კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა ნინო ღავთაძემ საკუთარი ცხოვრების სტილი და რა შემთხვევაში დგამს ის არასწორ ნაბიჯს


მომღერალი ნინო ღავთაძე ბევრისთვის სასურველი ქალია და არც ერთი მამაკაცი არ იტყოდა მის გვერდით ყოფნაზე უარს. თუმცა, ნინოს ცხოვრების სტილი სულაც არ ითვალისწინებს მათ აზრს და ამჯობინებს, სასიყვარულო თავგადასავლებისგან თავი შორს ეჭიროს. ბოლო დროს მან საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოაჩინა და წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად აქტიური ცხოვრების წესი აირჩია.


– როგორია ნინო ღავთაძის ცხოვრების სტილი?

– ჩემი ცხოვრების სტილი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა და ამის ძალიან მოხარული ვარ. დავიწყოთ იქიდან, რომ ორი ახალი სიმღერა ჩავწერე. მიხარია, რომ ეს სიმღერები მსმენელმა შეიყვარა და ძალიან აქტიურად ითხოვენ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში. მართლა არ მეგონა, თუ ამ რადიოს ამხელა გავლენა ჰქონდა მსმენელზე. რამდენიმე გასვლა მქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და კონცერტის დროს მაყურებელი ჩემთან ერთად მღეროდა ჩემს სიმღერებს. მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა მისი სიმღერები უყვართ და ტექსტი ზეპირად იციან.

– როგორც ვიცი, ბოლო დროს ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი გაქვს. სიმღერა აქტიურად დაიწყე და ყოველღამე მღერი.

– სიმართლე გითხრა, ადრე არასდროს მიფიქრია რესტორანში მემღერა, მაგრამ დადგა დრო, როცა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე. მინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო დამოკიდებული და მეტი არავისზე. ოფიციალური სამსახური არასდროს მქონია და ყოველთვის სხვაზე ვიყავი დამოკიდებული. მიხარია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მშვენივრად დასრულდა.

– რას ნიშნავს შენთვის დამოუკიდებლობა?

– დამოუკიდებელი რომ იყო, უპირველესად უნდა გქონდეს შემოსავლის წყარო და იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი. ერთი პერიოდი იმითაც დავკავდი, რომ ბავშვების მომზადება დავიწყე ვოკალში. სხვათა შორის ერთი გამორჩეული მოსწავლე მყავს, მალუ, რომელსაც სიმღერა დავუწერე და აქტიურად ჟღერს „არ დაიდარდოს“ ეთერში.

– ყოველღამე რესტორანში მღერი. ისიც გავიგე, რომ ბევრი ადამიანი იქ შენს მოსასმენად მოდის.

– მართლა? ძალიან კარგი თუ ასეა. თუმცა, ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც რესტორან „სენატში“ ვმღერი. თავიდან კი ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა იქ სიმღერას-მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრა, იმდენად კარგი გარემოა, არ გამჭირვებია.

– პოპულარული სახე ხარ. მაინტერესებს და გულახდილად მიპასუხე. რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში შენს გარეგნობას და რაც მთავარია, ქერა თმას.

– სხვათა შორის, სწორედ დღეს მქონდა ჩემს შვილთან პატარა კამათი. მეუბნებოდა, ისედაც ლამაზი ხარ, რად გინდა სალონში რომ დადიხარ, თმას ივარცხნი და ასე შემდეგო. სულ გვერდით ვყავდი, ახლა კი იმდენ დროს მასთან ვეღარ ვატარებ და ეჭვიანობს. ჩემი აზრით, ვიზუალურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს როცა მომღერალი ხარ და ბევრ ხალხთან გაქვს ურთიერთობა – „თვალი სვამს და თვალი ჭამს“.

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ბევრი მათგანი ცდილობს შენთან დაახლოებას, დღეს ნინო ღავთაძე მარტოა. ეს შენი ცხოვრების პრინციპია?

– როგორც მივხვდი, ეს ჩემი შინაგანი მხარის გამოხატულებაა. ხშირად მეკითხებიან, მარტო რატომ ვარ. არ ვიცი, უბრალოდ, ასე მინდა. შეიძლება პერიოდი მაქვს ასეთი. გულახდილად ვიტყვი, ეს დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ მინდა, ვინმე ჩემს პირად „სუვერენიტეტს“ შეეხოს.

„...დავფრინავ მე როგორც თოლია,

გავიგე ვინ ვისი ტოლია,

ვინც ცეცხლი არ არის, უბრალოდ ბოლია,

ვითომაც სულ არ გვყოლია...”

– სულიერ სიმშვიდეს რა გიქმნის?

– სულიერ სიმშვიდეს დადებითი ემოციები მიქმნის. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ჩემზე კარგად მოქმედებს დადებით ადამიანებთან ურთიერთობა. ყოველთვის მიხარია კარგი და კეთილი ადამიანის ნახვა.

– მართალია, ამ ეტაპზე მარტო ყოფნას ამჯობინებ, მაგრამ როგორია შენთვის მამაკაცის იდეალი, რომელიც, შენს სიმპათიას და ყურადღებას დაიმსახურებს?

