაწერი ბეჭდით ჩავატარეთ ცდა, თუ, რა დავარქვა, არც ვიცი. გაგონილი გვქონდა, ბეჭედი უნდა მოაბა თმის ღერს და რამდენჯერაც გაირხევა, იმდენ ხანში გათხოვდებიო. ჩვენც ვცადეთ.

მაკა: მე მახსოვს, რომ ორჯერ შეირხა.

მაია: სხვათა შორის, დაემთხვა. ამ ყველაფერს იუმორსა და გართობა-თამაშში ვაკეთებდით. არასდროს მკითხაობა ან მკითხავთან წასვლა არ მოგვსვლია აზრად, ასეთი რამეები არ გვაინტერესებდა.

მაკა: დობო, აბანოში რომ დავდიოდით ხოლმე, გახსოვს?

მაია: ახლა ყველაფერს კი ნუ მოყვები (იცინის). ჭრელ აბანოში დავდიოდით ხოლმე.

მაკა: ასეთი რიტუალი გვქონდა – წავიდოდით კვირაში ერთხელ და ვიყავით ბედნიერები. რაც მთავარია, ვმღეროდით – აბანოში სიმღერა ძალიან მოგვწონდა. იქ ხომ აკუსტიკა კარგია და უნდა გენახათ, რას არ „ვასრულებდით“ – არიებიდან დაწყებული, „მუხამბაზებით“ დამთავრებული.

მაია: ვმღეროდით მთელი ხმით და ბოლოს დაგვიკაკუნებდნენ ხოლმე – ცოტა ჩუმადო (იცინის). თიკოს უფრო კარგად გამოსდიოდა, მაკაც კარგად მღერის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვოკალური მონაცემები არ იყო მთავარი.

მაკა: დობო მღეროდა?! – ნუ იტყვით... „გამახარე, მხოლოდ ერთხელ გამახარეს...“ – უყვარს ეს სიმღერა.

მაია: ტრაგიკული სიმღერები – „რა გვეშველება“, „ჩამობნელდა“, „ცრემლი თვალზე“ და „მიშველე რამე“ არ მოგვწონდა, ჩვენ გვიყვარდა: „ჩემთან ხარ“, „ერთად ვართ და ბედნიერად“ „ერთად უნდა ვიყოთ“...

მენატრება ის პერიოდი. დღემდე უცბად გამიელვებს ფიქრებში: „აი, მაკა, რომ იყოს ახლა აქ“... ან – „რას მეტყოდა მაკა ამაზე“... დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ასეა.

მაკა: როგორი მომენტია, იცით? ვთქვათ, ცუდად ვარ, დეპრესიაში, ვნახავ დობოს და უკვე კარგად ვხდები. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, ამიტომაც ვართ მეგობრები.


скачать dle 11.3