კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთხოვენ ნინო ძოწენიძეს ჯარისკაცები და რატომ უკრძალავდნენ მას გიჟი გიას სიყვარულს


მომღერალმა ნინო ძოწენიძემ ქართველი მსმენელი პირველად არარსებულ ენაზე ნამღერი „შინამანაკენათი“ გააოცა, ახლა კი თავისი სექსუალური იმიჯით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ნინო წარმოშობით იმერელია და არც იმას უარყოფს, ხანდახან ამ კუთხის დამახასიათებელი „არტაკუზობა“ და პირდაპირობაც რომ ახასიათებს. ის ხშირად ხვდება სასაცილო სიტუაციებში, მაგრამ არ იბნევა და გამოსავალსაც ადვილად პოულობს.

ნინო ძოწენიძე: იმერული იუმორი კარგად მაქვს გამჯდარი, ამიტომ, რა უნდა მოხდეს, რომ რაიმე სიტუაციაში ჩავვარდე და გამოსავალი ვერ გამოვძებნო: ისეთებს ვაკეთებ და თავს ისე ვიძვრენ, გაგიკვირდებათ. არ მიყვარს, როცა კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდებიან და მერე ყველაფერს ართულებენ. მე სიცილ-სიცილით ვანეიტრალებ ასეთ მდგომარეობას.

– ესე იგი, იმერული იუმორი გადგება. მართალია, შენზე რომ ამბობდნენ ნასვამი ქუჩაში „ატჟიმანიებს“ აკეთებდაო?

– მე ეს არ მახსოვს, მაგრამ, მოგიყვებით, საიდანაც წამოვიდა ეს ჭორი: დაახლოებით 16 წლის ვიყავი და მეგობრებმა დალევა გადავწყვიტეთ. ამ წრუპვა-წრუპვაში ცოტა მეტი მოგვივიდა და გვარიანად გამოვთვერით. მართლა დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი, თითქოს დროც აჩქარდა და მართლა მიმიყვანეს სახლამდე ნასვამი. მეორე დღეს მიყვებოდნენ, ქუჩაში „ატჟიმანიებს“ აკეთებდიო, მაგრამ მე ამის არ მჯერა, თან, არც მახსოვს. ამას ჩავიდენდი?! (იცინის). ორი კვირა ქუჩაში ვერ ვყოფდი ცხვირს, მრცხვენოდა. მერე მითხრეს, მოგატყუეთო და კინაღამ დავხოცე მეგობრები.

– კარატეზე დადიოდი და, როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი მონაცემებიც გქონდა. ბიჭები თუ გიცემია?

– მართალია, კარატეზე დავდიოდი და, სადაც ჩხუბის ამბები იყო, მეც იქ ვიყავი. საკმაოდ სწრაფი და მოქნილი მოჩხუბარი ვიყავი. დღესაც, როცა მკლავის გადაწევაზე დავეჭიდები ვინმეს, ყოველთვის ვჯობნი. ასე რომ, ძლიერი ქალი ვარ. კარატეზე რომ ვვარჯიშობდი, ბიჭები მართლაც მიცემია, მაგრამ ქუჩაში ამის საბაბი არავის მოუცია, თორემ იმათაც მივაყოლებდი (იცინის). ახლა ისე მშვიდად ვაგვარებ საქმეს, ვცდილობ, აქამდე არ მივიდე.

– შავი ქამრის მფლობელი არ ხარ?

– მაგ დონემდე ვერ „გავქაჩე“ (იცინის). ბავშვობაში ჯეკი ჩანის ფანი ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე კარატისტობა, შავ ქამარზე არც კი მიფიქრია. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვოცნებობდით მე და ჩემი ძმა, რომ გავიზრდებით, მაგარი კარატისტები ვიქნებითო. ეს ოცნება ვერ ავისრულე, კარატისტი ვერ გამოვედი და სიმღერა დავიწყე (იცინის).

– თაყვანისმცემლები ორიგინალური საქციელით არ გაოცებდნენ?