– დავიწყოთ იქიდან, რომ იდეალური მამაკაცები, ისევე როგორც ქალები, არ არსებობენ. მართალია, ამ თემაზე დიდი ხანია აღარ მიფიქრია, მაგრამ რაღაც თვისებები არის, რის გამოც მამაკაცს ყურადღებას მივაქცევ. მამაკაცი აუცილებლად ძლიერი პიროვნება უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა მას გვერდით აქტიური ქალბატონი უდგას. მართლა, დიდი ძალებია საჭირო. თუ მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და რაღაც კომპლექსები აქვს, არაფერი გამოვა. არც იმას ვეთანხმები, რომ ფული ხელის ჭუჭყია, სულაც არა. იმის საშუალება კაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რომ საყვარელ ქალთან არ შერცხვეს.

– როგორ მამაკაცთან არ დაიჭერ არასდროს საქმეს?

– არ მიყვარს არასერიოზული, მექალთანე, მაიმუნი და ალფონსი მამაკაცები.

– შენს ცხოვრებაში თუ ყოფილან ალფონსი მამაკაცები?

– ალფონსი მამაკაცების მეტი რა არიან, მაგრამ ძალიან ახლოს არც ერთი არ მომიშვია. ერთი მხრივ, მეცოდებიან, უჭირთ და რა ჰქნან? ვერ შოულობენ სამსახურს, არც შემოსავალი აქვთ. ამიტომ, მათი ერთადერთი გამოსავალი ალფონსობაა.

– როგორ ფიქრობ, რით ხარ სხვა ადამიანებისგან გამორჩეული. შენი გამოჩენა ყოველთვის ყურადღების ცენტრში გაქცევს.

– მართლა? (იცინის). სხვათა შორის, ბავშვობაში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კოლექტივში ვერ ვეწერებოდი. რის გამო, დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ კოლექტიური მოძრაობა არ მეხერხებოდა.

– ანუ, სხვებისგან განმარტოებული?

– განმარტოებული არა, მაგრამ მათთან ერთად თავს ისე ვერ ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. ალბათ, რაღაცით განსხვავებული ვიყავი, შეიძლება, ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციურიც. ჩემი ემოციების მოთოკვაზე დღემდე ვმუშაობ.

– როგორ გამოგდის საკუთარი თავის ხელში აყვანა?

– მგონი ნელ-ნელა გამომდის, მაგრამ როცა უსამართლობას ვუსწორებ თვალს, უცებ ვფეთქდები. ერთი-ორი ასეთი ფოიერვერკი მქონდა.

– რის გამო შეიძლება ნინო ღავთაძის აფეთქება?

– ვერ ვიტან ტყუილს. როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ შენზე ჭკვიანები არიან და უნდათ, რაღაცაში მოგატყუონ და გაგამაიმუნონ, მართლა ვფეთქდები. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. არ მესმის, რატომ ჰგონიათ, რომ ჩემზე ჭკვიანები არიან? გასული წელი საკმაოდ დეპრესიული მქონდა. იმ პერიოდში, მეგონა, რომ კარგი ადამიანები აღარ არსებობდნენ, მაგრამ ასე არ ყოფილა. მადლობა ღმერთს, ბოლო დროს ბევრ კარგ ადამიანს ვხვდები და ძალიან მიხარია.

– დეპრესიული ხარ?

– ჰოროსკოპით „თევზები“ ვარ და შესაბამისად დეპრესიულობისკენ ყოველთვის მაქვს სწრაფვა, მაგრამ ამის გამოსწორებას ყველანაირად ვცდილობ. ჩემი აზრით, დეპრესიისგან თავის დახსნის ყველაზე საუკეთესო საშუალება აქტიური ცხოვრების სტილია. მაშინ, არც ფიქრის დრო გრჩება. პრინციპში, ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი დეპრესია მთლად ცუდი აზრების ბრალი არ ყოფილა. გასულ წელს დედა გარდამეცვალა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. კი ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ ძალიან რთულად გადავიტანე. რას იზამ, ცხოვრება გრძელდება.

– მას შემდეგ აღარც წასულხარ ბაქოში. აღარ აპირებ გამგზავრებას?

– არა. ვფიქრობ, რომ საქართველოში აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დამეწყო. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება „უჟილკო“ ტიპი ვიყავი. რაღაც თუ არ გამომივიდოდა, თავს ვანებებდი. არადა, ადამიანი მიზანდასახული უნდა იყოს. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე. ადრე რამეზე თუ ვიტყოდი, ნეტავ, მქონდეს-მეთქი, დღეს მაქვს. საკუთარ თავში ამბიციები გავაღვიძე და მიზანდასახულიც გავხდი.

– ჭკვიან ადამიანად მიგაჩნია თავი?

– შეიძლება, ხანდახან ემოციებს ავყვე, შეცოდებამ ჭკუას გადასძლიოს და არასწორი ნაბიჯი გადავდგა. საბოლოო ჯამში, უჭკუო ნამდვილად არ ვარ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ცოტა ზედაპირული რომ ვიყო, უკეთესიც იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრება გაცილებით ადვილია.

– ცხოვრების დევიზი თუ გაქვს?

– შენი თავის წინაშე უნდა იყო მართალი! საკუთარი თავი არ უნდა მოატყუო. სინდისი უნდა არსებობდეს. ამის დეფიციტს არ განვიცდი, სინდის-ნამუსი ნამდვილად ბევრი მაქვს.


скачать dle 11.3