– მახსოვს, ქუთაისში, ჩემს უბანში მყავდა თაყვანისმცემელი – გიჟი გია. ყველას მიმართ აგრესიული იყო, ყველასკენ საცემრად იწევდა, უშარდებოდა, აგინებდა, მე კი მეცოდებოდა და სულ თბილად მოვიკითხავდი ხოლმე. სულ მაშაყირებდნენ, გიჟებს რა კარგად უგებ, მეგობრობ და ამას როგორ ახერხებო (იცინის). სხვათა შორის, ძალიან ნაკითხი იყო და, როგორც ამბობდნენ, ამდენი კითხვისგან ჰქონდა „დაბერილი“. ძალიან ვუყვარდი და მარტო ჩემთან არ იყო აგრესიული, სულ ჩემს სახლთან იდგა. დედაჩემი მეჩხუბებოდა, ნუ სცემ ხმასო, მე კიდევ, მეცოდებოდა. მერე კი, დავტოვე ჩემი შეყვარებული „ჭიჭიკია“ ქუთაისში, მე თბილისში გავთხოვდი და ჩემს ბავშვობის სიყვარულთან ვცხოვრობ დღესაც. ცალმხრივ სიყვარულს გამოვექეცი ქუთაისიდან და სამუდამო, ორმხრივი სიყვარული ვიპოვე თბილისში (იცინის).

– ქუჩაში თუ გცნობენ და რა რეაქცია აქვთ „შინამანაკენას“ დანახვისას? გაუგებარ, არარსებულ ენაზე არ გესალმებიან?

– როგორ არა, როცა დამინახავენ და მიცნობენ, მომაძახებენ ხოლმე „შინამანაკენაო“. ამ სიმღერის შემდეგ ბევრი სიმღერა ვიმღერე, მაგრამ, სადმე რომ ვარ, მაინც მის შესრულებას მთხოვენ. ერთხელ, ჯარისკაცებისთვის გავმართეთ კონცერტი, შეგნებულად არ ვიმღერე ეს სიმღერა და, იმდენი ქნეს, მაინც ის მამღერეს. ერთხელ კი, ვიღაცამ გამაჩერა და მითხრა, როგორ მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე, რა პატარა ყოფილხარ ტანად, სოფოო. გამიკვირდა, ვიფიქრე, სახელი ეშლება-მეთქი და ვუთხარი, ქალბატონო, მე ნინო ძოწენიძე ვარ და არა სოფო ხალვაში-მეთქი. შეიცხადა, უი, მაპატიე, სოფო ხალვაში მეგონე, შენც რა წვრილი და პატარა ყოფილხარო (იცინის).

– მართალია, თითქოს ზღვაში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩი?

– ეს სიმართლეა. ბათუმში ვიყავით დასასვენებლად. სანაპიროზე გავედით. ზღვა საშინლად ღელავდა, ისეთი ტალღები იყო, მტრისას. ვიმეტიჩრე, შევვარდი წყალში და დავიწყე ყვირილი: ამან როგორ უნდა შემაშინოს, აბა, მოდი, ტალღა, მე შენზე ძლიერი ვარ-მეთქი. ამ მაიმუნობაში, წამოვიდა დიდი ტალღა, „მგლიჯა“ და, ისეთი ამაკოტრიალა, გონზე ვერ მოვედი. ჩემს გვერდით იდგა ჩემი მეუღლის მეგობარი, რომელიც საკმაოდ მაღალი და ღონიერია. ისე შემოვეხვიე ამ ორმეტრიან კაცს ფეხებზე, ძლივს მომხსნეს (იცინის). კინაღამ არ დამღუპა ტალღებთან კარატეს ჩატარებამ?! ისეთი დაჩხაპნილ-დაჯეჯგვილი გამომათრიეს წყლიდან, დიდხანს მოვუნდი იარების მოშუშებას. ერთი სიტყვით, ამ ჩემი სულელური შერკინების გამო კინაღამ ზღვის მსხვერპლი გავხდი.

– იმერული კუდაბზიკობის გამო გამოუვალ სიტუაციაში თუ ვარდები ხოლმე?

– სხვათა შორის, რომ გაიგებენ იმერელი მძღოლები, რომ მეც იმ კუთხიდან ვარ, ფულს არ მართმევენ. ვხუმრობ, ამაშიც მადგება ჩემი წარმომავლობა-მეთქი. ისე კი, ვერ დაგიმალავთ, იმერული კუდაბზიკობა ნამდვილად მახასიათებს. ამის გამო უხერხულ სიტუაციებშიც ჩავვარდნილვარ, მაგრამ, იმავე იმერული კუდაბზიკობითვე ვიძვრენ ხოლმე თავს. თუ ქუჩაში მივდივარ და დავინახე, ვინმე შუქნიშანს არ უყურებს და წითელზე გადადის გზაზე, აი, მაშინ ირთვება ჩემში იმერული „სირენა“ (იცინის) – ვიწყებ ხმამაღლა ყვირილს: რას შვრები, თავს იკლავ, მანქანის მსხვერპლი გინდა გახდე? რატომ აგდებ მძღოლს შარში-მეთქი. ისინი კი გადადიან და თან ისეთი სახით მიყურებენ – მოგცლია, ერთი, ტყუილად იღლი ენასო. არადა, ერთხელ, თავად მეჩქარებოდა და გადავჭერი გზა, ისეთი შემომხედა მძღოლმა, მის თვალებში ამოვიკითხე, გულში რაც მითხრა (იცინის). ისე შემეშინდა, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ ისეთი სისწრაფით ჩამირბინა თვალწინ, ვერ მოვასწარი თვალის მიდევნება. მერე კი ვთქვი, არ ვიყავი ღირსი, გვირაბის ბოლოს სინათლე მეხილა-მეთქი?! (იცინის). მერე ვხუმრობდი, ჩემი დაუდევრობის გამო, ორ წამში მოვახერხე სამოთხის ნახვა-მეთქი. მგონი, გვირაბის ბოლოს სინათლეც კი ჩანდა, მაგრამ, ისე ვინერვიულე, რომ ვერ დავინახე. ერთხელ კი მეგობრები წავედით მანქანით საქეიფოდ. მძღოლს „პლუტო“ ერქვა. ჩაეძინა საჭესთან. მე უკან ვიჯექი და ვთქვი, მგონი მძღოლს ჩაეძინა-მეთქი. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ბოძს შემოვეხვიეთ. მერე მანქანა კი გადააგდეს, მაგრამ, მთავარია, ჩვენ გადავრჩით. აი, მაშინ კი ვერ მოვახერხე სამოთხის ხილვა – ეტყობა, მაშინ გვირაბის გარბენა ვერ მოვასწარი (იცინის).

– ამბობენ, ნინო თუ გაცეცხლდა, მტრისასო. ასეა?

– საერთოდ, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. თუმცა, ხომ გაგიგონიათ, ცხვარი ცხვარია, მაგრამ, თუ გაცხარდა ცხარეაო? მეც ასე ვარ. იმერულ ხასიათს მაშინ ვავლენ, როცა საჭიროა (იცინის). ცოტა ქუთაისურიც მახასიათებს, როცა ვიღაცის საქციელი არ მომეწონება.

– ქუთაისური საქციელი რაში გამოიხატება?

– რაში და, პირდაპირი ვარ, ზურგს უკან არ მიყვარს ჭორაობა და პირში ვახლი ადამიანს, რასაც მასზე ვფიქრობ იმ მომენტში. ამ დროს ქალური ხასიათი უკანა პლანზე გადადის და „რქები“ ამომდის. მაშინვე „გაიასნება“ მიყვარს. ერთი სიტყვით, ისე გეტყვით სიმართლეს, ან შეგიყვარდებით, ან ისე გაიქცევით, რომ უკანაც არ მოიხედავთ (იცინის).


скачать dle 11.3